საქართველოს დაცული ტერიტორიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ნაციონალური ეროვნული პარკი)
(აღკვეთილი)
 
ხაზი 97: ხაზი 97:
  
 
* აჯამეთის აღკვეთილი
 
* აჯამეთის აღკვეთილი
* ბუღდაშენის აღკვეთილი
+
* [[ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი|ბუღდაშენის აღკვეთილი]]
 
* გარდაბნის აღკვეთილი
 
* გარდაბნის აღკვეთილი
 
* თეთრობის აღკვეთილი
 
* თეთრობის აღკვეთილი

მიმდინარე ცვლილება 13:35, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

საქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს ტარიტორიაზე პირველი ოფიციალური ნაკრძალი კახეთში 1912 წელს შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა.

1996 წელს საქართველოს პარლამენტმა, მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”. რომელმაც შექმნა იურიდიულ საფუძველს დაცული ტერიტორიების დასაარსებლად.

დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი. სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 512.123 ჰექტარს უდრის. აქედან ხმელეთს უჭირავს 49 837 971 ჰექტარი, ხოლო ზღვას - 15 743 ჰექტარი.

სარჩევი

[რედაქტირება] სახელმწიფო ნაკრძალი

სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორიების ძირითდი კატეგორიაა, რომლის საზღვრებშიც ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვისა და მათი მეცნიერული შესწავლის მიზნით აკრძალულია ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა. დღეს საქართველოში 14 ნაკრძალი ფუნქციონირებს, რომელთა საერთო ფართობი 141 473 ჰექტარია.

  • ბაწარის სახემწიფო ნაკრძალი;
  • ბაბანეურის სახემწიფო ნაკრძალი;
  • ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • ბორჯომის სახელმიფო ნაკრძალი;
  • ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • რიწის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი;
  • ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

[რედაქტირება] ნაციონალური ეროვნული პარკი

საქართველოში პირველი ეროვნული პარკი 1973 წელს შეიქმნა (თბილისის ეროვნული პარკი).

ნაციონალური პარკი იქმნება ბუნების უნიკალური ადგილების შენარჩუნებისათვის, სამეურნეო და საგანმანათლებლო მიზნებისათვის. საქართველოს ეროვნული პარლების საერთო ფართობი 27 024 083 ჰექტარია. საქართველოში განსხვავებული მახასიათებლების მიხედვით გამოყოფილია რამდენიმე ეროვნული პარკი;

  • მცირე კავკასიონისათვის დამახასიათებელი ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი;
  • საგურამოს ქედზე არსებული ფართოფოთლოვანი ტყეები - თბილისის ეროვნული პარკი;
  • მაღალმთიანი აჭარის კოლხური ტყეების ბიომრავალფეროვნება - მტირალას ეროვნული პარკი;
  • კოლხეთის ჭრბტენიანი ეკოსისტემები - კოლხეთის ეროვნული პარკი;
  • მთისა და მაღალმთის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება - თუშეთის ეროვნული პარკი;
  • არიდული და სემიარიდული ეკოსისტემები - ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
  • აღმოსავლეთის ნაძვის გავრცელების უკიდურესი სამხრეთი არეალი - ალგეთის ეროვნული პარკი;
  • მაღალი მთის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება - ყაზბეგის ეროვნული პარკი;
  • მთის ჭარბტენიანი ეკოსისტემები - ჯავახეთის ეროვნული პარკი.
  • კოლხური ტყეების ეკოსისტემი - მაჭახელას ეროვნული პარკი

[რედაქტირება] ბუნების ძეგლები

ბუნების ძეგლები იქმნება მნიშვნელოვანი ბუნების ობიექტების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ეს არის შედარებით პატარა ზომის ტერიტორიები, რომელთაც განსაკუთრებული ფასეულობა ან თავისებურება აქვთ (ეს შეიძლება იყოს მღვიმე, ხეობა, მდინარის დელტა, ტყის კორომი და სხვა).

2014 წლის მდგომარეობით საქართველოს ბუნების ძეგლების საერთო ფართობი არის 2257,74 ჰა.

  • აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
  • ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
  • არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
  • ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
  • ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
  • ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
  • გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
  • დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
  • დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
  • თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
  • იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი
  • მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  • მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
  • მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  • ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი
  • ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  • ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები
  • ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
  • პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი
  • როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
  • საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
  • სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
  • საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
  • სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
  • სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
  • ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
  • ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
  • ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
  • წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი
  • ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
  • ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
  • ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

[რედაქტირება] აღკვეთილი

საქართველოში პირველი სამონადირეო მეურნეობა 1957 წელს გარდაბნის რაიონში დაარსდა. 1996 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა. აღკვეთილი იქმნება ცხოველთა და მცენარეთა უნიკალური სახეობების დაცვის მიზნით ასეთ დაცულ ტერიტორიაზე ნებადართულია ადამიანის ჩარევა ცხოველების ან მცენარეების სახეობების აღდგენის მიზნით.

დღესდღეობით საქართველოში 18 აღკვეთილია და მათი საერთო ფართობი 66,449 ათას ჰა-ს შეადგენს.

  • აჯამეთის აღკვეთილი
  • ბუღდაშენის აღკვეთილი
  • გარდაბნის აღკვეთილი
  • თეთრობის აღკვეთილი
  • ილტოს აღკვეთილი
  • იორის აღკვეთილი
  • კარწახის აღკვეთილი
  • კაცობურის აღკვეთილი
  • ლაგოდეხის აღკვეთილი
  • მადატაფას აღკვეთილი
  • ნეძვის აღკვეთილი
  • სათაფლიას აღკვეთილი
  • სულდის აღკვეთილი
  • ქობულეთის აღკვეთილი
  • ყორუღის აღკვეთილი
  • ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი
  • ჭაჭუნას აღკვეთილი
  • ხანჩალის აღკვეთილი

[რედაქტირება] დაცული ლანდშაფტი

დაცული ლანდშაფტი - იქმნება ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანაარსებობის, დასვენებისა და ტურიზმის განვითრების, ხელშეწყობისა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და მოსახლეობის ცხოვრების ტრადიციული წესების დაცვის მიზნით.

საქართველოში პირველი დაცული ლანდშაფტი - „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ შეიქმნა 2003 წელს (31,518 ათასი ჰა), 2009 წელს კი დაარსდა „კინტრიშის დაცული ლანდშაფტი“ (3,190 ათასი ჰა).

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

მარავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და (ან) აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობას, ნადირობის, თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის გავრცელებას, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებობეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.

დღესდღეობით საქართველოში მრავალმხრივი გამოეყენების ტერიტორია არ არსებობს.


[რედაქტირება] წყარო

  • საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების ატლასი
  • საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები