საეკლესიო საიდუმლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 30: ხაზი 30:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.
 
* რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.
* [[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
* [[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო საიდუმლოებანი]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო საიდუმლოებანი]]

მიმდინარე ცვლილება 13:36, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

საეკლესიო საიდუმლო - მართლმადიდებელ ეკლესიაში, ჩვეულებრივ, ასახელებენ შვიდ საიდუმლოს: ნათლობას, მირონცხებას, ზიარებას, სინანულს, ქორწინებას, მღვდლობასა და ზეთისცხებას.

საიდუმლოებათა რიცხვის განსაზღვრა არ არის ძველი ტრადიცია, იგი კათოლიკური ეკლესიიდან იქნა გადმოღებული. ტრადიცია ამბობს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს ეკლესიაში და ეკუთვნის ეკლესიას, არის მადლმოსილი და საიდუმლო. ჩვენი ლოცვები, კურთხევანი, კეთილი საქმეები, აზრები, ქმედებები – ყველაფერი მონაწილეობს „მარადიულ ცხოვრებაში”. ყოველივე ცოდვილი და მკვდარი კი იკურთხება და ცოცხლდება მამა ღმერთის ძალით ქრისტეში და სულიწმინდით. ამგვარად, ღმერთის საშუალებით ყველაფერი ხდება საიდუმლო, ღვთის სასუფევლის – რომელიც უკვე ამ ქვეყნად განიცდება – საიდუმლოს ნაწილი.(პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო)

სარჩევი

[რედაქტირება] ნათლისღება

ძირითადი აქტი, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტიანად ანუ ქრისტეს ეკლესიის შვილად ითვლება, არის ნათლობა, მაგრამ ნათლობის რიტუალს უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახლადმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს (მოძღვრებას წმიდა სამებაზე, ეკლესიაზე და სხვ.), სწავლობს მრწამსს („მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა...“), ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება.

ნათლისღება ხდება წყალში სამგზის ჩაღრმავებით ან, თუ ამის საშუალება არ არის, წყლის სამგზის სხურებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წყალი არსად არის, ხოლო ნათლისცემა გადაუდებელია (სიკვდილის სარეცელზე), ქვიშის მეშვეობით. ნათლისცემის პრეროგატივა ეკუთვნის ხელდასხმულ მღვდელს, რომელსაც ეძლევა სამების სახელით ნათლისცემის უფლება. თუ მღვდელი არ არის, ხოლო ნათლისღება აუცილებელია (სიკვდილის სარეცელზე), ნათლობის ჩატარება შეუძლია საერო პირსაც, მაგრამ ამგვარად მონათლულის გადარჩენის შემთხვევაში მღვდელმა სრული წესით უნდა აღასრულოს ნათლისცემა. ნათლისღებისას ნათელღებული ღვთის წყალობით განიწმიდება ადრე ჩადენილი ცოდვებისგან და ამიერიდან იგი ქრისტეს ეკლესიის შვილად (წევრად) ითვლება, მაგრამ ნათელღებულმა ქრისტიანული წესით ცხოვრებით უნდა შეინარჩუნოს ეს სიწმიდე. ნათლისღება მეორედ დაბადებაა, სულიერი შობაა და იგი მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში (მრწამსში ნათქვამია: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა...“).

[რედაქტირება] მირონცხება

წმ. მირონის ცხება ხდება ნათლობის შემდეგ, რაც ანიჭებს ნათელღებულს სულიწმიდის მეშვეობით სასიცოცხლო ძალას, სულიერ ზრდასა და განმტკიცებას ღვთის რწმენაში. მირონცხება უშუალოდ მოსდევს ნათლობას და აღიქმება ნათლობის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ის დამოუკიდებელი საიდუმლოა.

[რედაქტირება] ზიარება ანუ ევქარისტია

ყოველი ქრისტიანი - სამღვდელო და ერისკაცი - ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს პურისა და ღვინის სახით, ამით იგი მისტიკურად მონაწილეობს საიდუმლო (უკანასკნელ) სერობაში, როცა ქრისტემ გაუნაწილა მოციქულებს თავისი უკვდავი სიცოცხლე. „ესე არ ხორცი ჩემი მრავალთათვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა; სვით, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა“. პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება წმიდა სულის მოხმობით (ეპიკლესისი). რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებლი, არ არის განსაზღვრული.

[რედაქტირება] აღსარება

ქრისტიანი პერიოდულად აღიარებს ცოდვებს მღვდლის წინაშე, რომელიც მას მიუტევებს იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის სახელით.

[რედაქტირება] ქორწინება

წყვილის შეუღლება რომ სულიერად კანონიერი იყოს, იგი საჭიროებს კურთხევას, რომლის პრეროგატივა ეკლესიას ეკუთვნის: მღვდელი, ეკლესიის სახელით, აკურთხებს საქორწინო გვირგვინს. რასაც ის შეკრავს, ზეცაშიც შეკრული იქნება.

[რედაქტირება] ზეთის კურთხევა

ეს საიდუმლო აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულისა და სხეულის საკურნებელად და იმ ცოდვების მისატევებლად, რომლებიც უღიარებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს.

[რედაქტირება] მღვდლობა

საიდუმლო, რომელსაც ასრულებს მღვდელმთავარი რომელიმე პირის მიმართ, რომელიც განწესებულია საეკლესიო იერარქიის რომელიმე საფეხურისთვის (საეპისკოპოსოდ, სამღვდელოდ თუ სადიაკვნოდ). სულიწმიდის მადლით პირი სულიერად უფლებამოსილი ხდება ასწავლოს ქრისტიანული ჭეშმარიტებები, აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებები და ზნეობრივად დამოძღვროს მრევლი, ქრისტეს სამწყსო.


ზურაბ კიკნაძე

[რედაქტირება] წყარო

  • რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.
  • მართლმადიდებლობის საფუძვლები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები