სიმინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმინდის ტარო

სიმინდი – ლათინური დასახელება – Zea mays

  • ბოტანიკური ოჯახი – მარცვლოვანთა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – ერთწლიანი
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 60-65%
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 20-24 0C
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 70-85%
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 5,5-7,0
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C-დან -30C-მდე
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 30-350C
  • სასურველი წინამორბედი კულტურები – საშემოდგომო ხორბალი, პარკოსანი და ბაღჩეული კულტურები
  • არასასურველი წინამორბედი კულტურა – შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, მზესუმზირა, თამბაქო.


სარჩევი

საქართველოში აპრობირებული პერსპექტიული ჯიში

აჯამეთის თეთრი სასურსათე ჯიშია მარცვლის მოსავალი შეადგენს 3,6-44,2 ტონას 1-ჰა-ზე ვეგეტაცია გრძელდება 130-145 დღის განმავლობაში
ჰიბრიდი კარაბასი საადრეო ყვითელი ჰიბრიდია. ვეგეტაციის ხანგრძლივობვა 110-115 დღეა. მარცვლის მოსავალი შეადგენ 8-10 ტონას 1 ჰა-ზე.
ლომთაგორა 1 საფურაჟე ჯიშია მარცვლის მოსავალი შეადგენს 8-12 ტონას 1 ჰა-ზე. ვეგეტაცია გრძელდება 125 დღის განმავლობაში.
ქართული კრუგი მორწყვის პირობებში 1 ჰა-ზე იძლევა 6-8 ტონას. მარცვალი ყვითელია. საფურაჟეა ვეგეტაცია გრძელდება 140 დღე.
ჰიბრიდი ენგური ყვითელი ფერის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი. გამძლეა ჩაწოლისადმი, ვეგეტაცია გრძელდება 126 დღე.
სიმინდის ყანა

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დას. საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება XII-III X-XI
მოხვნა XII-II X-XI
დადისკვა-კულტივაცია IV IV
დათესვა IV-V IV-V
წამლობები V V
მოსავლის აღება IX VIII-IX
ნიადაგის დამუშავება

სიმინდის დასათესად იდეალურია კარგი აერაციის და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

დასათესად მიზანშეუწონელია მკვრივი, ტენიანი ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ნელა თბება.

სიმინდის დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე უნდა მოიხნას 27-30 სმ. სიმაღრეზე.

დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარზე ან ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე მოხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება: კულტივაცია ჩატარდება 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

თესვის წესები და ნორმები

სიმინდი ითესება მწკრივად სიმინდის სათესი მანქებით. მწკრივთა შორის მანძილი 70-75 სმ-ია. მცენარეებს შორის მანძილი ძლიერად მოზარდ ქართულ ჯიშებისათვის შეადგენს 20-22 სმ-ს. ერთ ჰა-ზე ითესება 25-30 კგ.

ჰიბრიდები უფრო მჭიდროდ ითესება, ერთ ჰა-ზე 60-75 ათასი მარცვალი. ჩათესვის სიღრმე თიხნარ ნიადაგებზე 5-6, მსუბუქი შედგენილობის ნიადაგზე 7-8, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ პირობებში 8-10 სმ-ს შეადგენს. თესვისას უმჯობესია პუნქტირებული სათესების გამოყენება. ეს უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს.

ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა – დათესვის საუკეთესო დროა პერიოდი, როდესაც ნიადაგი თესლის დათესვის სიღრმეზე 10-120C-მდე გათბება. ასევე აუცილებელია საღი და სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენება.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მეჩვენებლსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

სიმინდის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა: 4. (2-ჯერ ყვავილობამდე და 2-ჯერ ყვავილობის შემდეგ).
  • მორწყვის ერთიანი ნორმა 1 ჰა-ზე: 3000-3500 მ3
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: თესლის გაღივების და აღმოცენების ფაზები.
  • მორწყვის მეთოდი: დაწვიმები, ან კვლებში მიშვებით.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა*

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა ნიადაგში შეტანილი იქნას აზოტი 28,8 კგ., ფოსფორი 19,0 კგ. და კალიუმი 46,4 კგ. სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 10 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შესატანი ნორმა (სუფთა ნივთიერება) შეტანის ვადა
N – აზოტი 288 კგ. ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
P – ფოსფორი 190 კგ. მზრალად მოხვნის წინ
K – კალიუმი 464 კგ. მზრალად მოხვნის წინ
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 138 კგ., ფოსფორი 115 კგ., კალიუმი 284 კგ. (სუფთა ნივთიერებები).
  • ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა

მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნიცთიერება
დაავადებები: მაგარი გუდაფშუტა, მტვრიანა გუდაფშუტა და სხვ. თესლის თესვისწინა დამუშავება ტებუკონაზოლი; დიფენოკონაზოლი*ციპროკონაზოლი
პათოგენები, რომლებიც გადაეცემა თესლიდან ან ნიადაგიდან თესლის თესვისწინა დამუშავება მეფენოქსამი
მავთულა ჭიები და ნიადაგის სხვა მავნებლები თესლის თესვისწინა დამუშავება იმიდაკლოპრიდი
ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები და სხვა ვეგეტაციის პერიოდში ფლუბენდიამიდი, დელტამეტრინი
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
სიმინდის დათესვამდე ტოტალური გლიფოსატი
სიმინდის 2-6 ფოთლის ფაზა სელექციური ფორამსულფურონი*იოდოსულფურონი


სიმინდის მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, დაზიანებული მცენარეების მოცილება/განადგურება და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

მოსავლის აღება/შენახვა

მოსავლის აღება ხდება სიმინდის სრული სიმწიფის ფაზაში. მოსავლის აღება ხდება ხელით, ტაროს მომტვრევით ან კომბაინით – გამომარცვლით.

ტენიანი მარცვალი ადვილად ზიანდება ჩახურების გამო. ამიტომ შენახვამდე საჭიროა მარცვლის კარგად გაშრობა. იგი კარგად ინახება, როცა მასში ტენიანობა 13-14%, ან ნაკლებია.

წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები