სამხედრო წესდებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო წესდებები – ოფიციალური ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ჯარების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის ძირითად დებულებებს, განსაზღვრავენ სამხედრო მოსამსახურეების საერთო და თანამდებობრივ უფლებამოვალეობებს, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას, შინაგანი, საყარაულო სამსახურის წესს და სამხედრო სამსახურისა და ყოფის სხვა ასპექტებს.