სამხედრო მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:03, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მოქმედებები

1. მხარეების დაპირისპირება ომში;

2. შეიარაღებული ძალების სახეობების, სტრატეგიული და ოპერატიული დაჯგუფებების ძალების და საშუალებების ორგანიზებული გამოყენება საომარი მოქმედებების თეატრზე პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად.

სამხედრო მოქმედებები წარმოებს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე ოპერაციების, ბატალიების, საბრძოლო მოქმედებების ფორმით. შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი. ომის საწყის პერიოდში სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებები ძირითადად თავდაცვითი ხასიათისაა და წარმოებს მოწინააღმდეგის აგრესიის მოსაგერიებლად. ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით სამხედრო მოქმედებების ძირითადი ხერხია მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) დაჯგუფებების თანამიმდევრული განადგურება. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლით დაზიანების ორგანიზაციას, ძალების და საშუალებების მასირებას, უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე ძალისხმევის ზრდას, ჯარების მკაფიო და უწყვეტ ურთიერთქმედებას, სტაბილურ მართვას. სამხედრო-საისტორიო შრომებში, ლიტერატურასა და ასევე ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „სამხედრო მოქმედება“ საბრძოლო მოქმედების ტერმინთან არის გაიგივებული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები