საქართველო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი)
(სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი)
ხაზი 46: ხაზი 46:
 
::::დიდება თავისუფლებას,
 
::::დიდება თავისუფლებას,
 
::::თავისუფლებას დიდება.
 
::::თავისუფლებას დიდება.
 +
[[ფაილი:Tavisupleba Notes.jpg|მარჯვენა|150პქ|სახელმწიფო ჰიმნის ნოტები]]
  
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ==
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ==

16:52, 21 მარტი 2016-ის ვერსია

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო მმართველობის ტიპი - რესპუბლიკა. ოფიციალური ენა - ქართული. ვალუტა - ლარი (GEL). დროის სარტყელი UTC+4. ქვეყნის კოდი - GEO. Internet TLD - .ge. სატელეფონო კოდი - 995

სარჩევი

სახელწოდება

ბერძენი და რომაელი მწერლები საქართველოს „იბერიის“, ქართულად „ივერიის“ სახელით იცნობდნენ. მხოლოდ ახ. წ. VI ს-ში „იბერიას ცვლის „საქართველო“. ამ სიტყვის ეტიმოლოგიაზე აზრთა სხვადასხვაობაა. აღმოსავლელები ყველა ეპოქაში საქართველოს „გურჯისტანად“ მოიხსენიებდნენ, ქართველები კი - იბერიად, მაგრამ უძველესი სახელი, რომელიც მას უწოდეს, „საქართველოა“. საყოველთაოდ მიღებული ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით „საქართველო“ ნაწარმოებია სიტყვიდან „ქართლოს“, იაფეტის ბადიშიშვილის სახელისგან, რომელსაც წილად რგებია ეს მხარე. თვითონ მას, იაფეტის ბადიშიშვილს, ან უფრო სარწმუნოა მის შვილებს, მამის საფლავთან ფიცი დაუდვიათ, რომ მამის ადგილსამყოფელს „ქართლოსს“ ანუ „ქართლს უწოდებდნენ, მის სახელისუფლო მიწებს კი - საქართველოს. (მ. თამარაშვილი)


სახელმწიფო სიმბოლოები

დროშა

სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის გამოსახვის ერთ-ერთ უძველეს, საყოველთაოდ აღიარებულ ჰერალდიკურ სიმბოლოს.

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო დროშა მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ 2004 წლის 24 იანვარს.

სახელმწიფო დროშის აღწერილობა

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

გერბი

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის გამოსახვის ერთ-ერთ უძველეს, საყოველთაოდ აღიარებულ ჰერალდიკურ სიმბოლოს.

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო გერბი მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს გერბის შესახებ“ 2004 წლის 10 ოქტომბერის.

სახელმწიფო გერბის აღწერილობა

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

სახელმწიფო გერბის მხატვარია, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო სახელმწიფო გერბის დევიზი ეკუთვნით ვალერი ბახტაძესა და თამაზ ნანიტაშვილს.

ჰიმნი

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ მიღებულია საქართველოს ორგანული „კანონით საქართველოს ჰიმნის შესახებ“ 2004 წლის 21 მაისს.

სახელმწიფო ჰიმნის ლექსის ავტორია დავით მაღრაძე მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.

სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი

სახელმწიფო ჰიმნის ნოტები

თავისუფლება
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

სახელმწიფო ჰიმნის ნოტები

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიის (ამიერკავკასიის) ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრებიან: ჩრდილოეთიდან – კავკასიონის ქედი, სამხრეთიდან მცირე კავკასიონის მთიანეთი, დასავლეთიდან შავი ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან რუსეთის ფედერაცია (დაღესტნის რესპუბლიკა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებია სომხეთის რესპუბლიკა და თურქეთი.

კავკასიონის ქედიდან სამხრეთისკენ რამდენიმე ქედი ეშვება, რომელთაგან ერთ-ერთი – ლიახვის ანუ სურამის ქედი საქართველოს ჰყოფს ორ – დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულები

ჩრდილოეთით - კავკასიონის მთიანი სისტემა, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთიანი ნაწილი და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. მთების ამ ორ სისტემას შორის მოქცეულია მთათაშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით ორ ნაწილად იყოფა (კოლხეთის ბარი და ივერიის ბარი).

იგი განლაგებულია ევრაზიის ალპური დანაოჭების სარტყელში, სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე და ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე (მწვერვალი შხარა). საქართველოს რელიეფს ქმნის მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობა.

ფართობი

საქართველო დღეს მოიცავს 69.7.ათას კვ.კმ-ს. წარსულში საქართველოს ტერიტორია ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ისტორიულმა ქარტეხილებმა შეამცირეს ეს ტერიტორია - დაახლოებით 25 ათასი კვ. კმ. ქართული მიწა- წყალი მოქცეულია სხვა სახელმწიფოთა ფარგლებში (თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი). 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინაარმდეგ განხორციელდა სამხედრო ოკუპაცია. ამ ომის შედეგად მოხდა ქართველთა მიწა-წყლის ნაწილის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის კიდევ 12,5, ათასი კვ.კმ.

მოსაზღვრე ქვეყნები

სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ);

კლიმატი

საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან სუბტროპიკული ზონის, არალ-კასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების შესაყარზე. ლიხის ქედი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა ნაწილების კლიმატის კონტრასტულობას. დასავლეთ საქართველოს კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოში - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, ხოლო სამხრეთ საქართველოში - კონტინენტური.

არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღ. დ.-დან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ა ლპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (>3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (>3700 მ)

მოსახლეობა

4,4 მლნ. (2001 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები);

ეთნიკური ჯგუფები

ქართველები 70,1%; სომხები 8,1%; რუსები 6,3%; აზერბაიჯანელები 5,7%; ოსები 3%; აფხაზები 1,8%; სხვები 5%;

რელიგიები

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის ძირითადი აღმსარებლობა ისტორიულად მართლმადიდებლობაა.

მართლმადიდებლები (ქართველები) 65%; მუსლიმები 11%; მართლმადიდებლები (რუსები) 10%; გრიგორიანები (სომხები) 8%; უცნობია 6%;

ენები

ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

დაცული ტერიტორიები

დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი და მათი საერთო ფართობი 482842 ჰექტარს შეადგენს (ქვეყნის ტერიტორიის 7%).


დაცული ტერიტორია კატეგორია
(IUCN)
სახელმწიფო ნაკრძალი I
ეროვნული პარკი II
ბუნების ძეგლი III
აღკვეთილი IV
დაცული ლანდშაფტი V


სახელმწიფო ნაკრძალები

1. ბაწარის სახემწიფო ნაკრძალი
2. ბაბანეურის სახემწიფო ნაკრძალი
3. ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი
4. ბორჯომის სახელმიფო ნაკრძალი
5. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
6. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
7. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
8. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
9. ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი
10. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
11. მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალი
12. რიწის სახელმწიფო ნაკრძალი
13. ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი
14. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ეროვნული პარკები

1. ალგეთის ეროვნული პარკი
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
3. ვაშლოვანის ეროვნული პარკი
4. თბილისის ეროვნული პარკი
5. თუშეთის ეროვნული პარკი
6. კოლხეთის ეროვნული პარკი
7. მაჭახელას ეროვნული პარკი
8. მტირალას ეროვნული პარკი
9. ყაზბეგის ეროვნული პარკი
10. ჯავახეთის ეროვნული პარკი

აღკვეთილები

1. აჯამეთის აღკვეთილი
2. ბუღდაშენის აღკვეთილი
3. გარდაბნის აღკვეთილი
4. თეთრობის აღკვეთილი
5. ილტოს აღკვეთილი
6. იორის აღკვეთილი
7. კარწახის აღკვეთილი
8. კაცობურის აღკვეთილი
9. ლაგოდეხის აღკვეთილი
10. მადატაფას აღკვეთილი
11. ნეძვის აღკვეთილი
12. სათაფლიას აღკვეთილი
13. სულდის აღკვეთილი
14. ქობულეთის აღკვეთილი
15. ყორუღის აღკვეთილი
16. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი
17. ჭაჭუნას აღკვეთილი
18. ხანჩალის აღკვეთილი

ბუნების ძეგლები

1. აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
2. ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
3. არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
4. ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
5. ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
6. ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
7. გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
8. გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
9. გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი
10. დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
11. დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
12. თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
13. თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
14. იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
15. მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
16. მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
17. მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
18. მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
19. ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
20. ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი
21. ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
22. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი
23. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
24. ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები
25. ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
26. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი
27. როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
28. საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
29. სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
30. საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
31. სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
32. სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
33. ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
34. ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
35. ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
36. ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
37. ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
38. წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი
39. ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
40. ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
41. ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

დაცული ლანდშაფტი

1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი
2. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი

ბუნებრივი რესურსები

ტყე, ჰიდრორესურსები, მარგანეცი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი,

ჰიდრორესურსები

საქართველო მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით, თუმცა ისინი არათანაბრადაა განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში. ჰიდრორესურსებით გაცილებით მდიდარია დასავლეთ საქართველო, მდინარეთა უმრავლესობა უშუალოდ ერთვის შავ ზღვას. საქართველოში 850-ზე მეტი ტბაა. მათი საერთო ფართობი არ დაახლოებით 170 კმ2-ია.

ნიადაგი

საქართველოს ნიადაგები მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად გამოიყოფა დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ნიადაგური ოლქები. დასავლეთის ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები. აღმოსავლეთ ოლქისათვის დამახასიათებელია წაბლა დაშავმიწა ნიადაგები (სტეპების ზონაში) და მურა ნიადაგები (ელდარის ნახევარუდაბნოსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილის ზოგიერთ ადგილებში.

ფლორა

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი ჯიში. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ,,ცოცხალი ძეგლია”, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ფაუნა

თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

აგრობიომრავალფეროვნება

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც აგრარული ქვეყანა. ის კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიური ცენტრის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლება. სოფლის მეურნეობის განვითარება აქ ჯერ კიდევ მე-6-5 ათასწლეულში დაიწო ჩვენს ერამდე, როდესაც ქართულმა ტომებმა ძირითადი საკვები მცენარეების გაკულტურება და ცხოველების მოშინაურება დაიწყეს.

საქართველოში თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურაა გავრცელებული - მარცვლოვნები, ხეხილი, ბოსტნეული კულტურები, ვაზი. მარტო მარცვლოვნებიდან საქართველოში 100-მდე ოჯახი და 350 ადგილობრივი სახეობაა აღრიცხული. ბევრია ენდემური სახეობა. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული ხორბლის 15 სახეობიდან 5 ენდემურია. მინდვრის კულტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ღომი, ქვრიმა, ფეტვი და სხვა. ასევე პარკოსნები - ოსპი, ცერცვი, მუხუდო, ძაძა, ცერცველა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სიმინდის, ლობიოს, სოიოს და სხვა ინტროდუცირებული სახეობები ფართოდ გავრცელდნენ საქართველოში და მრავალი ადგილობრივი ფორმა და ჯიში წარმოშვეს, რომლებიც შესაძლებელია უკვე ადგილობრივ აგრობიომრავალფეროვნებას მივაკუთვნოთ. მაგალითად, ლობიოს 50-მდე ქართული ჯიშია ცნობილია.

ხეხილოვანი კულტურებიდან გავრცელებულია როგორც კონტინენტური მცენარეები, ასევე ციტრუსებიც. აქ თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი მცენარეების 100-მდე სახეობაა გავრცელებული. იშვიათი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ალუბლისა და კომშის ჯიშები.

საქართველო ვაზის სამშობლოა. ლიტერატურულ წყაროებში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია აღწერილი, რომელთაგანაც, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 300-მდე თუ შემორჩა.

ასევე მრავალფეროვანია ბოსტნეული, ეთერ-ზეთოვანი და არომატული მცენარეები, რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო მცენარეებსა და კულტურული ფლორის ველურ წინაპრებზე.

რაც შეეხება მეცხოველეობას, საქართველოში XX საუკუნის დასაწყისამდე ხალხური სელექციით მიღებული შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები იყო გავრცელებული, რომლებიც კარგად იყვნენ შეგუებული აქაურ პირობებს. მათგან აღსანიშნავია მეგრული ძროხა, ხევსურული ძროხა, კავკასიური კამეჩი, იმერული ცხვარი და სხვა. უძველესი დროიდან ცნობილია ღორის ადგილობრივი პოპულაციები, რომლებიც კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე გავრცელებული გარეული ღორის მოშინაურებით და ხალხური სელექციით შეიქმნა. მათი პროდუქტიულობა კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალია, მაგრამ სამაგიეროდ ისინი მწირი კვების პირობებშიც კი კარგად ვითარდებიან და მრავლდებიან.

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები

  • ეროვნული გმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • დავით აღმაშენებლის ორდენი
  • ოქროს საწმისის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი I ხარისხის
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი II ხარისხის
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი III ხარისხის
  • ღირსების ორდენი
  • მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
  • მედალი „მხედრული მამაცობისათვის“
  • ღირსების მედალი

დღესასწაულები

  • ახალი წლის სადღესასწაულო დღე
  • უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე
  • ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე
  • დედის დღე
  • ქალთა საერთაშორისო დღე
  • უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე
  • მიცვალებულთა მოხსენიების დღე
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე
  • ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • ყოვლაწმინდა ღვთისშობლის მიძინების დღე (მარიამობა)
  • მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე
  • გიორგობის დღე


წყარო

  • ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6: [ფ.ა.][MFN: 29986]
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3
  • კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ მიღებული 2004 წლის 24 იანვარს.
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს გერბის შესახებ“ მიღებული 2004 წლის 10 ოქტომბერის.
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ 2004 წლის 21 მაისი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები