სახალხო გვარდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საქართველოს შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:შეიარარებული ძალები]]
+
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]

15:24, 20 ივნისი 2018-ის ვერსია

სახალხო გვარდიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21) შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში რეგულარული ჯარის პარალელურად შეიქმნა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი – სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული ფორმირება – სახალხო გვარდია, რომელიც მალე სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციად გადაიქცა. იგი შედგებოდა მუდმივი ქვედანაყოფების და სარეზერვო ბატალიონებისაგან, თავისი არტილერიით, ჯავშანმატარებლებით, საინჟინრო ნაწილით და სხვა.

სახალხო გვარდია იყო ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მებრძოლებს, როგორც წესი, არ ევალებოდათ ყაზარმებში ცხოვრება. გვარდიელები უმეტეს დროს თავის სახლებსა და სამოქალაქო სამსახურში ატარებდნენ, სამხედრო მწყობრში დგებოდნენ მხოლოდ წვრთნისა და ომის დროს. გვარდიაში სამსახური უსასყიდლო იყო, მაგრამ გვარდიელის მიერ სამსახურის შესრულების დროს მის ოჯახს მთავრობისაგან გარკვეული დახმარება ეძლეოდა. ჯამაგირს იღებდნენ მხოლოდ გვარდიის ოფიცრები და ინსტრუქტორები, ვინაიდან, რიგითი გვარდიელებისაგან განსხვავებით, ეს მათი ძირითადი სამსახური იყო. რეგულარული არმიისაგან განსხვავებით, რომელიც ემორჩილებოდა სამხედრო სამინისტროს, სახალხო გვარდია ემორჩილებოდა გვარდიის მთავარ შტაბს. შეიარაღებული ძალების ამ ორი ჯგუფის ერთიანი სარდლობის ქვეშ გაერთიანება მხოლოდ ომის დროს ხდებოდა, როდესაც ინიშნებოდა მთავარსარდალი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები