სოლომონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ I

სოლომონ I - (1735–84), იმერეთის მეფე 1752–84 წლებში, ალექსანდრე V-ის ძე. იბრძოდა ოსმალო დამპყრობლებისა და ზოგიერთი მსხვილი ფეოდალის წინააღმდეგ, რომლებიც სამეფო ხელისუფლებას არ ემორჩილებოდნენ. 1757 წელს დაამარცხა ოსმალები ხრესილის ბრძოლაში.

1759 წელს, სოლომონ I-ის ინიციატივით, საეკლესიო და საერო კრებებზე იმერეთის, ოდიშის, გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. გაძლიერებული სოლომონ I-ის წინააღმდეგ ოსმალებმა 1760 წლიდან არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ მეფის ლაშქარმა მოიგერია მტერი.

სოლომონ I აქტიურად მონაწილეობდა 1768–74 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის მსვლელობის დროს ოსმალთა გარნიზონები განდევნეს იმერეთის ციხეებიდან. მეფემ დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები და იმერეთის სამეფოს ორბიტაში მოაქცია ოდიშისა და გურიის სამთავროები.

სოლომონ I-ის უკანასკნელი ლაშქრობა ოსმალთა მიერ დაპყრობილი ქვემო გურიის გასათავისუფლებლად შედგა 1784 წლის მარტში. მეფის 6 ათასიანმა ლაშქარმა ბათუმამდე მიაღწია, მაგრამ უკანა გზაზე, ციხისძირთან, მტრის მოულოდნელი თავდასხმის გამო დამარცხდა. ამის შემდეგ სოლომონ I მალე გარდაიცვალა, 1784 წლის აპრილში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები