სოლოღაშვილი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 38: ხაზი 38:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/9515/ ანნა სოლოღაშვილი]
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/9515/ ანნა სოლოღაშვილი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/07/08/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a6%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9a/ სოლოღაშვილი ანნა (ოლღა) ილიას ასული]
  
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 17:18, 8 ივლისი 2019 მდგომარეობით

ანნა (ოლღა) სოლოღაშვილი

სოლოღაშვილი ანა (ოლღა) ილიას ასული - (1882, გორის მაზრის სოფ. მეჯვრისხევი - 28. XI.1937) - საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით. 1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად რევოლუციურ გამოსვლებშიც მონაწილეობდა. მარქსისტულ იდეებსა და არალეგალურ რევოლუციურ ლიტერატურას აცნობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რვოლუციურად განწყობილ მუშებს, ამ საქმეში ჩაბმული იყო ძმასთან გრიგოლთან და დასთან - ევგენიასთან ერთად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ნურიის ბაზარში, აგრეთვე, წიგნთსაცავ-სამკითხველო, რომლის გამგედ დაინიშნა ევგენია. მათი თაოსნობით ჩამოყალიბდა სახალხო იაფფასიანი თეატრი, სადაც მოღვაწეობდნენ არტისტული ნიჭით დაჯილდოებული დები სოლოღაშვილები. 1912 წელს ა. სოლოღაშვილი, რომელიც ამ დროს პედაგოგად მუშაობდა, რევოლუციური საქმიანობისათვის დააპატიმრეს და გადასცეს სამხედრო-საოლქო სასამართლოს „არსებული წეს-წყობილების წინააღმდეგ პროპაგანდა-აგიტაციის გაწევისათვის“. სასამართლომ ბრალდება ვერ დაუმტკიცა და გაამართლა.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის თებერვლიდან აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წლის 12 მარტიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრი, საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი.

მისი ინიციატივითა და მოხსენებით საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტები და კანონები, კერძოდ:

  • დეკრეტი უცხოეთში გასატანი საქონლის დამზადების და უცხოეთიდან საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ;
  • მთავრობის განკარგულებაში 20 მილიონი მანეთის გადასადებად;
  • უქმე დღეების შემცირების შესახებ;
  • საზომ-საწონი და სასინჯი პალატის შესაქმნელად;
  • საქონლის ჭირის საწინააღმდეგო შრატის დასამზადებლად ქუთაისის სადგურის გასაფართოებლად 1500000 მანეთის გამოყოფის შესახებ;
  • რკინიგზის სადგურებში საქონლის შენახვის ვადის შემცირების შესახებ;
  • საინტერესო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის 100 000 მანეთის გამოსაყოფად;
  • კანონი ოჯახური მდგომარეობის გამო ჯარში გაწვევის გადავადების შესახებ;
  • სახელმწიფო საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლებისათვის 250 000 მანეთის სუბსიდიის გამოსაყოფად;
  • დეკრეტი სამოქალაქო უწყებათა სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის ჯამაგირის მომატების შესახებ;
  • სახალხო სკოლების მასწავლებლებისათვის ხუთწლიანი სახელფასო დანამატების შესახებ;
  • ახალციხე-ახალქალაქისა და სოხუმ-ზუგდიდ-სენაკის გზატკეცილის შესაკეთებლად 800 000 მანეთის გადადების შესახებ და მრავალი სხვ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად; 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“. 1925 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1937 წელს დააპატიმრა შინსახკომმა, ე.წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით, მენშევიკური ცენტრის წევრობის ბრალდებით ა. სოლოღაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და დახვრიტეს.

დოდო ჭუმბურიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქმ. 160, 1382; ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, საქ. 108, საქ. 109; ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს ფოტო-კარტოთეკა. საქართველოს შსს აკადემიის არქივი; I განყოფილება (ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი), ფონდი №8 - საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სამეულის (ე. წ. „ტროიკის”) სხდომის ოქმები; გაზ. „ერთობა“, 1919. №№111, 125, 138, 139; ისიდორე რამიშვილის მოგონებები, 2012.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები