სამობილიზაციო მზადყოფნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამობილიზაციო მზადყოფნა – სახელმწიფოს, მისი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, განახორციელონ მობილიზაცია; ჯარების (ძალების) მდგომარეობა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დადგენილ ვადებში განახორციელონ გადასვლა ომიანობის პერიოდის ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურაზე. ღონისძიებების მოცულობა, გადასვლის წესი და დროებითი ნორმატივები განსაზღვრულია მშვიდობიანობის დროს შემუშავებული სამობილიზაციო გეგმებით. ჯარების (ძალების) სამობილიზაციო მზადყოფნის დონე დამოკიდებულია სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობების მდგომარეობაზე; ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, მშვიდობიანობის დროის შტატების მიხედვით შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის დონეზე, მათ საბრძოლო შერწყმაზე, სამობილიზაციო მზადყოფნის და საბრძოლო მზადყოფნაში ჯარების (ძალების) მოსაყვანი ამოცანების შესასრულებლად მართვის ორგანოების მომზადების დონეზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები