საქართველოს სახალხო უნივერსიტეტები (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახალხო უნივერსიტეტები - სახალხო უნივერსიტეტები საქართველოში უკვე XX ს-ის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა. პირველი სახალხო უნივერსიტეტი, ალექსანდრე გარსევანიშვილის ხელმძღვანელობით, ქუთაისში გაიხსნა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. სახალხო უნივერსიტეტები იყო: თბილისში, ქუთაისში, გორში, ჭიათურაში, ხონში, ფოთში, თელავში და სხვ. სულ ასეთი 12 უნივერსიტეტი არსებობდა. აქ საინტერესო ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, მწერლები, სპეციალისტები. სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებად ეწერებოდა მრავალი მსურველი.

დამოუკიდებლობის წლებში სახალხო უნივერსიტეტების გახსნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ის უკვე სოფლებშიც იხსნებოდა. მაგ., თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, სოფელ ფშაველში, სადაც ითხოვდნენ ისიდორე რამიშვილის ლექციას და უნივერსიტეტისთვის მისი სახელის მინიჭებას. 1920 წელს დაიწყო არსებული უნივერსიტეტების რეორგანიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით. სარეორგანიზაციოდ აირჩა სპეციალური კომიტეტი. მთავრობას უჭირდა ამ დაწესებულებების დაფინანსება, ამიტომ მას ხალხი ეხმარებოდა. ამგვარი უნივერსიტეტების როლზე საუბრობდა პუბლიცისტი ივანე როსტომაშვილი გაზეთის სპეციალურ რუბრიკაში „სახალხო სკოლა და სახალხო უნივერსიტეტი“. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერტურა

  • სცსა, ფ. 1935, საქ. 13;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №227.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები