სალუქვაძე ანანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:41, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანანია სალუქვაძე

სალუქვაძე ანანია (1889, ოზურგეთი - 1942) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სასწავლებელში არ უვლია და წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. ადრეული ასაკიდანვე შეუდგა მუშაობას, თავდაპირველად ნოქრობას ეწეოდა, შემდეგ მანთაშოვის ქარხანაში ტექნიკურ განყოფილებაში მოწაფედ მიიღეს, თუმცა, ქარხნის დახურვის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, გარდა ამისა, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა გურიაში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული.

პირველად 1904 დააპატიმრეს. 1907 კვლავ დააპატიმრეს და ერთ თვეში გამოუშვეს. 1908 9 თვე გაატარა საპატიმროში. 1909-1910 წლებში არალეგალურად ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ოსტროგში (ვოლინის გუბერნიაში). ჯარში ყოფნისას არალეგალური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. 1914 კვლავ დააპატიმრეს და 8 თვე იმყოფებოდა ციხეში, რის გამოც დაავადდა, მისი საქმის ძიება შეწყდა და სამშობლოში გამოუშვეს. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიის თბილისის ორგანიზაციაში, იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი. წერდა მოთხრობებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლაზე უარი განაცხადა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს და ყირიმში გადაასახლეს. გარდაიცვალა ყაზახეთში.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

იხილე აგრეთვე

სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები