საქართველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სპორტი)
(სპორტი)
ხაზი 163: ხაზი 163:
 
სისტემა. ფართოდ დაინერგა სპორტული ვარჯიშები, რომელიც აღზრდის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმართებოდა კომპლექსური შეჯიბრებები. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ენციკლოპედიური ხასიათის ლექსიკონში "სიტყვის კონა" განმარტებულია 800-ზე მეტი სპორტული ტერმინი, აღწერილია საბრძოლო და სპორტული სახეობის 20-ზე მეტი [[ისარი]].
 
სისტემა. ფართოდ დაინერგა სპორტული ვარჯიშები, რომელიც აღზრდის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმართებოდა კომპლექსური შეჯიბრებები. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ენციკლოპედიური ხასიათის ლექსიკონში "სიტყვის კონა" განმარტებულია 800-ზე მეტი სპორტული ტერმინი, აღწერილია საბრძოლო და სპორტული სახეობის 20-ზე მეტი [[ისარი]].
  
XIX საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული იყო ჭიდაობა, [[კრივი]], [[ცურვა]], [[ჯირითი]], მარულა, თარჩია. აღსანიშნავია გურიიდან „[[კაზაკები|კაზაკების]]“ სახელით ქართველი ცხენოსნების ტრიუმფული გამოსვლები [[ამერიკა|ამერიკაში]] XX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელებას იწყებს სპორტის კლასიკური სახეობები (რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სპორტულმა საზოგადოებამ "შევარდენმა"): [[ველოსპორტი]], ფეხბურთი, ალპინიზმი, ჩოგბურთი, კალათბურთი და სხვა.
+
XIX საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული იყო ჭიდაობა, [[კრივი]], [[ცურვა]], [[ჯირითი]], მარულა, თარჩია. აღსანიშნავია გურიიდან „[[კაზაკები|კაზაკების]]“ სახელით ქართველი ცხენოსნების ტრიუმფული გამოსვლები [[ამერიკა|ამერიკაში]] XX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელებას იწყებს სპორტის კლასიკური სახეობები (რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სპორტულმა საზოგადოებამ "შევარდენმა"): [[ველოსპორტი]], ფეხბურთი, ალპინიზმი, ჩოგბურთი, [[კალათბურთი]] და სხვა.
  
 
XX საუკუნის II ნახევრიდან იქმნება ქართული საჭადრაკო სკოლა; ქართველი მოჭადრაკე ქალები 30 წელი ინარჩუნებდნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს (1962-78 წლებში ნონა გაფრინდაშვილი, 1978-91 წლებში მაია ჩიბურდანიძე); ქართველი მოჭადრაკე ქალები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 1992, 1994, 1996,
 
XX საუკუნის II ნახევრიდან იქმნება ქართული საჭადრაკო სკოლა; ქართველი მოჭადრაკე ქალები 30 წელი ინარჩუნებდნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს (1962-78 წლებში ნონა გაფრინდაშვილი, 1978-91 წლებში მაია ჩიბურდანიძე); ქართველი მოჭადრაკე ქალები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 1992, 1994, 1996,

14:26, 20 აპრილი 2021-ის ვერსია

საქართველო — (Georgia) სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სახელმწიფო მმართველობის ტიპი - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ქვეყნის დედაქალაქია - თბილისი. ოფიციალური ენა - ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური. ვალუტა - ლარი (GEL). დროის სარტყელი UTC+4. ქვეყნის კოდი - GEO. Internet TLD - .ge. სატელეფონო კოდი - 995

სარჩევი

ფიზიკური-გეოგრაფიული აღწერილობა

საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიის (ამიერკავკასიის) ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. საქართველოს საზღვრების სიგრზეა 1916 კმ, საიდანაც 308კმ მოდის საზღვაო და 1608კმ სახმელეთო საზღვარზე. მას ესაზღვრებიან: ჩრდილოეთიდან – კავკასიონის ქედი, სამხრეთიდან მცირე კავკასიონის მთიანეთი, დასავლეთიდან შავი ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან რუსეთის ფედერაცია (დაღესტნის რესპუბლიკა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებია სომხეთის რესპუბლიკა და თურქეთი.

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. მთელი ზედაპირის 53,6% მთებზე, 33,49% - მთისწინებზე, ხოლო 13% დაბლობზე მოდის. მრავალფეროვანი ფიზიკურ - გეოგრაფიული თვისებურებანი ვლინდება როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართულებით, რაც განაპირობებს ტერიტორიის ცალკეული ნაწილის თავისებურ ხასიათს და ქმნის ურთიერთისაგან განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ მხარეებს, რომლებიც, თვის მხრივ, მიკრორაიონებისაგან შედგება.

კავკასიონის ქედიდან სამხრეთისკენ რამდენიმე ქედი ეშვება, რომელთაგან ერთ-ერთი – ლიახვის ანუ სურამის ქედი საქართველოს ჰყოფს ორ – დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად.

აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილი სქემით და გეოგრაფიული ატლასის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ფიზიკურ-გეოგრაფიული მხარეები და რაიონები:

I. მთათაშორისი ბარის ზონა - კოლხეთის ზღვისპირა, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და ლაზნის რაიონები, გარე კახეთის (ივრის) ველებიანი ზეგანი.

II. კავკასიის მთიანი მხარე - აფხაზეთის, სამეგრელოს და იმერეთის მთისწინები, იმერეთის მაღლობი და რაჭა-ლეჩხუმის ქვაბული, დასავლეთ კავკასიონის საშუალო და მაღალმთიანი რაიონები, ცენტრალური კავკასიონის მთისწინების დაბალმთიანი რაიონები, ცენტრალური კავკასიონის საშუალო და მაღალმთიანი რაიონები, აღმოსავლეთ (კახეთის) კავკასიონის საშუალო და მაღალმთიანი რაიონები.

III. სამრეთ მთიანეთის მხარე - აჭარისა და გურიის მთისწინები, აჭარა-იმერეთის ქედის საშუალო და მაღალმთიანი რაიონი, თრიალეთ-ლოქოს ქედების საშუალო და მაღალმთიანი რაიონი, ახალციხის ქვაბული, ჯავახეთისა და წალკის ვულკანური ზეგნები.

გეოგრაფიული კოორდინატები

საქართველოს გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილოეთით ჩრდილო განედის 43°07΄ -43°35΄ და ღმოსავლეთი გრძედის 40°01-48°44΄, სამხრეთით - ჩრდილო განედის 41°23΄31΄΄ და აღმოსავლეთ გრძედის 40°00 30΄, აღმოსავლეთით - ჩრდილო განედის 41° 17΄ და აღმოსავლეთ გრძედის 46° 44΄ 31΄΄.

სახელწოდება

ბერძენი და რომაელი მწერლები საქართველოს „იბერიის“, ქართულად „ივერიის“ სახელით იცნობდნენ. მხოლოდ ახ. წ. VI ს-ში „იბერიას“ ცვლის „საქართველო“. ამ სიტყვის ეტიმოლოგიაზე აზრთა სხვადასხვაობაა. აღმოსავლელები ყველა ეპოქაში საქართველოს „გურჯისტანად“ მოიხსენიებდნენ, ქართველები კი - იბერიად, მაგრამ უძველესი სახელი, რომელიც მას უწოდეს, „საქართველოა“. საყოველთაოდ მიღებული ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით „საქართველო“ ნაწარმოებია სიტყვიდან „ქართლოს“, იაფეტის ბადიშიშვილის სახელისგან, რომელსაც წილად რგებია ეს მხარე. თვითონ მას, იაფეტის ბადიშიშვილს, ან უფრო სარწმუნოა მის შვილებს, მამის საფლავთან ფიცი დაუდვიათ, რომ მამის ადგილსამყოფელს „ქართლოსს“ ანუ „ქართლს უწოდებდნენ, მის სახელისუფლო მიწებს კი - საქართველოს. (მ. თამარაშვილი)

1918-1921 წლებში საქართველო იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში – „საქართველოს რესპუბლიკად“.

სახელმწიფო სიმბოლოები

დროშა

სახელმწიფო დროშა

სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის გამოსახვის ერთ-ერთ უძველეს, საყოველთაოდ აღიარებულ ჰერალდიკურ სიმბოლოს. დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო დროშა მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ 2004 წლის 24 იანვარს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

გერბი

სახელმწიფო გერბი

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის გამოსახვის ერთ-ერთ უძველეს, საყოველთაოდ აღიარებულ ჰერალდიკურ სიმბოლოს.

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო გერბი მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს გერბის შესახებ“ 2004 წლის 10 ოქტომბერის.

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

სახელმწიფო გერბის მხატვარია, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო სახელმწიფო გერბის დევიზი ეკუთვნით ვალერი ბახტაძესა და თამაზ ნანიტაშვილს.

ჰიმნი

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს ჰიმნის შესახებ“ 2004 წლის 21 მაისს. სახელმწიფო ჰიმნის ლექსის ავტორია დავით მაღრაძე მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ


თავისუფლება

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.
სახელმწიფო ჰიმნის ნოტები


ეროვნული ვალუტა

ლარის სიმბოლო

1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტა „ლარი".

ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. 2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა ლარის სიმბოლო.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულები

ჩრდილოეთით - კავკასიონის მთიანი სისტემა, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთიანი ნაწილი და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. მთების ამ ორ სისტემას შორის მოქცეულია მთათაშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით ორ ნაწილად იყოფა (კოლხეთის ბარი და ივერიის ბარი).

იგი განლაგებულია ევრაზიის ალპური დანაოჭების სარტყელში, სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე და ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე (მწვერვალი შხარა). საქართველოს რელიეფს ქმნის მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობა.

ნიადაგი

საქართველოს ნიადაგები მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად გამოიყოფა დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ნიადაგური ოლქები. დასავლეთის ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები. აღმოსავლეთ ოლქისათვის დამახასიათებელია წაბლა და შავმიწა ნიადაგები (სტეპების ზონაში) და მურა ნიადაგები (ელდარის ნახევარუდაბნოსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილის ზოგიერთ ადგილებში.

კლიმატი

მიუხედავალ ტერიტორიის სიმცირისა, საქართველოში გავრცელებულია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი, დაწყებული დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა თბილი ნოტიო სუბტროპიკული, აღმოსავლეთ საქართველოს ველების მშრალი კონტინენტური და დამთავრებული, კავკასიონის მარადიული თოვლის და მყინვარის ზონის ე.წ. ნიველური ჰავით.

საქართველოში გამოირჩევა 13 კლიმატური რაიონი (ზონა), სადაც გავრცელებულია კლიმატის შემდეგი ძირითადი ტიპები: შავი ზღვის სუბტროპიკული ნოტიო; ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული; მშრალი, შენარჩუნებული ნოტიო სუბტროპიკული; მშრალი სუბტროპიკული; ზომიერი ნოტიო, კონტინენტური; მშრალი კონტინენტური; ზომიერი სუბტროპიკული და სხვ.

ფლორა

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი ჯიში. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის „ცოცხალი ძეგლია“, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ფაუნა

თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

დაცული ტერიტორიები

დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი და მათი საერთო ფართობი 512.123 ჰექტარს შეადგენს აქედან ხმელეთს უჭირავს 49.837.971 ჰექტარი, ხოლო ზღვას - 15.743 ჰექტარი.

დაცული ტერიტორია კატეგორია
(IUCN)
სახელმწიფო ნაკრძალი I
ეროვნული პარკი II
ბუნების ძეგლი III
აღკვეთილი IV
დაცული ლანდშაფტი V

ფართობი

საქართველო დღეს მოიცავს 69.7.ათას კვ.კმ-ს. წარსულში საქართველოს ტერიტორია ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ისტორიულმა ქარტეხილებმა შეამცირეს ეს ტერიტორია - დაახლოებით 25 ათასი კვ. კმ. ქართული მიწა- წყალი მოქცეულია სხვა სახელმწიფოთა ფარგლებში (თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი).

საქართველოს ტერიტორია XII საუკუნის ბოლოს მოიცავდა თანამედროვე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიების ნაწილს და მისი ფართობი შეადგენდა დაახლოებით 130 ათას კვ.კმ-ს.

ქვეყნის ტერიტორიამ და მისმა საზღვრებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა XVI- XVII საუკუნეებში, როცა ოსმალეთმა მიიტაცა სამცხე-საათბაგო. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის ფართობი 102 ათას კვ. კმ-მდე შემცირდა.

ქვეყნის საზღვრების ცვლილებები მოხდა XIX-XX საუკუნეშიც, რუსეთ-თურქეთის ომებისა და სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ქვეყნის სამხრეთი და აღმოსავლეთ საზღვარი საგრძნობლად შეიცვალა საქართველოს საზიანოდ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო ოკუპაცია. ამ ომის შედეგად მოხდა ქართველთა მიწა-წყლის ნაწილის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის კიდევ 12,5, ათასი კვ.კმ

მოსაზღვრე ქვეყნები

სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ);

ყველაზე გრძელი საზღვარი საქართველოს აქვს რუსეთთან (897.7კმ), ყველაზე მოკლე - სომხეთთან (210 მ).


მოსახლეობა

2011 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 4.469.2 ათას ადმიანს შეადგენს. აქედან 2.371.3 ათსი ქალაქად ცხოვრობს. 2.097.9 ათასი - სოფლად (ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია არ მოიპოვება). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს დაახლოებით 64 კაცს 1კმ²-ზე.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობა არათნაბრადაა განაწილებული, რაც ბუნებრივ-გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორების გავლენით არის გამოწვეული. კავკასიონის მთიანეთში მეურნეობის განვითარების არახელსაყრელი პირობების გამო მოსახლეობის მხოლოდ 4% ცხოვრობს. სამხრეთ საქართველოს მთიან ზონაში კი - 8%, მაშინ, როცა მთათაშორის ბარში ცხოვრობს 88%, სწორედ საქართველოს ეს ნაწილი გამოირჩევა ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით. სამეურნეო თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის ათვისებული სამეგრელოს, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის, გურიისა და ჯავახეთის ტერიტორიები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქვემო ქართლის მხარე.

მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრებია თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, გორი, თელავი. ყველაზე ნაკლებად არის დასახლებული და მოასხლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლობით გამოირჩევა კავკასიონის მთიანეთი: სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, რაც ნაწილობრივ განპირობებულია მკაცრი კლიმატური პირობებით და ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

XX ს. 90-იან წლებში საქართველოს მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითრებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 400 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თვისი საცხოვრებელი სახლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და გადასახლებულიყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 90-იან წლებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და უმუშევრობის მაღალი დონის შედეგად მოსახლეობის სოფლებიდან ქალაქის ტიპის დასახლებებში მიგრაციასთან ერთად გამოიკვეთ დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადაადგინების ტენდენცია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი მოიყარა ქვეყნის დედაქალაქ თბილისში დასაქმების შედარებით მარალი შესაძლებლობის გამო

ეთნიკური ჯგუფები

საქართველოში 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ცხოვრობენ: ქართველები – 86,8%; აზერბაიჯანელები – 6,3%; სომხები – 4,5%; რუსები 0,7%; ოსები – 0,4%; იეზიდები – 0,3%; უკრაინელები – 0,2%; ქისტები – 0,2%; ბერძნები – 0,1%; ასირიელები – 0,1%; სხვა 0,4%.

რელიგიები

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის ძირითადი აღმსარებლობა ისტორიულად მართლმადიდებლობაა.– მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანები – 83,4%; მუსლიმანები – 10,7%; სომეხი გრიგორიანელები – 2,9%; კათოლიკეები – 0,5%; იეჰოვას მოწმეები – 0,3%; იეზიდები – 0,2%; პროტესტანტები – 0,1%; იუდეველები – 0,0%, სხვა 0,0%; ათეისტები – 0,5%.

ენები

ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ადმინსტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

საქართველო დაყოფილია შემდეგ ტერიტორიულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ერთეულებად:

  • ავტონომიური რესპუბლიკა;
  • მხარე (რეგიონი);
  • მუნიციპალიტეტი, დასახლებათა ერთობლიობა - ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და არმასრულებელი ორგანოები აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი;
  • თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის ტიპის დასახლება, რომელსაც აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
  • საკრებულო - ადგილობრივი წარმომადგენლობითი თვითმმართველობის ორგანო;
  • გამგეობა/მერია - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა.

საქართველოს დაყოფა ძირითადად ემთხვევა ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს. გამოიყოფა 9 მხარე: გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთისა, რომლებიც მოიცავენ 71 მუნიციპალიტეტს.


ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები.

საქართველოს შეიარაღებული ძალები

საქართველოს შეიარაღებული ძალების დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებაულებათა შესრულება. მისი სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა – გენერალური შტაბი. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. შეიარაღებული ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.

2012 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) განსაზღვრულია არა უმეტეს 37000 კაცისა. მათ შეიარაღებაშია 240 ტანკი, 911 ჯავშანსატრანსპორტო საშუალებები და სხვა.

სპორტი

სპორტული თამაშები, შეჯიბრებები გავრცელებული იყო საქართველოში ჯერ კიდევ 2500 წლის წინ (იბერია, კოლხეთი, ტაო, მესხები, ხალიბები და სხვა). ეს ვარჯიშები ხშირად სამხედრო-საწვრთნელ ხასიათს ატარებდა: მშვილდოსნობა, ფარიკაობა, შუბის ტყორცნა, დოღი, ჯირითი, ცხენბურთი (ჩოგანბურთი), ისინდი, ყაბახი, ლელობურთი, ჭიდაობა, ლახტი, ნადირობა და სხვა.

ქართველები მონაწილეობას იღებდნენ ოლიმპიურ თამაშებში ანტიკურ საბერძნეთში. XII საუკუნიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ფიზიკური მომზადების და სამხედრო აღზრდის რეგლამენტირებული სისტემა. ფართოდ დაინერგა სპორტული ვარჯიშები, რომელიც აღზრდის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმართებოდა კომპლექსური შეჯიბრებები. სულხან-საბა ორბელიანის ენციკლოპედიური ხასიათის ლექსიკონში "სიტყვის კონა" განმარტებულია 800-ზე მეტი სპორტული ტერმინი, აღწერილია საბრძოლო და სპორტული სახეობის 20-ზე მეტი ისარი.

XIX საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული იყო ჭიდაობა, კრივი, ცურვა, ჯირითი, მარულა, თარჩია. აღსანიშნავია გურიიდან „კაზაკების“ სახელით ქართველი ცხენოსნების ტრიუმფული გამოსვლები ამერიკაში XX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელებას იწყებს სპორტის კლასიკური სახეობები (რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სპორტულმა საზოგადოებამ "შევარდენმა"): ველოსპორტი, ფეხბურთი, ალპინიზმი, ჩოგბურთი, კალათბურთი და სხვა.

XX საუკუნის II ნახევრიდან იქმნება ქართული საჭადრაკო სკოლა; ქართველი მოჭადრაკე ქალები 30 წელი ინარჩუნებდნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს (1962-78 წლებში ნონა გაფრინდაშვილი, 1978-91 წლებში მაია ჩიბურდანიძე); ქართველი მოჭადრაკე ქალები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 1992, 1994, 1996, 2008 წლებში გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები;

ქართველი კალათბურთელები (თბილისის "დინამო") 1962 წელს – ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელები, ქართველი ფეხბურთელები (თბილისის "დინამო") კი – ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელები 1981 წელს.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, სადაც მათ მიაღწიეს არაერთ დიდ წარმატებას. ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ოქროს 400-ზე მეტი მედალი; ოლიმპიურ თამაშებზე კი – 90-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

  • ეროვნული გმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • დავით აღმაშენებლის ორდენი
  • ოქროს საწმისის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი I ხარისხის
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი II ხარისხის
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი III ხარისხის
  • ღირსების ორდენი
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
  • მედალი „მხედრული მამაცობისათვის“
  • ღირსების მედალი


დღესასწაულები

  • ახალი წლის სადღესასწაულო დღე
  • უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე
  • ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე
  • დედის დღე
  • ქალთა საერთაშორისო დღე
  • უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე
  • მიცვალებულთა მოხსენიების დღე
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე
  • ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • ყოვლაწმინდა ღვთისშობლის მიძინების დღე (მარიამობა)
  • მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე
  • გიორგობის დღე

წყარო

  • ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში:] სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6: [ფ.ა.][MFN: 29986
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3
  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა - თბ., 2005,
  • კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ მიღებული 2004 წლის 24 იანვარს.
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს გერბის შესახებ“ მიღებული 2004 წლის 10 ოქტომბერის.
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ 2004 წლის 21 მაისი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები