სამხედრო იდეოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო იდეოლოგია – შეხედულებების და იდეების სისტემა, რომელიც გამოხატავს პოლიტიკის სუბიექტების დამოკიდებულებას ომის და შეიარაღებული ძალადობის სხვა ფორმებისადმი, აგრეთვე არმიის, როგორც სამხედრო პოლიტიკის განხორციელების მთავარი იარაღისადმი. წარმოადგენს იდეოლოგიის, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმის, ნაწილს.

სამხედრო იდეოლოგია გამოხატულებას პოულობს ქვეყნის კონსტიტუაციასა და სამხედრო დოქტრინაში, სამხედრო წესდებებსა და სხვა დოკუმენტებში, არეგულირებს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობას. აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსის პირობებში სამხედრო იდეოლოგია ემსახურება ხალხებს შორის სიძულვილის გაღვივებას. მშვიდობიან კურსს შეესაბამება სამხედრო იდეოლოგია, რომელიც ორიენტირებულია ომის თავიდან აცილებაზე, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები