სამხედრო კანონმდებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო კანონმდებლობა – მოქმედი კანონებისა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს შეიარაღებულ ძალებში (მშენებლობის სფეროში, ცხოვრებასა და საქმიანობაში). მოიცავს სახელმწიფო, ადმინისტრაციული, საფინანსო და სხვა სამართლებრივი დარგების ნორმებს. ახასიათებს თანამდებობის პირების საქმიანობის, უფროსებსა და ხელქვეითებს შორის ურთიერთობების რეგულირების მაღალი დეტალიზაცია, ფართო უფლებების მინიჭება სამხედრო სარდლობისათვის და სამართალდარღვევებისათვის გაზრდილი იურიდიული პასუხისმგებლობის დაკისრება სამხედრო მოსამსახურეებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები