საურმაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საურმაგ მეფე - მეფე ფარნავაზის შემდეგ გამეფდა საურმაგი. ქართველებმა თავი გარეშე მტერთაგან დახსნილად რომ იგრძნეს, ყველა შეძლებულმა პიროვნებამ თავი პატარა მეფედ წარმოიდგინა და ამიტომ საურმაგ მეფეს აუჯანყდა. საურმაგი მტკიცე პოლიტიკოსი და მშენებელი მეფე იყო; მან დაიხმარა დურძუკნი, დედის ძმა და მისი ახლობელი ოსები, მამის დისშვილები, ათასი აზნაური და აჯანყებულებს მკაცრად გაუსწორდა, ზოგი კი შეიწყალა. დიდად დაიახლოვა დურძუკნი. ისინი ვეღარ ეტეოდნენ თავის ქვეყანაში და საურმაგმა ჩამოასახლა საქართველოში. მათთან ერთად სხვა კავკასიელებიც ჩამოასახლა. საურმაგმა ორი კერპი ააგო მცხეთის გზაზე: აინინა და დანინა.

საურმაგს მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ქუჯის შვილს მიათხოვა, მეორე - სპარსეთის მეფის ნებროთის შვილს - მირვანოსს, რომელიც თავისი ცოლის ნათესავი იყო. მირვანოსი იშვილა და საურმაგის სიკვდილის შემდეგ სწორედ იგი გამეფდა. მირვანოსს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მირიან პირველადაც მოიხსენიებს, ზოგიც - მირვანად.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები