საერთო დანიშნულების ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო დანიშნულების ძალებიაშშ-ის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. განკუთვნილია შეზღუდული ომის წარმოებისათვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოუყენებლად ან გამოყენებით. ასევე სტრატეგიულ ძალებთან ერთად საომარი მოქმედების წარმოებისათვის კონტინენტური და საზღვაო საომარი მოქმედების თეატრში საყოველთაო ბირთვული ომის დროს.

საერთო დანიშნულების ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან, ტაქტიკური ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან (ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების გარდა).

აშშ-ის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება საზღვარგარეთ, მათ შორის დაახლოებით 300 ათ. – ევროპაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები