სამოთხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 28 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიწიერი სამთხე, ნიკოლა პუსენი 1594-1665

სამოთხე - Etym. სპარს. pairi daeza „მესერი“, „გალავანი“, შესაბამისად, „შემოღობილი ადგილი“, აღნიშნავს დიდებულ ბაღებს, სიამოვნებისა და ტკბობის ადგილს; განდევნის შემდგომ პერიოდში ებრაულ ენაში დამკვიდრდა ფორმა pardes, შემდეგ ბერძ. parádeisos, „ბაღი“, ლათ. paradisus It. Paradiso შვების ადგილი, სიამის ბაღი.

ერთ-ერთი საკითხი საბოლოოთაგან. აღნიშნავს რჩეულთა ნეტარების მდგომარეობას: ესაა იესოს მიერ დაპირებული ცათა სასუფეველი („დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ – ლუკ. 23:43), მდგომარეობს სრულყოფილ ცხოვრებაში, ცხოვრებისა და სიყვარულის თანაზიარებაში უწმიდეს სამებასთან, ქალწულ მარიამთან, ანგელოსებთან და ყველა წმიდანთან. ესაა ადამიანის საბოლოო მიზანი და მის ყველაზე სიღრმისეულ მისწრაფებათა განხორციელება, უზენაესი და საბოლოო ბედნიერების მდგომარეობა.

საღმრთო წერილში სამოთხე სხვადასხვა ხატებითაა წარმოდგენილი: სიცოცხლის, სინათლის, მშვიდობის, საქორწილო ნადიმის, ღვინის, მამის სახლის, ზეციური იერუსალემის, ზეცისა და კიდევ სხვა ხატთა მეშვეობით (შდრ. CCC, 1023-1029).




წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.;24
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები