საერთაშორისო სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 15 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სამართალი - იურიდიული პრინციპების და ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოების ურთიერთობებს, აწესებს მათ ორმხრივ უფლებებს და მოვალეობებს. ჩაისახა სახელმწიფოების წარმოშობის ეპოქაში. თავდაპირველად არეგულირებდა უმთავრესად სამხედრო ურთიერთობებს.

XVI–XVII საუკუნეებში საერთაშორისო სამართალით დამკვიდრებული იყო სახელმწიფოების სუვერენიტეტის და თანასწორუფლებიანობის, ზღვების თავისუფლების პრინციპები, დაწესდა უცხოელების სტატუსი და მუდმივი საელჩოების ინსტიტუტი. ახალ ხანაში საერთაშორისო სამართალის თეორიამ და პრაქტიკამ შემდგომი განვითარება პოვა. XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს მან სისტემაში მოიყვანა ომის კანონები და ჩვეულებები.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალის ძირითადი პრინციპები და ნორმები დამკვიდრებულია გაეროს წესდებით, გაეროს 1970 წლის დეკლარაციით საერთაშორისო სამართალის პრინციპების შესახებ, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით.

საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია:

  • მშვიდობიანი თანაარსებობა;
  • თავდაუსხმელობა;
  • ერების თვითგამორკვევა;
  • დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა;
  • განიარაღება;
  • ადამიანის უფლებების პატივისცემა;
  • ომის პროპაგანდის აკრძალვა;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა.

საერთაშორისო სამართალის ნორმებს ნებაყოფლობით ასრულებენ მისი სუბიექტები. იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ნორმებს არღვევენ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულება (ინდივიდუალური ან კოლექტიური).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები