საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სოციალ-ფედრალისტთ პარტია)
(სოციალ-ფედრალისტთ პარტია)
ხაზი 59: ხაზი 59:
 
* [[ფირცხალავა სამსონ|სამსონ ფირცხალავა]]
 
* [[ფირცხალავა სამსონ|სამსონ ფირცხალავა]]
 
* შალვა მესხიშვილი
 
* შალვა მესხიშვილი
* იოსებ გედევანიშვილი
+
* [[გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე|იოსებ გედევანიშვილი]]
  
 
'''კანდიდატი:'''
 
'''კანდიდატი:'''

20:08, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და მიმდინარეობათა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

ინტერპარტიული საბჭო იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც პოლიტიკური პარტებისა და მიმდინარეობის წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და საჯაროდ დაიწყეს მსჯელობა საქართველოს ბედზე.

სარჩევი

შექმნის ისტორია

ინტერპარტიული კრება

1917 წლის აპრილში მოწვეულ იქნა ინტერპარტიული კრება, რომელსაც იმჟამად საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდა. კრებას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. კრებამ განიხილა საქართველოს პარტიებს შორის შეთანხმების შესაძლებლობის საკითხი. შეთანხმება შესაძლებლად იქნა აღიარებული ეროვნული საქმეების სფეროში.

ინეტრპარტიული კრების მესამე 1919 წლის 3 აგვისტოს შეკრებაზე დადგა საკითხი საერთო ეროვნული პოლიტიკური ორგანოს დაარსების აუცილებლობის შესახებ. კრების მონაწილეთა აზრით, ამ ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას უნდა დაფუძნებოდა.

ბიუროს დამფუძნებელი კრება

1917 წლის 12 აგვისტოს, მოწვეულ იქნა საქართველოს ინტერპარტიული საინფორმაციო ბიუროს დამფუძნებელი კრება.

კრებას დაესწრნენ ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, პ. საყვარელიძე, კ. მესხი, ს. კედია, გ. გვაზავა, დ. ვაჩნაძე, გ. ვეშაპელი, გ. რცხილაძე, ა. პაპავა, ა. ჯაჯანაშვილი და მ. საყვარელიძე. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟორდანია, მდივნად - პ. საყვარელიძე.

კრების გადაწყვეტილებით ინტერპარტიულ ეროვნულ ბიუროში მონაწილეობის უფლება მიეცა 5 პოლიტიკურ პარტიას: სოციალ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-რევოლუციონერებს და ბოლშევიკებს. ბიუროს შემადგენლობა წარმოადგენილი პარტიების ხუთ-ხუთ წევრით განისაზღვრა.

ქართველი ერის ინტერპარტიულ ბიუროს ჰყავდა აღმასრულებელი ორგანო - პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში თითო პარტიიდან თითო წევრი შედიოდა.

ბიუროს უფლებამოსილებანი

„ქართველი ერის ინტერპარტიული ბიურო დაარსებულია ქართველი ხალხის ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-საზოგადოებრივ საჭიროებათა გასაძღოლათ და დასაკმაყოფილებლად. ერის ყველა მთავარ საჭირბოროტო საკითხებს არკვევს და სწყვეტს ინტერპარტიული ბიურო. მისი დადგენილებანი სისრულეში მოყავს პრეზიდიუმს.

პრეზიდიუმში შეთანხმება სადაო საკითხებში არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებად. იქ დასმული სადაო კითხვები პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით და დასკვნით გადაეცემა პლენუმს განსახილველად.

თვით ქართველთა ინტერპარტიულ ბიუროში (პლენუმში) შეთანხმება ნიშნავს საქართველოს ინტერპარტიულ შეთანხმებას. პლენუმის შეთანხმებული დადგენილება ამა თუ იმ საკითხზე ასასრულებელი და სავალდებულოა ქართ. ინტერპარტიული ბიუროს ყველა შემადგენელ დაწესებულებათათვის.

ქართ. ინტერპარტიულ ბიუროს და მის პრეზიდიუმს ჰყავს მუდმივი თავმჯდომარე და მდივანი“.(საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო დოკუმენტები და მასალები)

ინტერპარტიული ბიუროს შემადგენლობა

ნაციონალ-დემოკრატიული პარტია

წევრები:

კანდიდატები:

პრეზიდიუმის წევრი:

  • სპირიდონ კედია

პრეზიდიუმის კანდიდატი:

სოციალ-ფედრალისტთ პარტია

წევრები:

კანდიდატი:

  • ქრისტეფორე რაჭველიშვილი

პრეზიდიუმის წევრი:

  • გიორგი ლასხიშვილი

კანდიდატი:

  • გრიგოლ რცხილაძე
სოც.- რევოლუციონერთა პარტია

წევრები:

  • გრიგოლ ნათაძე
  • კონსტანტინე მესხი
  • ივანე ჩერქეზიშვილი
  • ანდრია დგებუაძე
  • დავით კაჩაური

პრეზიდიუმის წევრი:

  • კონსტანტინე მესხი

კანდიდატი:

  • ივანე ჩერქეზიშვილი
სოც.-დემოკრატიული პარტია (საოლქო კომიტეტი)

წევრები:

პრეზიდიუმის წევრი:

  • აკაკი ჩხენკელი

კანდიდატი:

  • ნიკოლოზ ქარცივაძე
რ.ს.დ.მ. პარტია (ბოლშევიკები)

ბოლშევიკებს წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ (საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო დოკუმენტები და მასალები)

ინტერპარტიული საბჭო

1917 წლის 21 აგვისტოს ინტერპარტიულ საინფორმაციო ბიუროს სახელი შეეცვალა და ეწოდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტილი საბჭო, ხოლო ბიუროს პრეზიდიუმს - აღმასრულებელი კომიტეტი.

ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე (1917 წლის 28 აგვისტო) გადაწყდა გაზრდილიყო ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობა. თითოეულ პარტიას საბჭოში ხუთის ნაცვლად ათი მუდმივი წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდა.

ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობა

აღმასრულებელი კომიტეტი

  • ა. ჩხენკელი
  • ნ. ჟორდანია
  • გ. ლასხიშვილი
  • გ. რცხილაძე
  • გ. გვაზავა
  • ნ. ქარცივაძე
  • პ. საყვარელიძე.

ინერპარტიულ საბჭოში განხილული საკითხები

"ეროვნულ საკითხში შეთანხმაბა"

ინტერპარტიული კრების უმთავრესი თემას „ეროვნულ საკითხში შეთანხმაბა“ წარმოადგენდა. საკითხი ორ ნაწილად გაიყო:

  • საქართველოს ტერიტორია და
  • ეროვნული სეიმის კომპეტენცია.

ტერიტორიის საკითხზე შეთანხმებას პარტიებმა პირველივე კრებაზე მიაღწიეს. ზოგადად განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, საქართველოს ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო: უდაო ტერიტორიებად და სადავო ტერიტორიებად. სადავო ტერიტორია კრებამ ასე განსაზღვა: „პერიფერიებია, განაპირა რაიონებია, სადაც უმრავლესობას ქართველობა არ შეადგენს, ან ხალხის სურვილი არ ვიცით, საით მოისურვებს წასვლას”. კრებამ სადავო ტერიტორიის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმი აირჩია.

„ინტერპარტიულ საბჭოში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი არ დასმულა. ეროვნულ-დემოკრატების აზრით, თუ რუსეთი ფედერაციული სახელმწიფო იქნებოდა, საქართველოს უნდა მიეღო ფედერაციული ერთეულის სტატუსი; თუ რუსეთი უნიტარული რესპუბლიკა იქნებოდა, საქართველოს უნდა მოეთხოვა ფართო ეროვნული ავტონომია საკუთრი პრეზიდენტით. სოციალ-დემოკრატები უარყოფდნენ როგორც ფედერაციას, ისე ავტონომიის იდეას და მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონოდა ფართო ადგილობრივი ეროვნული თვითმართველობა, მაგრამ არა უშუალოდ რუსეთის სახლმწიფოს შემადგენლობაში, რომელიც, თავისთავად, რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი იქნებოდა“. (ზ. გერგედავა-ჭელიძე, აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობა)

ქართული ჯარის ნაციონალიზაცია

ინტერპარტიული ბოუროს 1917 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე განიხილეს საკითხი ქართული ჯარის ნაციონალიზაციის შესახებ. გადაწყდა: "მოხდეს ქართული ჯარის ნაციონალიზაცია, დაარსდეს ქართული პოლკები. ამისათვის შუამდგომლობა აღიძრა კავკასიის ჯარის საოლქო ცენტრში და უმაღლესი მთვრობის წინაშე".(საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. დოკუმენტები და მასალები)

ქართული უნივერსიტეტის დაარსება

ინტერპარტიული საბჭოს 1917 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე პროფესორმა ივ. ჯავახიშვილმა დასვა საკითხი ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. კრებამ ერთხმად (ერთის ხმის გამოკლებით - გ. ვეშაპელი თავს იკავებს) გადაწყვიტა: "საქ. ერ. ინტ, საბჭომ ყოველი ღონე იხმაროს, რათა 1918 წლის იანვრიდან ქართული უნივერსიტეტი დაარსდეს თბილისში, თუ ამის წინააღმდეგ ნამეტანი დამაპრკოლებელი მიზეზები არ გამოჩნდა.

ქართული დრამატული საზიგადოების წარმომადგენელმა შ. დადიანმა და ქართულ უნივერსიტეტის დამაარსებელ საზოგადოების წარმომადგენელმა ი. ჯავახიშვილმა ქართულ თეატრისა და უნივერსიტეტის ფონდის გასაძლიერებლად საუკეთესო საშულაბად მიიჩნიეს "ხუთ მილიონიანი მომგებიანი ლოტორეის გამართვა" და ამ საბჭოსგან ამ საქმეში დახმარება მოითხოვეს. კრებამ ერთხმად მოიწონა წინადადება აღმასრულებელ კომიტეტს დაავალა საკითხის მოკლე ხანში განხილვა. 21 ოქტომბრის სხდომაზე ლატარეის მოწყობის საკითხი მიენდო გ. გვაზავას ამიერ-კავკასიის ბანკის გამგეობასთან ერთად. (საქ. ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომის დღიური 1917 წლის 19 ოქტომბერი და 21 ოქტომბერი)

მოკავშირე სახელმწიფოს კონსულთა წინადადება

16 სექტემბრის სხდომაზე ვარლამ ჩერქეზიშვილმა ინტერპარტიულ საბჭოში წაიკითხა მოხსენება მოკავშირეთა სახელმწიფოს კონსულთა წინადადების შესახებ. „კონსულების სიტყვით, მოკავშირე სახელმწიფოები მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართველ ერის ეროვნულ მისწრაფებათ, ოღონდ ამისათვის იგინი საჭიროდ სთვლიან, რომ საქ. ეროვ. ინტერპ. საბჭომ უფრო გარკვეული ნაბიჯები გადასდგას ამ მხრივ, მაგალითად - მანიფესტაციის მოხდენა, სათანადო დეკლარაცია და სხვა.“

ინტერპარტიულმა საბჭომ დაადასტურა თავისი წინანდელი გადაწყვეტილება, „რომ ის არავითარ დიპლომატიურ მოლაპარაკებას არ გამართავს უცხო სახელმწიფოთ წარმომადგენლებთან, ვინაიდან საბჭო სთვლის ასეთნაირ გამოსვლას არალოიალურ ნაბიჯად რუსეთის მიმართ. მიენდოს გ. გვაზავას და ი. ჩერქეზიშვილს ამ პასუხის გაცემა“. (საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომის დღიური 1917 წლის 16 ენკენისთვე)

ეროვნული ბეღლის შექმნა

ინტერპარტიული საბჭოს 1917 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე დაისვა საკითხი ეროვნული ბეღლის შექმნის შესახებ. გადაწყდა: "მოწვეულ იქმნენ პროექტის შემდგენელნი 23 ენკენისთვის კრებაზე, რათა განუმარტონ ერ. ინტერპ. საბჭოს მისაღები პრაქტიკული ნაბიჯები ეროვნული ბეღლის განსახორციელებლად. (საქ. ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომის დღიური 1917 წლის 16 ენკენისთვე)

ჟორდანიას განცხადება სოციალ-დემოკრატების ინტერპარტიული საბჭოდან გასვლის შესახებ

რ.ს.დ.მ.პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სახელით ინტერპარტიული საბჭოს 1917 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე ნ. ჟორდანია აკეთებს განცხადებას სოციალ-დემოკრატების საბჭოდან გასვლის შესახებ. "ვინაიდან ზოგიერთი პარტიები, სახელდობრ: ესერები და ეს-ფერები, რომლებიც საბჭოში შემოდიან, საბჭოს ხმარობენ პარტიული ბრძოლის იარაღად სოც.-დემოკრატების წინააღმდეგ და ამით არღვევენ შეთანხმების პრინციპს; კრებამ ერთხმად დაადგინა, რომ "1. სასურველია, რომ სოც.-დემოკრატიული დელეგაცია (მენშევიკები) დარჩეს ინტერპარტიულ საბჭოში.2. ყოველი დადგენილება მხოლოდ მაშინ რჩება ძალაში, თუ ის მიღებულია ერთხმად, ყველა პარტიათა დელეგაციის მიერ. 3. მიეწეროს ყველა საბჭოში მონაწილე პარტიას ცენტრალურ და პროვინციულ ორგანოებს, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ საბჭოს არსებობა პარტიულ მიზნებისთვის. (საქ. ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომის დღიური 1917 წლის 15 ოქტომბერი)

საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევის საკითხი

საქართველოს ეროვნულმა ინტერპარტიულმა საბჭომ 1917 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - "მოიწვიოს 19 ნოემბრისთვის ეროვნული ყრილობა საქართველოს ყველა პარტიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-ეკონომიურ დაწესებულებათა წარმომადგენელთა სახელით თავადაზნაურთა ქონების ჩასაბარებლად და მოსავლელად და სხვა მიმდინარე საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად".(საქ. ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომის დღიური 1917 წლის 3 ნოემბერი) საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს უმნიშვნელოვანესი დამსახურება იყო.

იხილეთ აგრეთვე

საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს 1917 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმი

წყარო

ვადაჭკორია, შოთა. პოლიტიკური პარტიები და საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა (1917) [რედ.: ფრ. სიხარულიძე]; საქ. მეცნ. აკადემია. - თბ., 1998 (ს/ს „პირველი სტამბა“). - 88გვ.; 20სმ.

გერგედავა-ჭელიძე, ზაირა. აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური მსოფლმხედველობის ევოლუცია (1898-1917) / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2002. - 88გვ. ; 20სმ.. - ISBN 99940-13-72-6 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18372]

საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო (1917 წლის აპრილი-ნოემბერი): დოკუმენტები და მასალები / გამოსაც. მოამზადა... ზაირა გერგედავა-ჭელიძემ; [რედ.: ვახტანგ გურული]. - თბ.: მერიდიანი, 1999. - 132გვ.; 24სმ.. - ISBN 99928-22-78-3

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები