საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საარჩევნო სუბიექტები)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
====საარჩევნო სუბიექტები====
 
====საარჩევნო სუბიექტები====
 
დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 21-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია [[ალექსანდრე ლომთათიძე|ალექსანდრე ლომთათიძის]] თავმჯდომარეობით. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა:  
 
დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 21-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია [[ალექსანდრე ლომთათიძე|ალექსანდრე ლომთათიძის]] თავმჯდომარეობით. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა:  
№1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;
+
:№1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;
№2 [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]];  
+
:№2 [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]];  
№3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია;  
+
:№3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია;  
№4 [[დაშნაკცუთიუნი|სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკცუთიუნი“]];
+
:№4 [[დაშნაკცუთიუნი|სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკცუთიუნი“]];
№5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია;  
+
:№5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია;  
№6 [[მუსულმანთა ეროვნული საბჭო|საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო]];  
+
:№6 [[მუსულმანთა ეროვნული საბჭო|საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო]];  
№7 საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია;  
+
:№7 საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია;  
№8 საქართველოს ეროვნული პარტია;  
+
:№8 საქართველოს ეროვნული პარტია;  
№9 საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია;
+
:№9 საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია;
№10 შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია;  
+
:№10 შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია;  
№11 [[დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი]];
+
:№11 [[დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი]];
№12 [[ბორჩალოს მაზრის მუსლიმთა პარტია|ბორჩალოს მაზრის მუსულმანები]];  
+
:№12 [[ბორჩალოს მაზრის მუსლიმთა პარტია|ბორჩალოს მაზრის მუსულმანები]];  
№13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;  
+
:№13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;  
№14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“;  
+
:№14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“;  
№15 [[ელინთა დემოკრატიული პარტია]].  
+
:№15 [[ელინთა დემოკრატიული პარტია]].
  
 
====1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნები====
 
====1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნები====

12:48, 12 თებერვალი 2019-ის ვერსია

დამფუძნებელი კრების არჩევნები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამ ეტაპად ჩატარდა ძირითადი არჩევნები 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგიონების უმეტეს ნაწილში. კლიმატურ-გეოგრაფიულ მიზეზთა გამო, დამფუძნებელი კრების არჩევნების გამართვა შეუძლებელი გახდა ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში, ხოლო რთული პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობის გამო არჩევნები გადაიდო ქვეყნის სამხრეთის მაზრებში. ძირითადი არჩევნები ასევე არ გამართულა სოხუმის ოლქში, სადაც ამ პერიოდისათვის აფხაზეთის ეროვნული საბჭოს არჩევნები მიმდინარეობდა და ბათუმის ოლქში, რომელსაც ინგლისის საოკუპაციო ადმინისტრაცია მართავდა.

საარჩევნო კანონმდებლობა 1918 წლის 22 ნოემბერს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ, 1919 წლის 10 იანვარს მასში ცვლილებები შევიდა. საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა და იცავდა არჩევნების პირდაპირობის, საყოველთაოობისა და თანასწორობის პრინციპებს. არჩევნების გამართვა თავდაპირველად 1919 წლის გვიან გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო თარიღზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ფაქტორმა - ვერსალში დაგეგმილმა საერთაშორისო საზავო კონფერენციამ.

სარჩევი

საარჩევნო სუბიექტები

დამფუძნებელი კრების არჩევნების ორგანიზებისათვის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 21-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა:

№1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;
№2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
№3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია;
№4 სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკცუთიუნი“;
№5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია;
№6 საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო;
№7 საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია;
№8 საქართველოს ეროვნული პარტია;
№9 საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია;
№10 შოთა რუსთაველის ჯგუფი-პარტია;
№11 დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი;
№12 ბორჩალოს მაზრის მუსულმანები;
№13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია;
№14 „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“;
№15 ელინთა დემოკრატიული პარტია.

1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნები

15 საარჩევნო სიაში 600 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 26 ქალი გახლდათ. ძირითად არჩევნებში რეგისტრირებული 831 324 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 506 815-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრების 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: №1- 109; №2 - 8 ; №3 - 5; №5 - 8

დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნები

1919 წლის აგვისტოში გაიმართა დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნები, რომელმაც გამოტოვებული მაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. დამატებით არჩევნებზე რეგისტრირებული 125 451 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 87 444-მა მიიღო. არჩევნების შედეგად კრებაში წარმოდგენილ სუბიექტებს დაემატა „დაშნაკცუთიუნი“ და საქართველოს ეროვნული პარტია. მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: №1 - 105; №2 - 7; №3 - 6; №4 - 3; №5 - 8; №8 - 1.

დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნები

1920 წლის 27, 28 და 29 მარტს გაიმართა დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნები, რომელმაც სოხუმის ოლქი და სა ქართველოს სხვადასხვა მაზრისა თუ ქალაქის ცალკეული უბნები მოიცვა. მეორე დამატებით არჩევნებში კოალიციური სახით მონაწილეობდნენ სიები №2, №7 და №11, ასევე, მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ნაციონალური პარტია. არჩევნების შედეგად საბოლოოდ დამფუძნებელ კრებაში ადგილები ამგვარად გადანაწილდა: №1 - 102; №2 - 8; №3 - 6; №4 - 3; №5 - 9; №8 - 2

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ირემაძე, ს. ჭანტურიძე, „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“, თსუ, ცესკო, IFES, 2017;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1918-21, სპეც. რედ. ვ. შარაშენიძე, 1990;
  • ზ. ცინაძე, „საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნები“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
  • უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, IV, 2011;
  • სცსა, ფ. 1834, აღწ. 1, საქ. 19.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები