საფრანგეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 7 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის სახელმწიფო დროშა

საფრანგეთი (France – საფრანგეთის რესპუბლიკა)სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით აკრავს პა-დე-კალესა და ლამანშის სრუტეები (ჩრდილოეთის ზღვა), დასავლეთით – ბისკაის ყურე (ატლანტის ოკეანე), სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთით – ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, სამხრეთით – ესპანეთი და ანდორა.

ფართობი – 551,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 65,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ფრანგული.

დედაქალაქი – ქ. პარიზი.

ადმინისტრაციულად იყოფა 100 დეპარტამენტად (კუნძულ კორსიკის ჩათვლით).

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – პრეზიდენტსა და მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).

საფრანგეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

1958 წლიდან ქვეყანაში არსებული საპრეზიდენტო რესპუბლიკა ჩაანაცვლა საპარლამენტო რესპუბლიკამ.

სარჩევი

მრეწველობა

საფრანგეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მსოფლიოში უჭირავს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი სამრეწველო წარმოებაში. ახორციელებს ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, რკინისა და ურანის მადნის მოპოვებას.

მრეწველობის ძირითადი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი. ელექტროენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს ატომური ელექტროსადგურები.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას, მათ შორის ბირთვულ იარაღსაც. საფრანგეთი არის შეიარაღების ექსპორტიორი მსოფლიო ბაზარზე.

სოფლის მეურნეობა მრავალდარგობრივი და მაღალპროდუქტიული. მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას ძირითად პროდუქტებზე, ნაწილი გადის ექსპორტზე. საფრანგეთი ევროპაში ხორბლის, ნაღების კარაქის, ყველის, ძროხის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელია. ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყანაა საერთაშორისო ტურიზმში.

საზღვაო პორტებია

დიდი საზღვაო პორტებია: მარსელი, ჰავრი, დიუნკერკი, კალე, რუანი, ბორდო.

საერთაშორისო აეროპორტები

საერთაშორისო აეროპორტებია:ორლი, შარლ დე გოლი (პარიზში), ბორდო, ლიონი, მარსელი, ნიცა, სტრასბურგი, ტულუზა.

შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 238,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო 130,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 65 ათ., სამხედრო-საზღვაო 43 ათ., სამხედრო ჟანდარმერია 81,7 ათ. დანიშნულების მიხედვით შეიარაღებული ძალები იყოფა ბირთვულ და საერთო დანიშნულების ძალებად. რეზერვი – 70 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები