საქართველოს დამფუძნებელი კრების ფრაქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დამფუძნებელი კრების ფრაქციები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში შესული პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო ჯგუფები.

არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატები მოიპოვა 4-მა პოლიტიკურმა ძალამ, რომელთაც კრებაში ჩამოაყალიბეს 4 ფრაქცია:

შემდგომში, 1919 წლის აგვისტოს და 1920 წლის მაისის დამატებითი არჩევნების შედეგად, აგრეთვე შიდაპარტიული დისკუსიის პირობებში, დამფუძნებელ კრებაში ფრაქციათა რაოდენობა გაიზარდა. დამფუძნებელი კრების არსებობის მანძილზე ფუნქციონირებდა 8 ფრაქცია.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია (105, შემდეგ - 102, ბოლოს - 91 წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე - რ. არსენიძე, შემდგომ - აკაკი ჩხენკელი, მდივანი - გრ. ურატაძე);


ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია (8 წევრი, ფრაქციის ლიდერი - სპირიდონ კედია, შემდგომ - გიორგი გვაზავა);


სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია (9 წევრი, ფრაქციის ლიდერი - გიორგი ლასხიშვილი);


სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქცია (5/6 წევრი, ფრაქციის ლიდერი - ლეო შენგელაია);


ეროვნული ფრაქცია (2 წევრი, ფრაქციის ლიდერი - გრიგოლ ვეშაპელი. წევრი - შალვა ქარუმიძე);


ფრაქცია „დაშნაკცუთიუნი“ (3 წევრი, ფრაქციის ლიდერი - დავით დავითხანიანი, შემდეგ - ზორი ზოროიანი, წევრები - გ.ტერ-სტეფანიანი, ტ. ავეტისიანი).


1921 წლის 11 თებერვალს სოციალ-დემოკრატებს გამოეყო ფრაქცია „სხივი“ (ფრაქციის ლიდერი - გრიგოლ გიორგაძე, წევრები: ნიკიფორე იმნაიშვილი, კირილე ნინიძე, მუხრან ხოჭოლავა, აპოლონ სულაქველიძე, ერმალოზ კალაძე, ილია კოპალეიშვილი, პავლე საყვარელიძე, ილია ფირცხალაიშვილი, თეიმურაზ ჭელიძე). ფრაქციის სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან გამოყოფის მთავარ მიზეზად „სხიველები“ ასახელებდნენ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვას, შიდაპარტიული დემოკრატიის შესუსტებას, წარუმატებელ პოლიტიკურ კურსს.


1921 წლის 11 თებერვალს დამფუძნებელი კრების მემარჯვენე დეპუტატების გაერთიანებით ჩამოყალიბდა დემოკრატიული ფრაქცია (10 წევრი).


ფრაქციის გარეშე დამოუკიდებელი დეპუტატი 1919 წლის მაისიდან იყო გერონტი ქიქოძე.

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები