საქსოვი დაზგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] მთიანეთში გავრცელებული ბეჭსაშევრიანი საქსოვებით („ყდა“, „ყდანი“ - [[ხევსურეთი]], [[ფშავი]], [[მთიულეთი|მთიულეთ]]-[[გუდამაყარი]], „აკაზმები“ - [[თუშეთი]]) შალებსა და ფარდაგ-[[ხალიჩა|ხალიჩებს]] ქსოვდნენ.
 
ჰორიზონტალური დგიმ-სავრაცხლიან საქსოვებზე („საფეიქრო“ - [[ქართლი]]-[[კახეთი]], „სამექსლებო“ - გურია, „ოშუალე“ - სამეგრელო, „ქსელი“//საფეიქრო - რაჭა, „ლაშჯარ“ - სვანეთი) შალისა და ფარდაგების გარდა იქსოვებოდა აბრეშუმი, კანაფი, ბამბა, სელი. საქსოვი ყდის განსხვავებულ სახეობებზე - „ყდანი“ - ხევსურეთი, „ქსელი“ - რაჭა, „რობაგი“ - სამეგრელო, „ქსელი - აჭარა; შალისა და ფარდაგების გარდა საცრის ძირები და ჭილოფიც (სამეგრელო) იქსოვებოდა.  
+
ჰორიზონტალური დგიმ-სავრაცხლიან საქსოვებზე („საფეიქრო“ - [[ქართლი]]-[[კახეთი]], „სამექსლებო“ - გურია, „ოშუალე“ - სამეგრელო, „ქსელი“//საფეიქრო - [[რაჭა]], „ლაშჯარ“ - სვანეთი) შალისა და ფარდაგების გარდა იქსოვებოდა აბრეშუმი, კანაფი, ბამბა, სელი. საქსოვი ყდის განსხვავებულ სახეობებზე - „ყდანი“ - ხევსურეთი, „ქსელი“ - რაჭა, „რობაგი“ - სამეგრელო, „ქსელი - აჭარა; შალისა და ფარდაგების გარდა საცრის ძირები და ჭილოფიც (სამეგრელო) იქსოვებოდა.  
  
საქსოვი დაზგები მსოფლიო ეთნოკულტურის უძველეს მონაპოვარია. ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში სელის ქსოვილების დასამზადებლად ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა იყო გამოყენებული. ბერძენ მწერალთა (ჰეროდოტე, კალიმაქსი) ცნობებით, ძველ ეგვიპტესა და კოლხეთში სელის დამუშავების ერთნაირი წესი არსებობდა. ამ ნიშნით ძველ კოლხეთში სელის საქსოვად დგიმ-სავარცხლიანი დაზგის ნაირსახეობის გამოყენება ივარაუდება. ამ ტრადიციის დამადასტურებელი უნდა იყოს სამეგრელოში უახლოეს წარსულამდე არსებული სელის საქსოვი „ოშუალე“. ამავე დროს, ქართული საქსოვი დაზგების თავისებური ტექნიკა - საზედაო ძაფის ზევიდან ქვემოთ ან წინა ლილვისაკენ (თავისკენ) მიბეჭვა, განსხვავებით ბერძნულ-ევროპული დაზგების საწაფეებით დაჭიმული ქსელის ან საზედაო ძაფის ქვემოდან ზემოთ მიბეჭვისა, მიუთითებს ქართულ ჰორიზონტალური დაზგის უძველესობაზე.  
 
მიმდინარე ცვლილება 15:55, 16 იანვარი 2020 მდგომარეობით

საქსოვი დაზგა

საქსოვი დაზგები - სხვადასხვა სახის ქსოვილების (შალი, ბამბა, აბრეშუმი, კანაფი, სელი) დასამზადებელი მანქანები.

საქსოვი დაზგების ნაირსახეობიდან გამოირჩეოდა ბეჭ-საშევრიანი და დგიმ-სავარცხლიანი. საქსოვები თავის კონსტრუქციითა და შესაბამისი საქსოვი მასალის მონაცემებით კეთდებოდა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური აღნაგობის.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ბეჭსაშევრიანი საქსოვებით („ყდა“, „ყდანი“ - ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, „აკაზმები“ - თუშეთი) შალებსა და ფარდაგ-ხალიჩებს ქსოვდნენ.

ჰორიზონტალური დგიმ-სავრაცხლიან საქსოვებზე („საფეიქრო“ - ქართლი-კახეთი, „სამექსლებო“ - გურია, „ოშუალე“ - სამეგრელო, „ქსელი“//საფეიქრო - რაჭა, „ლაშჯარ“ - სვანეთი) შალისა და ფარდაგების გარდა იქსოვებოდა აბრეშუმი, კანაფი, ბამბა, სელი. საქსოვი ყდის განსხვავებულ სახეობებზე - „ყდანი“ - ხევსურეთი, „ქსელი“ - რაჭა, „რობაგი“ - სამეგრელო, „ქსელი - აჭარა; შალისა და ფარდაგების გარდა საცრის ძირები და ჭილოფიც (სამეგრელო) იქსოვებოდა.

საქსოვი დაზგები მსოფლიო ეთნოკულტურის უძველეს მონაპოვარია. ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში სელის ქსოვილების დასამზადებლად ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა იყო გამოყენებული. ბერძენ მწერალთა (ჰეროდოტე, კალიმაქსი) ცნობებით, ძველ ეგვიპტესა და კოლხეთში სელის დამუშავების ერთნაირი წესი არსებობდა. ამ ნიშნით ძველ კოლხეთში სელის საქსოვად დგიმ-სავარცხლიანი დაზგის ნაირსახეობის გამოყენება ივარაუდება. ამ ტრადიციის დამადასტურებელი უნდა იყოს სამეგრელოში უახლოეს წარსულამდე არსებული სელის საქსოვი „ოშუალე“. ამავე დროს, ქართული საქსოვი დაზგების თავისებური ტექნიკა - საზედაო ძაფის ზევიდან ქვემოთ ან წინა ლილვისაკენ (თავისკენ) მიბეჭვა, განსხვავებით ბერძნულ-ევროპული დაზგების საწაფეებით დაჭიმული ქსელის ან საზედაო ძაფის ქვემოდან ზემოთ მიბეჭვისა, მიუთითებს ქართულ ჰორიზონტალური დაზგის უძველესობაზე.

ქართული ხალხური საქსოვი დაზგები ახლო და უშუალო კავშირშია კავკასიელი ხალხების ანალოგიურ საქსოვ დაზგებთან და თავისი საწყისი ფორმებით ძველ აღმოსავლეთის კულტურულ მონაპოვართა წრეში ექცევა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954. ლ.მ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები