სადროშო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''სადროშო''' - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ [[საქართველო|საქართველოში]].  
 
'''სადროშო''' - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ [[საქართველო|საქართველოში]].  
  
სადროშოს სათავეში ედგა [[სარდალი]], რომელიც ქართლში და იმერეთში მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული.  კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]] ჰქონდათ ჩაბარებული, რაც [[კახეთი]]ს სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა.  
+
სადროშოს სათავეში ედგა [[სარდალი]], რომელიც [[ქართლი|ქართლში]] და [[იმერეთი|იმერეთში]] მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული.  კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]] ჰქონდათ ჩაბარებული, რაც [[კახეთი]]ს სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა.  
  
 
სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე).  
 
სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე).  

15:51, 15 იანვარი 2020-ის ვერსია

სადროშო - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში.

სადროშოს სათავეში ედგა სარდალი, რომელიც ქართლში და იმერეთში მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული. კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა ეპისკოპოსებს ჰქონდათ ჩაბარებული, რაც კახეთის სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა.

სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე).

მეწინავე სადროშოს ქმნიდა ქვემო ქართლის ჯარი, რომელსაც ბარათაშვილები წინამძღოლობდნენ;
მემარჯვენე სადროშოს ჯარი შიდა ქართლის „ზემო მხარიდან“ იკრიბებოდა ამილახვართა მეთაურობით;
მემარცხენე სადროშოს - შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს არაგვისა და ქსნის ხეობების ჩათვლით, მუხრანბატონები ედგნენ სათავეში;
მეფის სადროშო - თბილისიდან ტაშისკარამდე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - საკუთრივ მეფეს ემორჩილებოდა. ცალკე სარდალი ჰყავდა მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიასაც, მაგრამ იგი მეფის დროშაზე გამოდიოდა (კლიმიაშვილი 1964: 122-123).

სადროშოები იმერეთში

იმერეთის სამეფოში ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა:

  • საჩხეიძო-სალომინაო-ვაკე;
  • არგვეთი;
  • რაჭა;
  • ოკრიბა-ლეჩხუმი.

სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239).

სადროშები კახეთში

კახეთის სამეფო ტერიტორია შემდეგ სადროშოებად იყოფოდა:

  • მემარჯვენე სადროშო, ე.წ. გაღმა მხარე, ნეკრესელს ებარა;
  • მემარცხენე - გარე კახეთი - რუსთველ ეპისკოპოსს ებარა;
  • ქიზიყი - ბოდბელი ეპისკოპოსის სასარდლო იყო;
  • მეოთხე სადროშო - სამეფო უნდა ყოფილიყო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება).

XVII-XVIII საუკუნეებში საბრძოლო მოქმედებების დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ სარდლის მოვალეობას (კლიმიაშვილი 1964: 124-126).


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები