საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(პირველი კოალიციური დროებითი მთავრობა)
(მესამე სოციალ-დემოკრატიული მთავრობა)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
უფრო გაზარდა. მას მიენიჭა ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს პირველი პირის სტატუსი (პრეზიდენტის უფლებამოსილებით). ოპოზიციის ნაწილი (ესერები და ფედერალისტები) მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ამგვარ გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა. კრებამ მთავრობის თავმჯდომარეობა დაავალა ნოე ჟორდანიას. მასვე ერთპიროვნულად დაეკისრა მთავრობის დაკომპლექტება. ახალი მთავრობა კაბინეტის ოპტიმიზაციის შედეგად, სამინისტროთა გაერთიანების კურსით ჩამოყალიბდა.  
 
უფრო გაზარდა. მას მიენიჭა ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს პირველი პირის სტატუსი (პრეზიდენტის უფლებამოსილებით). ოპოზიციის ნაწილი (ესერები და ფედერალისტები) მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ამგვარ გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა. კრებამ მთავრობის თავმჯდომარეობა დაავალა ნოე ჟორდანიას. მასვე ერთპიროვნულად დაეკისრა მთავრობის დაკომპლექტება. ახალი მთავრობა კაბინეტის ოპტიმიზაციის შედეგად, სამინისტროთა გაერთიანების კურსით ჩამოყალიბდა.  
  
1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მესამე ერთპარტიული მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:  ნოე ჟორდანია (მთავრობის თავმჯდომარე); ევგენი გეგეჭკორი (საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი),  ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა, სახალხო განათლების, სამხედრო მინისტრი), ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი),  [[კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე|კონსტანტინე კანდელაკი]] (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი).  1919 წლის ბოლოს მთავრობის წევრად [[გიორგი ერაძე]] (შრომის და მომარაგების მინისტრად) დაინიშნა. 1920 წლის იანვარში სამხედრო მინისტრი გახდა [[გრიგოლ ლორთქიფანიძე]], იუსტიციის მინისტრი კი - [[რაჟდენ არსენიძე]]. 1920 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. განათლების მინისტრის პოსტი დიაკავა გრიგოლ ლორთქიფანძემ, თავდაცვის მინისტრი გახდა ნოე რამიშვილის ყოფილი მოადგილე [[ჭიჭინაძე პარმენ|ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე]], ხოლო მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა დავით ონიაშვილი.
+
1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მესამე ერთპარტიული მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:  [[ნოე ჟორდანია]] (მთავრობის თავმჯდომარე); [[ევგენი გეგეჭკორი]] (საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი),  [[ნოე რამიშვილი]] (შინაგან საქმეთა, სახალხო განათლების, სამხედრო მინისტრი), [[ნოე ხომერიკი]] (მიწათმოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი),  [[კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე|კონსტანტინე კანდელაკი]] (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი).  1919 წლის ბოლოს მთავრობის წევრად [[გიორგი ერაძე]] (შრომის და მომარაგების მინისტრად) დაინიშნა. 1920 წლის იანვარში სამხედრო მინისტრი გახდა [[გრიგოლ ლორთქიფანიძე]], იუსტიციის მინისტრი კი - [[რაჟდენ არსენიძე]]. 1920 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. განათლების მინისტრის პოსტი დიაკავა [[გრიგოლ ლორთქიფანიძე]]მ, თავდაცვის მინისტრი გახდა ნოე რამიშვილის ყოფილი მოადგილე [[ჭიჭინაძე პარმენ|ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე]], ხოლო მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა [[დავით ონიაშვილი]].
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ბონდო კუპატაძე
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ბონდო კუპატაძე
  

10:47, 21 თებერვალი 2019-ის ვერსია

მთავრობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - არსებობის მანძილზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა 3 მთავრობა.

სარჩევი

პირველი კოალიციური დროებითი მთავრობა

პირველი კოალიციური დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 მაისს და იარსება 24 ივნისამდე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა ეროვნული საბჭოს აღმასკომის მიერ მოწონებული და ფრაქციებთან შეთანხმებული შემდეგი შემადგენლობით:

მეორე მთავრობა

მეორე მთავრობაში, პირველთან შედარებით, ორი ცვლილება განხორციელდა. 1918 წლის 24 ივნისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო 1918 წლის შემოდგომაზე საგარეო საქმეთა მინისტრად (აკაკი ჩხენკელის ნაცვლად) ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა. მეორე მთავრობა არსებობდა 9 თვის მანძილზე, 1919 წლის მარტამდე.

მესამე სოციალ-დემოკრატიული მთავრობა

მესამე ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა შედგა დამფუძნებელი კრების არჩევის შემდგომ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში დამფუძნებელმა კრებამ მესამე მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება უფრო გაზარდა. მას მიენიჭა ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს პირველი პირის სტატუსი (პრეზიდენტის უფლებამოსილებით). ოპოზიციის ნაწილი (ესერები და ფედერალისტები) მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ამგვარ გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა. კრებამ მთავრობის თავმჯდომარეობა დაავალა ნოე ჟორდანიას. მასვე ერთპიროვნულად დაეკისრა მთავრობის დაკომპლექტება. ახალი მთავრობა კაბინეტის ოპტიმიზაციის შედეგად, სამინისტროთა გაერთიანების კურსით ჩამოყალიბდა.

1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მესამე ერთპარტიული მთავრობა შემდეგი შემადგენლობით: ნოე ჟორდანია (მთავრობის თავმჯდომარე); ევგენი გეგეჭკორი (საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი), ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა, სახალხო განათლების, სამხედრო მინისტრი), ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი), კონსტანტინე კანდელაკი (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი). 1919 წლის ბოლოს მთავრობის წევრად გიორგი ერაძე (შრომის და მომარაგების მინისტრად) დაინიშნა. 1920 წლის იანვარში სამხედრო მინისტრი გახდა გრიგოლ ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრი კი - რაჟდენ არსენიძე. 1920 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. განათლების მინისტრის პოსტი დიაკავა გრიგოლ ლორთქიფანიძემ, თავდაცვის მინისტრი გახდა ნოე რამიშვილის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე, ხოლო მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა დავით ონიაშვილი.

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები