საქართველოს დამფუძნებელი კრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამფუძნებელი კრება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური, საყოველთაო არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც შეცვალა საქართველოს ეროვნული საბჭო - პარლამენტი.

საქართველოს დამფუძნებელი კრება

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარებისათვის, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს აღიარებისა და ქვეყნის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობისათვის. საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევას ითვალისწინებდა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი.


სარჩევი

დამფუძნებელი კრების არჩევნები

1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა (ყოფილი ეროვნული საბჭო) დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით. დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული იყო 15 პოლიტიკური პარტია:

არჩევნები ჩატარდა 1919 წლის 14-16 თებერვალს. საქართველოს ზოგ რეგიონში არჩევნები ვერ ჩატარდა კლიმატური პირობებისა და რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო.

პირველი დამატებითი არჩევნები ჩატარდა 1919 წლის აგვისტოში ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის მაზრებში, ფოცხოვის რაიონში, მთიულეთში, ხევსურეთსა და სვანეთში.

მეორე დამატებითი არჩევნები 1920 წლის მაისში ჩატარდა სოხუმის ოლქში, ბოლნისის, დუშეთის და ტფილისის მაზრებში.

დამფუძნებელ კრებაში შევიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან 109, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან 8 (ნ. ნიკოლაძე, ს. კედია, გ. გვაზავა, ე. თაყაიშვილი, ი. მაჭავარიანი, ალ. ასათიანი, პ. სურგულაძე, გ. ქიქოძე), სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან 8 (გ. ლასხიშვილი, გ. რცხილაძე, შ. ნუცუბიძე, ს. ფირცხალავა, შ. ალექსი-მესხიშვილი, ი. ბარათაშვილი, ი. გედევანიშვილი, ს. მდივანი), სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან 5 დეპუტატი (ლ. შენგელაია, ივ. გობეჩია, იოს. გობეჩია, გ. ანთაძე, ნ. ნუცუბიძე).

განმეორებითი არჩევნების შედეგად დეპუტატები გახდნენ: ნაციონალისტები: გ. ვეშაპელი და შ. ქარუმიძე, სოციალისტ-ფედერალისტები: ს. დადიანი და თ. ღლონტი, სოციალ-რევოლუციონერი ივ. ლორთქიფანიძე, ეროვნულ-დემოკრატი შ. ამირეჯიბი. 3 დეპუტატი „დაშნაკცუთიუნიდან“.

1919 წლის 6 და 9 მაისს დამფუძნებელი კრების წევრობიდან ამოირიცხნენ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები: ყადირ შერვაშიძე, რაფიელ ჩიხლაძე, თავაზ ყადირ-მამედ ოღლი გვარამაძე. მათ ნაცვლად ჩაირიცხნენ: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე, იოსებ ირემაშვილი.

დამფუძნებელი კრების სხდომაბი და საქმიანობა

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. თავმჯდომარეობდა დამსწრეთა შორის უხუცესი სოციალ-დემოკრატი დეპუტატი, 60 წლის სილიბისტრო ჯიბლაძე, მდივნობდა კრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი გოგიტა ფაღავა. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე. პირველსავე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

მომდევნო სხდომაზე აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. მთავრობის თავმჯდომარე ამავე დროს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

დამფუძნებელ კრებაში სხვადასხვა დროს შეიქმნა 23 მუდმივი, დროებითი და მცირე კომისია, განისაზღვრა მათი შემადგენლობა. საქართველოს დამფუძნებელი კრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობამდე. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დამფუძნებელ კრებას არც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ მოუხსნია. ბოლშევიკების მოთხოვნაზე -კაპიტულაცია გამოეცხადებინა, კრებამ უარი განაცხადა, 17 მარტს ბათუმში გამართულ სხდომაზე ნოე ჟორდანიას და საქართველოს მთავრობას დაევალა ემიგრაციაში მოღვაწეობის გაგრძელება.

დამფუძნებელი კრება საქართველოში მოღვაწეობდა 1919 წლის 12 მარტიდან 1921 წლის 18 მარტამდე. სესიებს შორის შესვენების პერიოდი იყო: 1919 წლის 3 აგვისტო - 19 სექტემბერი; 1920 წლის 1-23 იანვარი; 1920 წლის 9 სექტემბერი - 9 ნოემბერი. შესვენებების პერიოდში დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონებს სტუმრობდა და მოსახლეობას ხვდებოდა, საპროპაგანდო ლექციებს ატარებდა.

კრების მუშაობის პირველ წელს ჩატარდა 94 სხდომა, მათგან 20 საგანგებო. ამ დროის განმავლობაში კრებამ განიხილა 415 საკანონმდებლო ინიციატივა და საკითხი. დამფუძნებელმა კრებამ განსაზღვრა თავისი წევრის შეუვალობის საკითხი. დამფუძნებელი კრების წევრის ხელფასი დასაწყისში იყო 1500, შემდგომ - 2500 მან. დეპუტატს ჰქონდა რკინიგზით უფასოდ მგზავრობის უფლება. დამფუძნებელი კრების წევრობა შეთავსებადი იყო მინისტრის, ელჩის, სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობასთან, სახალხო გვარდიის შტაბის წევრობასა და უნივერსიტეტის პროფესორობასთან, მხოლოდ ერთი ხელფასის მიღების უფლებით.

დამფუძნებელ კრებაში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა 4-დან 8-მდე ფრაქცია. დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო საქმიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. კრების მიერ მიღებულ კანონებს შორის აღსანიშნავია კანონი მოქალაქეობის შესახებ (1919 წლის 27 მაისი), კანონის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვინც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე).

დამფუძნებელმა კრებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მემარცხენე მიმართულების ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო პაკეტების მომზადებაში (აგრარული რეფორმა, წიაღისეულის ნაციონალიზაცია, შრომითი ხელშეკრულების კანონი). დამფუძნებელი კრების პრეროგატივა იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, სახელმწიფო ფულადი ნიშნის - ბონის - ემისიის ოდენობის განსაზღვრა. კრება განსაზღვრავდა სახელმწიფო დაწესებულებათა ბიუჯეტს, სტიპენდიებს უცხოეთში სასწავლებლად წასული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დამფუძნებელი კრება ადგენდა ოფიციალურ უქმე დღეებს. დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს - სენატის საქმიანობის დებულება. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი სახელმწიფო ბანკის დაფუძნების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნის შესახებ. დამფუძნებელი კრების პრეროგატივა იყო ამნისტიის გამოცხადება, რაც ორჯერ განხორციელდა 1920 და 1921 წლის დასაწყისში.

დამფუძნებელი კრება ახდენდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიკაციას (კერძოდ, რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან დადებული). დამფუძნებელი კრების საგანგებო დეკრეტებით დაარსდა სამხატვრო გალერეა, ცენტრალური სამეცნიერო არქივი, ფიზიკური ობსერვატორია. დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 17 თავის და 149 მუხლისგან შედგებოდა.

1919 წლის 14-16 თებერვალს არჩეული დამფუძნებელი კრების წევრები

სოციალ-დემოკრატიული პარტია - 109 წევრი
1. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე; 55. გურული ზაქარია დავითის ძე;
2. ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე; 56. ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე;
3. ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე; 57. ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე;
4. წერეთელი ირაკლი გიორგის ძე; 58. შარაშიძე დავით გიორგის ძე;
5. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე; 59. მგელაძე ვლასა დარისპანის ძე;
6. გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე; 60. გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე;
7. ხომერიკი ნოე გიორგის ძე; 61. ტოროშელიძე მინადორა ეფრემის ასული;
8. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე; 62. სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე;
9. ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე; 63. გურჯუა ვასილ გიორგის ძე;
10. არსენიძე რაჟდენ მათეს ძე; 64. ნოდია ვასილ გიორგის ძე;
11. ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე; 65. აუშტროვი რუბენ გიორგის ძე;
12. გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე; 66. მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი;
13. მახარაძე გერასიმე თომას ძე; 67. ქუმსიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე;
14. ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე; 68. საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე;
15. ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე; 69. პანიევი კონსტანტინე აბგერის ძე;
16. შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე; 70. კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე;
17. ჯუღელი ვალერიან; 71. ბადრიძე ილია გიორგის ძე;
18. ნინიძე კირილე იესეს ძე; 72. შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული;
19. ვარდოიანცი მიკიჩ კარაპეტის ძე; 73. სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე;
20. ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე; 74. კოპალეიშვილი ილია ივანის ძე;
21. ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის ძე; 75. ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე;
22. კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე; 76. ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე;
23. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე; 77. ცინცაძე გიორგი;
24. ხოჭოლავა მუხრან-იონა მაქსიმეს ძე; 78. ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე;
25. დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე; 79. ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული;
26. ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე; 80. ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე;
27. თევზაია ბიქტორ ვასილის ძე; 81. თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე;
28. გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე; 82. ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე;
29. აბაშიძე ჰაიდარ ალიბეგის ძე; 83. ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე;
30. გერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე; 84. კიკვაძე თეოდორე გაბრიელის ძე;
31. ერაძე გიორგი პავლეს ძე; 85. კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე;
32. ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე; 86. ტატიშვილი ივანე ალექსის ძე;
33. სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე; 87. კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე;
34. გელეიშვილი პეტრე პავლეს ძე; 88. წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე;
35. ჯაფარიძე სერგეი დავითის ძე; 89. იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე;
36. ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა ელეონორა; 90. ემუხვარი არზაყან კონსტანტინეს ძე,
37. სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე; 91. გომართელი ივანე გედევანის ძე;
38. თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე; 92. ბიული პავლე იაკობის ძე;
39. ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე; 93. ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე;
40. მამედოვი ჰუსეინ გული-მამედ ოღლი; 94. კიღურაძე ლავრენტი პავლეს ძე;
41. რუსია მელიტონ ივანეს ძე; 95. გვარამაძე თავაზ-ყადირ-მამაც-გული ოღლი;
42. ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე; 96. რუხაძე ლევან პორფილეს ძე;
43. შერვაშიძე ყადირ თანბეგის ძე; 97. ახმეტელაშვილი სიკო გიორგის ძე;
44. პაშალიდი ივანე გიორგის ძე; 98. შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე;
45. ჩიხლაძე რაფიელ ალექსის ძე; 99. ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე;
46. საყვარელიძე პავლე დავითის ძე; 100. წულაია პავლე ლუკას ძე;
47. ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე; 101. ბერიშვილი პავლე აბრამის ძე;
48. ნათაძე ლევან იასონის ძე; 102. ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე;
49. გაგლოევი გიორგი ალექსის ძე; 103. კალაძე ერმალოზ თედორეს ძე;
50. ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე; 104. ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე;
51. დავარაშვილი მოსე რახამის ძე; 105. მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე;
52. ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე; 106. ფაღავა გიორგი ავქსენტის ძე;
53. ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე; 107. მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე;
54. ძველაია ბარნაბ პავლეს ძე; 108. ჟღენტი ლეონტი ალმასხანის ძე;
109. ლორია ფილიპე გლახუნის ძე.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 8 წევრი
1. ნიკოლაძე ნიკოლოზ იაკობის ძე; 5. თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე;
2. კედია სპირიდონ მალხაზის ძე; 6. მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე;
3. ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე 7. ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე;
4. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე 8. სურგულაძე პეტრე როსტომის ძე.
სოც. რევოლუციონერები - 5 წევრი
1. შენგელია ლეო ანდრიას ძე; 4. გობეჩია იოსებ პავლეს ძე;
2. ნუცუბიძე ილია დავითის ძე; 5. ნათაძე გრიგოლ იასონის ძე
3. გობეჩია ივანე პავლეს ძე;
სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია - 8 წევრი
1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე; 5.ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე;
2. რცხილაძე გრიგოლ სიმონის ძე; 6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე
3. ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე; 7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე;
4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე; 8. მდივანი სიმონ გურგენის ძე
ბონდო კუპატაძე

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები