სინონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სინონიმია''' – (< ბერიძ. synonimia – თანამოსახელეობა), ლექსიკური ერთ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 +
[[კატეგორია:ლექსიკა]]

მიმდინარე ცვლილება 23:14, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

სინონიმია – (< ბერიძ. synonimia – თანამოსახელეობა), ლექსიკური ერთეულების სემანტიკურ ურთიერთობათა სახე, რომელიც ამ ერთეულთა სრულ ან ნაწილობრივ დამთხვევაში მდგომარეობს. ეს მოვლენა გვხვდება ყველა ტიპის ენაში ღა უნივერსალიას წარმოადგენს. იგი ახასიათებს ენის ლექსიკურ, ფრაზეოლოგიურ, გრამატიკულ სიტყვაწარმოებით სისტემებს.

სინონიმია ასახავს ობიექტური სამყაროს თვისებებს. მისი ლინგვისტური ბუნება განისაზღვრება ენობრივ ერთეულთა სიახლოვის სხვადასხვა ხარისხით და აიხსნება ნიშნისა და მნიშვნელობის ასიმილაციით. ენობრივი სტრუქტურის ასიმეტრია, რომელიც ვლინდება აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ცალსახა მიმართების დარღვევაში, პარადიგმატულ სიბრტყეზე წარმოქმნის სინონიმიასა და პოლისემიას. ამიტომ ეს ორი, თავისი არსით დაპირისპირებული მოვლენა, მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ნიშანსა და მნიშვნელობას შორის არამდგრადი წონასწორობის გამო ერთი და იგივე შინაარსი შეიძლება რამდენიმე ნიშნით იყოს გამოხატული (სინონიმია) და პირიქით, ერთსა და იმავე ნიშანს აქვს უნარი, გადმოგვცეს არა მხოლოდ მასზე მიმაგრებული ერთი რომელიმე მნიშვნელობა, არამედ ახლომდგომი ან მსგავსი მნიშვნელობებიც (პოლისემია).

არსებობს სინონიმიის ვიწრო და ფართო გაგება. პირველ შემთხვევაში იგულისხმება მნიშვნელობის თვალსაზრისით ენობრივ ერთეულთა სრული დამთხვევა. ასეთი მიდგომა ფასეულია გამონათქვამთა ადეკვატური პარაფრაზირების დროს, მაგრამ განხილული კატეგორიის გარეთ რჩება აზრებისა და გრძნობების ნიუანსების გამოხატვის შესაძლებლობა. მეორე მიდგომის შემთხვევაში სინონიმებად გაგებულია ის ერთეულები, რომლებიც მნიშვნელობით ნაწილობრივ ემთხვევიან ერთმანეთს.

განსაკუთრებული მრავალრიცხოვნებითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა ლექსიკური სინონიმია რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა სიტყვაში გამოხატული ექსპრესიულ-ემოციური ნიუანსები და შეფასებები, განსხვავებული ჟანრები და სტილები.

აქედან გამომდინარე, გარჩეულია სინონიმიის ორი ძირითადი სახე: სემანტიკური (იდეოგრაფიული) და სტილისტიკური. სემანტიკური სინონიმია დაკავშირებულია ერთი და იმავე მნიშვნელობის დიფერენციაციასთან (არაჩვეულებრივი – საკვირველი, მოძრავი – ცელქი, ამაყი – მედიდური); სტილისტიკური სინონიმია გამოიხატება ერთნაირი საგნობრივი მნიშვნელობის, მაგრამ განსხვავებული სტილისტიკური შეფერილობის მქონე სიტყვებით (არაქათი – საუბრ. სიქა, მოხუცი – უპატივც. ბღენძი, გამოკვლეული – წიგნ. შეცნობილი).

ფუნქციურად სინონიმია არის ენობრივ ერთეულთა უნარი, ჩაენაცვლონ ერთმანეთს გარკვეულ კონტექსტებში. ეს შესრულებულია სიტყვათა იგივეობის ან მსგავსების საფუძველზე: „ის გახდა ლინგვისტი“ – „ის გახდა ენათმეცნიერი“, „მაგიდაზე ეყარა წვრილმანი ნივთები“ –- „მაგიდაზე ეყარა უმნიშვნელო ნივთები“, სიტყვათა სინონიმურობის ხარისხი მით უფრო მაღალია, რაც მაღალია მათი ურთიერთჩანაცვლების სიხშირე, რაც უფრო მეტია პოზიციები, რომლებშიც სიტყვათა მნიშვნელობის განსხვავებულ სემებს შეუძლიათ ნეიტრალიზაცია.

კექსიკურ სინონიმიასთან ერთად გამოიყოფა მისი შემდეგი სახესხვაობები: ფრაზეოლოგიური („ვისიმე დღე დათვლილია“ – სიკვდილის პირასაა, „ტვინს ამოაცლის“ – თავს მოაბეზრებს, „გულს გაუწყალებს“ – საქმეს გაუჭირვებს) სიტყვაწარმოებითი (მორფემათა სემანტიკური ეკვივალენტობა: არა- – უ- (არნახული – უნახავი); -არ- – ევ- (ნაქალაქარი – ნაქალაქევი); შე- – მო- (შექუჩებული – მო-ქუჩებული): გრამატიკული, როდესაც სახეზეა ფუნქციურად იგივეობრივი გრამატიკული ფორმების შინაარსობრივი ეკვივალენტობა (ულამაზესი – ყველაზე ლამაზი, ატირდა – დაიწყო ტირილი) ან საერთო მნიშვნელობის მქონე წინადადებათა სინტაქსური გარდაქმნები („ეს წიგნი მან წაიკითხა“ – „ეს წიგნი მის მიერ არის წაკითხული“, „ის ხშირად დადის ლექციებზე“ –- „ის იშვიათად აცდენს ლექციებს”).

ა. აბალაკი


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები