საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 11 აპრილი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

ემციკლოპედია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია”

მომზადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

ენციკლოპედიის შედგენისას ავტორები და რედაქცია ეყრდნობოდნენ ქართულ ენციკლოპედიურ გამოცემებს, მათ შორის 2007 წელს გამოცემულ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიურ ლექსიკონს” (რედაქტორები ე. გაბიძაშვილი, ე. კოჭლამაზაშვილი) და უახლეს სამეცნიერო და საცნობარო ლიტერატურას. ენციკლოპედია შედგენილია ანბანური რიგით. მასში შესულია საქართველოს ეკლესიის წარსულსა და დღევანდელობასთან დაკავშირებული ყველა სფერო - ეპარქიები, პერსონალია, ხუროთმოძღვრული ძეგლები, მონუმენტური ფერწერა, ხატწერა, ქართული და ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული, ლიტურგიული, ჰიმნოგრაფიული ძეგლები, ჭედური ხელოვნების, ნაქარგობის ძირითადი ნუმუშები, მინიატურა, ხელნაწერები, მონასტრები, სიწმინდეები და ა. შ. (ენციკლოპედია არ შეიცავს ტერმინოლოგიური ხასიათის ინფორმაციას).

ენციკლოპედიის პირველი ტომის შედგენაზე მუშაობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თბილისის სასულიერო აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლები.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია / მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე ; სარედაქციო კოლეგია : ქეთევან აბაშიძე, გიორგი ანდრიაძე, ელდარ ბუბულაშვილი [და სხვ.] ; ფოტომასალა: დ. ახვლედიანი, გ. გაგოშიძე, ი. გივიაშვილი [და სხვ]. ; ეპარქიების რუკები: მ. სულხანიშვილი, ანანია (ჯაფარიძე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები