სარდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
====იმერეთის სამეფოს სარდლები====
 
====იმერეთის სამეფოს სარდლები====
იმერეთის სამეფოში სარდალის თანამდებობა, სავარაუდოდ, 1651 წ-ის შემდგომ უნდა შემოეღოთ, რადგან ამ წლით დათარიღებულ „ფიცის წიგნში“, სადაც იმერეთის სამეფოს ყველა დიდმოხელეა ჩამოთვლილი, სარდალის თანამდებობა არ ჩანს. იმერულ საბუთებში ზემო იმერეთის სარდალი პირველად მოიხსენიება 1661 წ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმერეთში 1651-1661 წწ-ში ჩატარებულა სასარდლოთა სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფა. ამ დროს უკვე ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა - ზემო მხარი (არგვეთი), ვაკე (ქვემო იმერეთი), რაჭა, ოკრიბა-ლეჩხუმი. თითოეულ სადროშოში სადროშოების სარდალებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ: ზემო მხარის სარდლობა ებარა თავად წერეთელს, ვაკისა - წულუკიძეს, ოკრიბა-ლეჩხუმის - აგიაშვილს, რომელიც მეწინავე ჯარის სარდალად ითვლებოდა; რაჭის - [[რაჭის ერისთავი|რაჭის ერისთავს]]. გვიანდელი (XVIII ს. 60-იანი წწ.) მონაცემებით, იმერეთის ჯარებს საერთო მთავარსარდლობას უწევდა ზემო მხარის სარდალი წერეთელი. ამიტომ ჰქონია წერეთელს ორი დროშა - ერთი მწვანე [[აბრეშუმი|აბრეშუმისა]], რომელზედაც გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, მეორე - წითელი აბრეშუმისა, რომელზედაც ეხატა ჯვარცმა. სხვა სარდალებს თითო-თითო დროშა ებარათ.
+
იმერეთის სამეფოში სარდალის თანამდებობა, სავარაუდოდ, 1651 წ-ის შემდგომ უნდა შემოეღოთ, რადგან ამ წლით დათარიღებულ „ფიცის წიგნში“, სადაც იმერეთის სამეფოს ყველა დიდმოხელეა ჩამოთვლილი, სარდალის თანამდებობა არ ჩანს. იმერულ საბუთებში ზემო იმერეთის სარდალი პირველად მოიხსენიება 1661 წ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმერეთში 1651-1661 წწ-ში ჩატარებულა სასარდლოთა სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფა. ამ დროს უკვე ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა - ზემო მხარი (არგვეთი), ვაკე (ქვემო იმერეთი), [[რაჭა]], ოკრიბა-ლეჩხუმი. თითოეულ სადროშოში სადროშოების სარდალებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ: ზემო მხარის სარდლობა ებარა თავად წერეთელს, ვაკისა - წულუკიძეს, ოკრიბა-ლეჩხუმის - აგიაშვილს, რომელიც მეწინავე ჯარის სარდალად ითვლებოდა; რაჭის - [[რაჭის ერისთავი|რაჭის ერისთავს]]. გვიანდელი (XVIII ს. 60-იანი წწ.) მონაცემებით, იმერეთის ჯარებს საერთო მთავარსარდლობას უწევდა ზემო მხარის სარდალი წერეთელი. ამიტომ ჰქონია წერეთელს ორი დროშა - ერთი მწვანე [[აბრეშუმი|აბრეშუმისა]], რომელზედაც გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, მეორე - წითელი აბრეშუმისა, რომელზედაც ეხატა ჯვარცმა. სხვა სარდალებს თითო-თითო დროშა ებარათ.
  
 
====კახეთის სადროშოს სარდლები====
 
====კახეთის სადროშოს სარდლები====

16:05, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

სარდალი - (სპარს. sardār - ჯარის უფროსი) ზოგიერთ სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს დაჯგუფებებს, გაერთიანებებს, ჯარების (ძალების) გვარეობებს ან შეიარაღებული ძალების სახეობებს; ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური, სტრატეგიული მართვის რგოლის სამხედრო თანამდებობა.

სარდალი იღებს სრულ და ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული ჯარების (ძალების) მდგომარეობაზე, მათ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, მომზადებაზე, მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სამხედრო დისციპლინაზე, სწორ გამოყენებასა და მათ მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებაზე, ასევე მათ ადმინისტრაციულ- სამეურნეო მოღვაწეობაზე.

სარჩევი

ფეოდალურ საქართველოში

სარდალი იყო სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე, რომელმაც შეცვალა ადრინდელი სპასალარი და სპასპეტი.

XVI ს-დან ერისთავთა ინსტიტუტის მოშლის შემდეგ ქართული სამეფოების (ქართლი, კახეთი, იმერეთი) სამხედრო ორგანიზაცია ემყარებოდა მსხვილ სამხედრო-ტერიტორიულ შენაერთებს, ე.წ. სადროშოებს, რომელთაც სათავეში ედგნენ სარდალები. ყოველ ქართულ სამეფოში, მსგავსად ერთიანობის ხანისა, მიღებული იყო სამეფოს დაყოფა ოთხ მსხვილ სამხედრო ოლქად - სადროშოდ, რომელთა მეთაურ სარდალს მეფე ამტკიცებდა, რის ნიშნადაც გადასცემდა მათ სასარდლო ინსიგნიებს - დროშასა და ხმალს. ქართლსა და იმერეთში სადროშოს სარდლობა მემკვიდრეობითი თანამდებობა იყო, კახეთში კი სადროშოს სარდლობა ეპისკოპოსებს ებარათ.

ქართლის სადროშოს სარდლები

ქართლის მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანო, იგივე ქვემო ქართლი) უძღვებოდნენ ბარათაშვილები, მოგვიანებით მათივე განაყოფი ყაფლანიშვილ-ორბელიშვილები. მემარჯვენე სადროშოს (შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი) - ამილახვრები, მემარცხენე სადროშოს (შიდა ქართლის ცენტრალური ნაწილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, არაგვისა და ქსნის ხეობები) - მუხრანბატონები. მეოთხე სადროშო, რომელიც მოიცავდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს თბილისიდან ტაშისკარამდე, სამეფო იყო. მეფის სადროშოზე იყო მიმაგრებული საკათალიკოსო ლაშქარიც, რომელსაც მცხეთის აზნაურები, გედევანიშვილები, ხელმძღვანელობდნენ.

იმერეთის სამეფოს სარდლები

იმერეთის სამეფოში სარდალის თანამდებობა, სავარაუდოდ, 1651 წ-ის შემდგომ უნდა შემოეღოთ, რადგან ამ წლით დათარიღებულ „ფიცის წიგნში“, სადაც იმერეთის სამეფოს ყველა დიდმოხელეა ჩამოთვლილი, სარდალის თანამდებობა არ ჩანს. იმერულ საბუთებში ზემო იმერეთის სარდალი პირველად მოიხსენიება 1661 წ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმერეთში 1651-1661 წწ-ში ჩატარებულა სასარდლოთა სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფა. ამ დროს უკვე ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა - ზემო მხარი (არგვეთი), ვაკე (ქვემო იმერეთი), რაჭა, ოკრიბა-ლეჩხუმი. თითოეულ სადროშოში სადროშოების სარდალებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ: ზემო მხარის სარდლობა ებარა თავად წერეთელს, ვაკისა - წულუკიძეს, ოკრიბა-ლეჩხუმის - აგიაშვილს, რომელიც მეწინავე ჯარის სარდალად ითვლებოდა; რაჭის - რაჭის ერისთავს. გვიანდელი (XVIII ს. 60-იანი წწ.) მონაცემებით, იმერეთის ჯარებს საერთო მთავარსარდლობას უწევდა ზემო მხარის სარდალი წერეთელი. ამიტომ ჰქონია წერეთელს ორი დროშა - ერთი მწვანე აბრეშუმისა, რომელზედაც გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, მეორე - წითელი აბრეშუმისა, რომელზედაც ეხატა ჯვარცმა. სხვა სარდალებს თითო-თითო დროშა ებარათ.

კახეთის სადროშოს სარდლები

კახეთის სამეფოში სადროშოების სარდალებად ითვლებოდნენ ნეკრესელი ეპისკოპოსი (ე.წ. გაღმა მხარი, იგივე მემარჯვენე სადროშო), რუსთველი ეპისკოპოსი (გარე კახეთი, იგივე მემარცხენე სადროშო), ბოდბელი ეპისკოპოსი (ქიზიყი) და სამეფო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება). XVII-XVIII სს-ში ბრძოლის დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ სარდალის მოვალეობას.

მთავარსარდლის ფუნქციები

ომის შემთხვევაში ს. მთავარსარდლის (მეფის) საბრძოლო გეგმის შესაბამისად ასრულებდა ტაქტიკურ ამოცანებს და საბრძოლო დავალებებს. მას ევალებოდა საბრძოლო ნადავლის ერთი მეხუთედის (ფანჯიექი) მეფის ხაზინაში შეტანა, საკუთარი მოლაშქრის დაჯილდოება თუ დასჯა. სარდალის, როგორც სამხედრო ოლქის გამგებლის, ფუნქციები მხოლოდ სამხედრო მეთაურობით არ ამოიწურებოდა. სარდალი იყო ადგილობრივი მოხელე, რომელსაც მრავალფეროვანი სამხედრო-ადმინისტრაციული და სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი ჰქონდა. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო მეფის მდივანთან ერთად სადროშოში შვიდ წელიწადში ერთხელ მოსახლეობის აღწერა (ელის ტომებში სამ წელიწადში ერთხელ) და ფისკალური და სამხედრო ვალდებულებების აღნუსხვა.

როსტომის (1632-1658) დროინდელი სასარდლო განაწესის („დასტურლამას“) თანახმად, სარდალს თავის საგამგებლო „მამულში“ მართლმსაჯულების ფუნქციებიც ეკისრებოდა, თუმცა, მეფის ბრძანების გარეშე სასამართლო საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. სარდალი აუცილებლად უნდა დასწრებოდა სასარდლოში შემავალი ოჯახების გაყრის სასამართლო სხდომებს. ასევე, მეფის ბრძანებისამებრ, სარდალს მონაწილეობა უნდა მიეღო საკუთარი სადროშოს ფარგლებში მიმდინარე სასამართლო დავების გარჩევაში. გარკვეულ შემთხვევებში, მეფის ნებართვით, სარდალს შეეძლო მისდამი რწმუნებულ სადროშოში თავად აღესრულებინა მართლმსაჯულება. მისი ეს ფუნქცია უფრო მკაფიოდ იკვეთება XVIII ს-ის დასაწყისში.

ოსმალობის პერიოდში (1723-1735) ქართლის ადმინისტრირება სასარდლოთა პრინციპზე მოეწყო. 1728 წ. ოსმალთა მიერ ქართლის მმართველად დანიშნულმა ისაყ-ფაშამ სომხით-საბარათიანო (ქვემო ქართლი) მისცა ერასტი ყაფლანიშვილს, მცხეთის ზემო მიწები (შიდა ქართლი) - ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი - გივი ამილახორს, მუხრანი და ქსნისა და არაგვის საერისთავოები - მუხრანბატონს. ამ პირებს ევალებოდათ სახელმწიფო ბეგარა-გადასახადების აკრეფისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების გაძღოლა თავიანთ საგამგებლოში. ამ პერიოდში სარდალი როგორც ოსმალთა სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე, სასარდლოს ფეოდალებსა და ცენტრალურ მმართველობას შორის შუამავალ რგოლს წარმოადგენდა.

მოგვიანებით, სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად ქცეულ სადროშოთა სარდლები უზომოდ აძლიერებენ და აფართოვებენ თავიანთ ხელისუფლებას.

სარდალის თანამდებობა ხშირად შეერთებული იყო სხვა საკარისკაცო თანამდებობასთან. მაგ., ქართლის მემარჯვენე სადროშოს სარდალები ამილახვრები, ჩვეულებრივ გორის მოურავობას/ტარუღობას ითავსებდნენ. სარდალს შეიძლება სჭეროდა ცენტრალური აპარატის რომელიმე მაღალი თანამდებობა: ბოქაულთუხუცესის, მდივანბეგის სახლთუხუცესის, ქალაქის (თბილისი) მოურავის.

XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთის სამეფოში სამეფო ხელისუფლება ცდილობს შეკვეცოს სარდალის სასამართლო ფუნქციები, რის ფონზეც საგრძნობლად იზრდება მდივანბეგთა ინსტიტუტის მნიშვნელობა. ამ პროცესის გამოხატულებას წარმოადგენს სარდალ-მდივანბეგის თანამდებობის გაჩენა. სარდალ-მდივანბეგის სასამართლოს განმტკიცებამ შეზღუდა დანარჩენი სარდალის სასამართლო ფუნქციები, მათ დარჩათ მსუბუქი საქმეების განხილვა-გასამართლების უფლება: სარდალი არჩევს ადმინისტრაციულ საქმეებს, სამამულო დავას, კომლის გაყრას, ანუ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქცია რჩება. სისხლის სამართლის საქმეებს კი სამეფოს ცენტრალური აპარატის მოხელე - მდივანბეგი განიხილავდა, ხოლო სარდალი სასამართლო სხდომას ესწრებოდა, როცა სასარდლოს წარმომადგენლები იყვნენ მხარეები. ქართლის სარდალს ჩამოსცილდა სახელმწფო გადასახადების აკრეფისა და მოსახლეობის აღწერის საქმეში მონაწილეობის ფუნქციაც. ამ საქმეს მეფის მიერ სპეციალურად დანიშნული მოხელეები ასრულებდნენ, თუმცა, ზოგჯერ მათ შეიძლებოდა ხლებოდა სარდალის ნდობით აღჭურვილი პირიც. სარდალთა უფლებების შეკვეცას მოწმობს ისიც, რომ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან სარდალის სამოხელეო წოდებას ატარებს ყველა დონის სამხედრო მოხელე, ვინც შეიარაღებულ რაზმს მეთაურობს. XVIII ს-ის ბოლოს შედგენილი კანონ-პროექტების მიხედვით, სარდლებს სრულად ჩამოერთვათ სასამართლო ფუნქცია. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ დავით ბაგრატიონის სამართლის წიგნის პროექტი წარმოადგენს, სადაც 114-ე მუხლის მოთხოვნით, სარდალს მხოლოდ საბრძოლო ვითარებასთან დაკავშირებით შეეძლო გაერჩია საქმე.

სარდალის ხელისუფლება თავისი ჩამოყალიბებისა და არსებობის ადრეულ ხანაში დამყარებული არ იყო მიწის ფეოდალურ საკუთრებაზე და წმინდა სამოხელეო თანამდებობას წარმოადგენდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, ქართლში სარდალის სარგო სამხედრო ნადავლის მეხუთედით განისაზღვრებოდა, ხოლო იმერეთში მეათედით.

ასევე, სარდალს ეკუთვნოდა სადროშოს აღწერის დროს სააღმწერო გადასახადის ნახევარი, მეორე ნახევარი - მდივნებს. სარდალს შემოსავალი ჰქონდა სასამართლო საქმეებიდან და ჯარიმებიდან. ასევე, არსებობდა სასარდლო გადასახადიც. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ს-ს შეიძლებოდა მიეღო მოხელეობასთან დაკავშირებული მიწებიც ან წილი რომელიმე სახელმწიფო გადასახადიდან.

ქართლის სარდლები. XVII-XVIII სს.

  • ბარათაშვილი ქაიხოსრო - საბარათაშვილოს ს., ბოქაულთუხუცესი, მეკობრისმძებნელი, ქალაქის მოურავი, სახლთუხუცესი 1619-1646 წწ. (პალ 1991: 446).
  • ამილახვარი იოთამ (I) ფარემუზის ძე - ზემო ქართლის სარდალი, გორის მ. 1630-1648 წწ. (პალ 1991: 123).
  • ამილახვარი გივი - ზემო ქართლის ს. 1656-1692 წწ. (პალ 1991: 119-120).
  • ბარათაშვილ-ყაფლანიშვილი თამაზ - საბარათიანოს ს. 1678-1692 წწ. (პალ 1991: 418-419).
  • ამილახვარი ოთარ - ქართლის ს. 1732-1743 წწ. (სეა: 1448-5014, 1448-8754; ხეც: Hd-14289, Hd-14290).
  • ყაფლანიშვილ-ორბელიშვილი ქაიხოსრო - ს-მდივანბეგი 1739-1743 წწ. (ხეც: Hd-9412, Hd-2445; Hd-9660; სეა: 1448-1315; დსსი 1940: 295-297).
  • ორბელიანი რევაზ - საბარათიანოს ს., მდივანბეგი 1736-1743 წწ. (სეა: 1450-18/143; 1450-13/43).
  • დავით - ს-სახლთუხუცესი 1741 წ. (ხეც, Hd-8804).
  • ორბელიანი დავით - ს-სახლთუხუცესი, ს-ბოქოულთხუცესი 1766-1771 წწ.
  • გაბრიელ - მოურავ-ს. 1743 წ. (ხეც, Hd-9361).
  • გიორგი - ს-მოურავი 1797 წ. (სეა, 1448-869).

იმერეთის სარდლები

  • წერეთელი ზაალ - ს. 1661 წ. (სოსელია 1973: 222).
  • აგიაშვილი სვიმონ - ს. 1712 წ. (სოსელია 1973: 225).
  • წულუკიძე მერაბ - ვაკე-იმერეთის ს., ქუთაისის მოურავი 1770 წ. (სოსელია 1981: 57).
  • წულუკიძე ბერი - ვაკე-იმერეთის ს. 1757 წ. (სოსელია 1981: 186)
  • წერეთელი - ზემო იმერეთის ს. 1769 წ. (მასვე ემორჩილებოდა რაჭის ჯარიც) (სოსელია 1973: 224).
  • წულუკიძე გიორგი - ს., ქილიფთარუხუცესი 1766-1782 წწ. (სოსელია 1981: 57-58)

წყაროები და ლიტერატურა

ვახუშტი 1973: 510; ქსის 1955: 97, 350; არჩილიანი 1937: 114-115; დასტურლამალი 1965: 237-328; ჯამბურია 1955: 126, 239; კლიმიაშვილი 1964: 122-126; გაბაშვილი 1942: 165-173; ქსე, I, 1975: 625; ქსე, VII, 1984: 147; სურგულაძე 1952: 173-181, 313-339. 388-407; მესხია 1948: 6, 85-88; სოსელია 1973: 186, 222, 224, 225; აკოფაშვილი 1976: 345-354; კეკელია 1986: 136-141; ТКПФ 1989: 158.

წყარო

  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები