სამშვიდობო საქმიანობაში თანამშრომლობის სპეციალური ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 2 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშვიდობო საქმიანობაში თანამშრომლობის სპეციალური ჯგუფი – პარტნიორობის ძირითადი სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაა მშვიდობისმყოფელობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ-კონცეპტუალურ საკითხებში კონსულტაციების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალური ჯგუფის სხდომებში, შეუძლიათ ურთიერთგაგების მიღწევისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ჯგუფი ასევე აფართოებს კონტაქტებს გაეროსთან და ეუთოსთან მშვიდობისმყოფელობის, ადრეული შეტყობინების და კონფლიქტების არიდების კონცეპტუალურ და პრაქტიკულ საკითხებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები