სახარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 28 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახარება (ბერძ. ევანგელიე - ხარება, სასიხარულო ამბის უწყება) - ღვთის მიერ მოცემული და წმინდა მოციქულთა საშუალებით დაწერილ წიგნთა კრებული. სახარება არის კანონიკური და აპოკრიფული. კანონიკური სახარება ოთხია - მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან, სადაც ღვთისმიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად არის შენახული. ეს სახარებები შეიცავს ზუსტ მონაცემებს ღვთისმშობლისათვის ხარების, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებებისა და აღდგომის შესახებ. ოთხივეს ოთხთავი ეწოდება. სახარება შედგენილია I-II სს.მიჯნაზე. ქრისტიანობაში იგი წმინდა წიგნად ითვლება. სახარება მუდამ ბრძანდება ტრაპეზზე და ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები