სადაღაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[[სადაღაშვილი გიორგი|ბიოგრაფიული ლექსიკონი]]
+
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014290/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

12:17, 23 აპრილი 2019-ის ვერსია

სადაღაშვილი გიორგი დავითის ძე (1870, სოფ. ქვახვრელი, გორის მაზრ. - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში გაწევრიანდა დაარსებისთანავე. იყო თბილისის პარტიული წრის ორგანიზატორი. 1900 წლის რკინიგზის გაფიცვის გამო გაასახლეს თბილისიდან. 1902 წლის მუშათა დემონსტრაციების შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1903 დატოვა რკინიგზის სახელოსნო პოლიციური წნეხის გამო. 1904 წლიდან მუშაობა დაიწყო იარალოვის ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა ოთხივე სათათბიროს არჩევნებში, მუშების მხრიდან იყო დასახელებული ამომრჩევლად, მათ შორის გურიიდანაც. 1908 ჟანდარმერიამ დაიჭირა და გადაასახლა როსტოვში 2 წლით.

1917 წლის მარტიდან ეწეოდა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო „ნაძალადევის“ კომიტეტის თავმჯდომარე და სხვადასხვა რაიონის კოლექტივის წევრი. აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრად. 1918 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. იყო საკანდიდატო სიის 115-ე ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები