სამხედრო ძლიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ძლიერება – (თავდაცვითი ძლიერება, თავდაცვითი ძლევამოსილება), სახელმწიფოს ან სახელმწიფოების კოალიციის მატერიალური და სულიერი ძალების გამოვლინება, რაც შეიძლება მოხმარდეს (ან ხმარდება) სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

სამხედრო ძლიერება, მთლიანობაში ხასიათდება ორი ნიშნით: პოტენციური, აქტუალური (მოქმედი) და მათ შორის შუალედური. პოტენციური სამხედრო ძლიერება (სამხედრო პოტენციალი) არის სახელმწიფოს მაქსიმალური შესაძლებლობა. მას აქვს უნარი, გადაიყვანოს სამხედრო ძლიერება პოტენციური მდგომარეობიდან აქტუალურში, განსაზღვროს მისი მობილურობა. სამხედრო ძლიერების უზრუნველყოფის სფეროს საფუძველს შეადგენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.

სამხედრო ძლიერების დონის კრიტერიუმები ისტორიის მანძილზე ცვალებადია. მაგალითად, თუ XX საუკუნის შუა ხანებამდე სახელმწიფოს სამხედრო ძლიერებას, პირველ რიგში განსაზღვრავდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, შეიარაღების რაოდენობა ან შეიარაღებაზე გაწეული დანახარჯების მაშტაბები, XXI საუკუნის დამდეგს სამხედრო ძლიერების შეფასებაში გადამწყვეტი ხდება სამხედრო ტექნოლოგიების, სახელმწიფო-სამხედრო ორგანიზაციის სხვადასხვა ელემენტის განვითარების დონე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები