საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული დაყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918 წლის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად:

1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს:

  • აფხაზეთმა (სოხუმის ოლქი),
  • სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და
  • ზაქათალის ოლქმა.

შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში - ოლქის კომისარი, მაზრაში - მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი - სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია.

1918 ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა.

ბონდო კუპატაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები