სეფისკვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეფისკვერი, პროსფორა - ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. იგი უნდა იყოს ხორბლის ფქვილისაგან და აუცილებლად გაფუებული. მას აქვს ორად გაყოფილი ფორმა, ქრისტეს ორი ბუნების აღსანიშნავად, ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით.

მღვდელი საზიარებლად იყენებს სეფისკვერის შუაგულს, რომელსაც აწერია ქართულად „იესო ქრისტე ნიკე (იესო ქრისტე ძლევა), როცა მღვდელი ამ ნაწილს ამოიღებს და ფეშხუმზე დაასვენებს, მას უკვე ტარიგი ეწოდება. სეფისკვერიდან ასევე ამოიღება ნაწილები ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, პატრიარქის, სამღვდელოთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა სულების სახელებზე. წირვის შემდეგ დარჩენილი სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები