საქართველოს დამფუძნებელი კრების კომისიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:29, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამფუძნებელი კრების კომისიები - დამფუძნებელი კრების სამუშაო პროცესი ძირითადად კომისიებში მიმდინარეობდა. კომისიებში მზადდებოდა საკანონმდებლო პაკეტები, მუშავდებოდა და იხვეწებოდა კანონპროექტები, რომლებიც დასამტკიცებლად გადიოდა დამფუძნებელი კრების სხდომაზე.

კომისიები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ შესაბამისი პროფილის სამინისტროებთან. მიღებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევა და მოსმენა, შესაბამისი დოკუმენტების გამოთხოვა. კომისიის მუშაობას წარმართავდნენ: თავმჯდომარე, ამხანაგი (მოადგილე) და მდივანი. კომისია გადაწყვეტილებას იღებდა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი იყო თავმჯდომარის ხმა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემის განვითარებულობაზე მიუთითებს, რომ რამდენიმე კომისიას სათავეში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი ედგა. დეპუტატების უმეტესობა 3-5 კომისიაში მუშაობდა.

დამფუძნებელ კრებაში 1919 წლის მარტში ჩამოყალიბდა 5 მუდმივმოქმედი კომისია (საკონსტიტუციო, საფინანსო-საბიუჯეტო, სარედაქციო, საბიბლიოთეკო, სამეურნეო-საგეგმო). შემდგომ გაიზარდა კომისიების რაოდენობა, დაემატა დროებითი და მცირე კომისიები. 1919 წელს აპრილში მოხდა კომისიების პრეზიდიუმების არჩევა, დაარსდა ახალი მცირე კომისიები, რომელთა მიზანი იყო ცენტრალური დაწესებულებების რევიზია. სულ დამფუძნებელ კრებაში ფუნქციონირებდა 5 მუდმივი და 18 დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

სარჩევი

საკონსტიტუციო კომისია

საკონსტიტუციო კომისია (18 წევრი): თავმჯდომარე - რაჟდენ არსენიძე (სდპ), მდივანი - გიორგი ფაღავა (სდპ), კოტე ანდრონიკაშვილი (სდპ), ლევან ნათაძე (სდპ), მელიტონ რუსია (სდპ), პავლე საყვარელიძე (სდპ), გიორგი ფაღავა (სდპ), რაფიელ ჩიხლაძე (სდპ), პავლე წულაია (სდპ), მუხრან ხოჭოლავა (სდპ), კოტე ჯაფარიძე (სდპ), გიორგი ლასხიშვილი (სფპ, შეიცვალა 19.09.1919), სამსონ დადიანი (სფპ), იოსებ ბარათაშვილი (სფპ), სპირიდონ კედია (ედპ), გიორგი გვაზავა (ედპ), ივანე გობეჩია (სრპ), ტიგრან ავეტისიანი (დაშნაკცუთიუნი).

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (27 წევრი): თავმჯდომარე - დიომიდე თოფურიძე (სდპ), თავმჯდომარის მოადგილეები: ნოე ცინცაძე (სდპ, 06.V.1919-მდე), სიმონ მდივანი (სფპ), იოსებ სალაყაია (სდპ, 0.V.1919-დან); მდივნები: სიმონ მდივანი (სფპ, 10.V.1919-მდე); გიზო ანჯაფარიძე (სდპ, დაემატა 10.V.1919-დან, შეიცვალა 27.V.1919), ერიკ ბერნშტეინი (სდპ); წევრები: გრიგოლ გიორგაძე (სდპ), ნიკოლოზ ელიავა (სდპ), იოსებ ელიგულაშვილი (სდპ, შეიცვალა 27. V.1919), იოსებ ირემაშვილი (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), ბიქტორ თევზაია (სდპ), ნიკიფორე იმნაიშვილი (სდპ), ლავრენტი კიღურაძე (სდპ), კირილე ნინიძე (სდპ), დავით ონიაშვილი (სდპ), გრიგოლ ურატაძე (სდპ), კონსტანტინე ფანიევი (სდპ, 06.V.1919-მდე), დავით შარაშიძე (სდპ), ვასილ წულაძე (სდპ), ივანე ჭავჭანიძე (სდპ), ანდრია ჭიაბრიშვილი (სდპ), გერონტი ქიქოძე (ედპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), გრიგოლ ვეშაპელი (ერ. პ.), გრიგოლ ნათაძე (სრპ, შეიცვალა 06.VI.1919), ილია ნუცუბიძე (სრპ).

მცირე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

მცირე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (6 წევრი): თავმჯდომარე - დიომიდე თოფურიძე (სდპ), გრიგოლ გიორგაძე (სდპ), ივანე ჭავჭანიძე (სდპ), იოსებ სალაყაია (სდპ), სიმონ მდივანი (სფპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ),

სამეურნეო-საგამგეო კომისია

სამეურნეო-საგამგეო კომისია (10 წევრი): თავმჯდომარე - ვასილ წულაძე (სდპ), თავმჯდომარე - ილია კოპალეიშვილი (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - ალექსანდრე ასათიანი (ედპ), თავმჯდომარის მოადგილე - ივანე გობეჩია (სრპ), მდივანი - სარდიონ თევზაძე (სდპ), წევრები: ანანია სალუქვაძე (სდპ), ივანე ტატიშვილი (სდპ), თეიმურაზ ჭელიძე (სდპ), იოსებ გედევანიშვილი (სფპ), გარეგინ ტერ-სტეფანიანი („დაშნაკცუთიუნი”).

სარედაქციო კომისია

სარედაქციო კომისია (7 წევრი): თავმჯდომარე - ივანე გომართელი (სდპ), მდივანი - გრიგოლ ნათაძე (სრპ), წევრები: რაჟდენ არსენიძე (სდპ), ანა სოლოღაშვილი (სდპ), ქრისტინე შარაშიძე (სდპ), სამსონ ფირცხალავა (სფპ), იოსებ მაჭავარიანი (ედპ).

საბიბლიოთეკო კომისია

საბიბლიოთეკო კომისია (11 წევრი): თავმჯდომარე - ექვთიმე თაყაიშვილი (ედპ), მდივანი - ანა სოლოღაშვილი (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), გაბრიელ ცისკარიშვილი (სდპ), პავლე ბიული (სდპ), ნიკიფორე იმნაიშვილი (სდპ), ლევან რუხაძე (სდპ), დავით ჩხეიძე (სდპ), ქრისტინე შარაშიძე (სდპ), შალვა ნუცუბიძე (სფპ), ილია ნუცუბიძე (სრპ, შეიცვალა 10.VI.1919), გრიგოლ ნათაძე (სრპ).

სამხედრო კომისია

სამხედრო კომისია (17 წევრი): თავმჯდომარე - კოტე ანდრონიკაშვილი (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - სიმონ მდივანი (სფპ), მდივანი - ანდრია ჭიაბრიშვილი (სდპ). წევრები: რუბენ აუშტროვი (სდპ), გრიგოლ გიორგაძე (სდპ), ზაქარია გურული (სდპ), ალექსანდრე დგებუაძე (სდპ), ვიქტორ ჟღენტი (სდპ), ანანია სალუქვაძე (სდპ), მუხრან ხოჭოლავა (სდპ), ვლადიმერ ჯიბლაძე (სდპ), სილიბისტრო ჯიბლაძე (სდპ), ვალერიან ჯუღელი (სდპ), პეტრე სურგულაძე (ედპ), გრიგოლ ვეშაპელი (ერ. პ.), იოსებ გობეჩია (სრპ, შეიცვალა 06.VI.1919), ილია ნუცუბიძე (სრპ),

ხელოვნების კომისია

ხელოვნების კომისია (12 წევრი): თავმჯდომარე - პავლე საყვარელიძე (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე და ფაქტ. თავმჯდომარე - ივანე გომართელი (სდპ), მდივანი - გერონტი ქიქოძე (ედპ), მდივანი - ექვთიმე თაყაიშვილი (ედპ), რაჟდენ არსენიძე (სდპ), ლევან ნათაძე (სდპ), გრიგოლ ურატაძე (სდპ), დავით ჩხეიძე (სდპ), ნოე ცინცაძე (სდპ, შეიცვალა 25.IV.1919), დავით შარაშიძე (სდპ), სამსონ ფირცხალავა (სფპ), ივანე გობეჩია (სრპ).

მცირე ხელოვნების კომისია

მცირე ხელოვნების კომისია (3 წევრი): თავმჯდომარე - პავლე საყვარელიძე (სდპ), ივანე გომართელი (სდპ), გერონტი ქიქოძე (ედპ).

გზათა კომისია

გზათა კომისია (13 წევრი): თავმჯდომარე - ივანე ჭავჭანიძე (სდპ), მოადგილე - მიხეილ კოვალიოვი (სდპ), მდივანი - პავლე წულაია (სდპ), გიორგი გაგლოევი (სდპ), მოსე დავარაშვილი (სდპ, შეიცვალა 10.VI.1919), გრიგოლ ურატაძე (სდპ), ერმალოზ კალაძე (სდპ), ფილიპე ლორია (სდპ), მუხრან ხოჭოლავა (სდპ, შეიცვალა 08.IV.1919), სიმონ მდივანი (სფპ, შეიცვალა 06.IV.1919) - თევდორე ღლონტი (სფპ), ნიკო ნიკოლაძე (ედპ).

მცირე გზათა კომისია

მცირე გზათა კომისია (3 წევრი): თავმჯდომარე - ივანე ჭავჭანიძე (სდპ), მიხეილ კოვალიოვი (სდპ), სიმონ მდივანი (სფპ)

იურიდიული კომისია

იურიდიული კომისია (11 წევრი): თავმჯდომარე - დავით ონიაშვილი (სდპ, შეიცვალა 06.V.1919), გრიგოლ გიორგაძე (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე და ფაქტ. თავმჯდომარე - რაჟდენ არსენიძე (სდპ), მდივანი - ივანე გობეჩია (სრპ), კირილე ნინიძე (სდპ), ვასილ ნოდია (სდპ, შეიცვალა 20.V.1919), სერგი ჯაფარიძე (სდპ), მელიტონ რუსია (სდპ), ილია ფირცხალაიშვილი (სდპ), შალვა ალექსი-მესხიშვილი (სფპ), ივანე მაჭავარიანი (ედპ).

მცირე იურიდიული კომისია

მცირე იურიდიული კომისია (3 წევრი): თავმჯდომარე - რაჟდენ არსენიძე (სდპ), წევრები: დავით ონიაშვილი (სდპ), ვასილ ნოდია (სდპ).

სამანდატო კომისია

სამანდატო კომისია (7 წევრი): თავმჯდომარე - გრიგოლ ურატაძე (სდპ), მდივანი - ივანე ჭავჭანიძე (სდპ), თევდორე კიკვაძე (სდპ), გაბრიელ ცისკარიშვილი (სდპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), იოსებ ბარათაშვილი (სფპ), გრიგოლ ნათაძე (სრპ).

სარეგლამენტო კომისია

სარეგლამენტო კომისია (7 წევრი): თავმჯდომარე - იოსებ ბარათაშვილი (სფპ), თავმჯდომარის მოადგილე - პავლე საყვარელიძე (სდპ), მდივანი - ილია ნუცუბიძე (სრპ), რაჟდენ არსენიძე (სდპ), ნიკიფორე იმნაიშვილი (სდპ), ლევან ნათაძე (სდპ), გიორგი გვაზავა (ედპ).

სახალხო განათლების კომისია

სახალხო განათლების კომისია (14 წევრი): თავმჯდომარე - ლევან ნათაძე (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - შალვა ნუცუბიძე (სფპ), მდივანი - ნიკიფორე იმნაიშვილი (სდპ), ჰაიდარ აბაშიძე (სდპ), პავლე ბიული (სდპ), მოსე დავარაშვილი (სდპ), თევდორე კიკვაძე (სდპ), ქრისტინე შარაშიძე (სდპ), ნოე ცინცაძე (სდპ, შეიცვალა 08.IV.1919), ანა სოლოღაშვილი (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), მუხრან ხოჭოლავა (სდპ), ექვთიმე თაყაიშვილი (ედპ), გრიგოლ ნათაძე (სრპ).

სახალხო ჯანმრთელობის კომისია

სახალხო ჯანმრთელობის კომისია (7 წევრი): თავმჯდომარე - ივანე გომართელი (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - მინადორა ტოროშელიძე (სდპ), მდივანი - სიმონ ახმეტელაშვილი (სდპ), ვასილ ნოდია (სდპ), ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა (სდპ), ვარლამ შერვაშიძე (სდპ), იოსებ მაჭავარიანი (ედპ).

მცირე სახალხო ჯანმრთელობის კომისია

მცირე სახალხო ჯანმრთელობის კომისია (3 წევრი): თავმჯდომარე - მინადორა ტოროშელიძე (სდპ), სიმონ ახმეტელაშვილი (სდპ), ვასილ ნოდია (სდპ).

შრომის კომისია

შრომის კომისია (18 წევრი): თავმჯდომარე - გერასიმე მახარაძე (სდპ, 30.IX.1919-მდე), თავმჯდომარის მოადგილე - ილია ბადრიძე (სდპ), მდივანი - მინადორა ტოროშელიძე (სდპ), ელისაბედ ბოლქვაძე (სდპ), იოსებ ელიგულაშვილი (სდპ, შეიცვალა 27.V.1919), ი. ბერიშვილი (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), ილია ფირცხალაიშვილი (სდპ), ბიქტორ თევზაია (სდპ, გ. მახარაძის ნაცვლად, 30.IX.1919), ფილიპე ლორია (სდპ), ანდრეი ლოსკუტოვი (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), ილია კოპალეიშვილი (სდპ), ვასილ ნოდია (სდპ), ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა (სდპ), გერასიმე შევჩუკი (სდპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), იოსებ ბარათაშვილი (სფპ), სამსონ დადიანი (სფპ), ლეონ შენგელაია (სრპ).

ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისია

ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისია (15 წევრი): თავმჯდომარე - ნიკოლოზ ელიავა (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - სამსონ ფირცხალავა (სფპ), მდივანი - გაბრიელ ცისკარიშვილი (სდპ), თავმჯდომარე - მელიტონ რუსია (სდპ), ილია კოპალეიშვილი (სდპ), დავით ონიაშვილი (სდპ), იოსებ სალაყაია (სდპ), ნიკო ქუმსიაშვილი (სდპ), ალექსანდრე ჩიქავა (სდპ), ვასილ ცაბაძე (სდპ), ივანე ჭავჭანიძე (სდპ, შეიცვალა, 16.VI.1919), კონსტანტინე ფანიევი (სდპ), სპირიდონ კედია (ედპ), ივანე გობეჩია (სრპ), ზორო ზოროიანი („დაშნაკცუთიუნი“).

აგრარული კომისია

აგრარული კომისია (20 წევრი): თავმჯდომარე - კირილე ნინიძე (სდპ), თავმჯდომარის მოადგილე - ლავრენტი კიღურაძე (სდპ, შეიცვალა 06.VI.1919), ერმალოზ სირბილაძე (სდპ, შეიცვალა 30.IX.1919), დავით ჩხეიძე (სდპ), მდივანი - ალექსანდრე ასათიანი (ედპ), პავლე ბიული (სდპ), დიმიტრი გონაშვილი (სდპ), სარდიონ თევზაძე (სდპ), ილია კოპალეიშვილი (სდპ), იოსებ მაჭავარიანი (სდპ), აპოლონ სულაქველიძე (სდპ), ივანე ტატიშვილი (სდპ), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (სდპ), რაფიელ ჩიხლაძე (სდპ, შეიცვალა 06.VI.1919), სიმონ ახმეტელაშვილი (სდპ), ვასილ ცაბაძე (სდპ), ბარნაბა ძველაია (სდპ), გრიგოლ რცხილაძე (სფპ, შეიცვალა 06.V.1919), თევდორე ღლონტი (სფპ), ლეონ შენგელაია (სრპ).

მცირე აგრარული კომისია

მცირე აგრარული კომისია (5 წევრი) (05.V.1919-დან): თავმჯდომარე - კირილე ნინიძე (სდპ), მდივანი - ალექსანდრე ასათიანი (ედპ), სარდიონ თევზაძე (სდპ), თევდორე ღლონტი (სფპ), ლეონ შენგელაია (სრპ).

გარეშე საქმეთა კომისია

გარეშე საქმეთა კომისია (9 წევრი) (06.V.1919-დან): თავმჯდომარე - სიმონ მდივანი (სფპ), თავმჯდომარის მოადგილე - გერასიმემახარაძე (სდპ), მდივანი - ივანე გობეჩია (სრპ), ნიკოლოზ ელიავა (სდპ), დიომიდე თოფურიძე (სდპ), იოსებ სალაყაია (სდპ), კოტე ჯაფარიძე (სდპ), გიორგი გვაზავა (ედპ), გრიგოლ ვეშაპელი (ერპ).

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცენტრალური საარჩევნო კომისია (9 წევრი): ივანე გობეჩია (სრპ), სარდიონ თევზაძე (სდპ), ალექსანდრე ლომთათიძე (სდპ), ვიქტორ ჟღენტი (სდპ), მელიტონ რუსია (სდპ), ანა სოლოღაშვილი (სდპ), ილია ფირცხალაიშვილი (სდპ), გრიგოლ ცინცაბაძე (სდპ), სილიბისტრო ჯიბლაძე (სდპ).

მომარაგების კომისია

მომარაგების კომისია (8 წევრი): თავმჯდომარე - ნიკოლოზ ელიავა (სდპ), აკაკი ჩხენკელი (სდპ), ვასილ ცაბაძე (სდპ), ერიკ ბერნშტეინი (სდპ), ელისაბედ ბოლქვაძე (სდპ), თევდორე ღლონტი (სფპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), ილია ნუცუბიძე (სრპ).

ტექნიკური კომისია

ტექნიკური კომისია (9 წევრი): გრიგოლ გიორგაძე (სდპ), მიხეილ კოვალიოვი (სდპ), მელიტონ რუსია (სდპ), პავლე საყვარელიძე (სდპ), გარეგინ ტერ-სტეფანიანი (დაშნაკცუთიუნი”), შალვა ქარუმიძე (ერპ), თევდორე ღლონტი (სფპ), სპირიდონ კედია (ედპ), ივანე ლორთქიფანიძე (სრპ).

საპროპაგანდო კომისია

საპროპაგანდო კომისია (7 წევრი): ილია ბადრიძე (სდპ), გრიგოლ გიორგაძე (სდპ), ივანე გომართელი (სდპ), გრიგოლ ურატაძე (სდპ), სპირიდონ კედია (ედპ), სამსონ ფირცხალავა (სფპ), ივანე გობეჩია (სრპ).

სარეკომენდაციო კომისია

სარეკომენდაციო კომისია (7 წევრი): ივანე გომართელი (სდპ), ნიკოლოზ ელიავა (სდპ), ივანე ჭავჭანიძე (სდპ), სილიბისტრო ჯიბლაძე (სდპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), იოსებ ბარათაშვილი (სფპ), ლეონ შენგელაია (სრპ)

საპენსიო კომისია

საპენსიო კომისია (9 წევრი): ზაქარია გურული (სდპ), ანა სოლოღაშვილი (სდპ), ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა (სდპ), ილია ფირცხალაიშვილი (სდპ), ალექსანდრე ასათიანი (ედპ), იოსებ ბარათაშვილი (სფპ), ივანე გობეჩია (სრპ), გრიგოლ ვეშაპელი (ერპ), გარეგინ ტერ-სტეფანიანი („დაშნაკცუთიუნი“)

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები