სოციალური ფობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფობია სოციალური“ გადაიტანა გვერდზე „სოციალური ფობია“ გადამის...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფობია, სოციალური''' - (F40.1), (phobia, social), სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიში, რომელსაც თან სდევს სოციალური სიტუაციებისათვის თავის არიდება უფრო მასიური სოციალური ფობიები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და კრიტიკის შიშთან.  
+
'''ფობია, სოციალური''' - (F40.1), (phobia, social), სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიში, რომელსაც თან სდევს სოციალური სიტუაციებისათვის თავის არიდება უფრო მასიური სოციალური [[ფობია|ფობიები]], ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და კრიტიკის შიშთან.  
  
 
აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით:  
 
აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით:  
ხაზი 8: ხაზი 8:
 
   
 
   
  
ზოგჯერ პაციენტი დარწმუნებულია, რომ შფოთვის ეს მეორადი გამოვლინებები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. შესაძლოა სიმპტომების პროგრესირება და პანიკური შეტევების ხასიათში გადასვლა.
+
ზოგჯერ პაციენტი დარწმუნებულია, რომ [[შფოთვა|შფოთვის]] ეს მეორადი გამოვლინებები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. შესაძლოა სიმპტომების პროგრესირება და [[პანიკა|პანიკური]] შეტევების ხასიათში გადასვლა.
  
 +
==== კლინიკური სურათი ====
 +
ამგვარი აშლილობისას [[პიროვნება|პიროვნებას]] სოციალურ სიტუაციებში არაადეკვატური შფოთვა ეუფლება. მას ისეთი განცდა აქვს, რომ სხვები აკვირდებიან და აკრიტიკებენ მას.
 +
სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ სიტუაციებს და თუ ამას ვერ ახერხებენ, ბოლომდე არ ერთვებიან სიტუაციაში (მაგ., თავს არიდებენ საუბარში მონაწილეობას ან ისეთ ადგილას ჯდებიან, სადაც ნაკლებად მიიქცევენ ყურადღებას). ამგვარ სიტუაციებში აღმოჩენის პერსპექტივამაც კი შეიძლება პიროვნებაში საკმაოდ ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს.
 +
 +
შფოთვის გამომწვევ სიტუაციებს მიეკუთვნება რესტორნები, სასადილოები, წვეულებები, სემინარები, სხდომები და სხვა ღონისძიებები. ასეთ სიტუაციებში ყოფნისას პიროვნებას ისეთი განცდა უჩნდება, რომ მას აკვირდებიან. ზოგიერთი პაციენტი შფოთვას მრავალ განსხვავებულ სიტუაციაში განიცდის (გენერალიზებული სოციალური ფობია), ხოლო ზოგიერთ მათგანს შფოთვა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში ეუფლება (მაგ., სხვების თანდასწრებით წერისას, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ან მუსიკალურ ისნტრუმენტზე დაკვრისას). [[დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM)|DSM]]-IV-ში ეს განსხვავებული სოციალური ფობიები ცალ-ცალკეა კლასიფიცირებული (მაგრამ არა [[დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD) V თავი|ICD]]-10-ში).
 +
 +
===== სიმპტომები =====
 +
სოციალური ფობიის მქონე ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხრილში მოცემული შფოთვის ნებისმიერი სიმპტომი, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად პაციენტები უხერხულობისაგან გამოწვეულ გაწითლებასა და ტრემორს უჩივიან. ისინი ხშირად შეპყრობილნი არიან იდეით, რომ სხვა ადამიანები მათ კრიტიკული თვალით აკვირდებიან, თუმცა აცნობიერებენ ამგვარი მოსაზრების უსაფუძვლობას.
 +
 +
===== კოგნიციები =====
 +
კონცენტრირებულია შიშზე, რომელიც სხვათა მიერ კრიტიკული შეფასების შესაძლებლობით არის გამოწვეული.
 +
 +
===== სხვა პრობლემები =====
 +
ზოგიერთი პაციენტი შფოთვითი სიმპტომების შესასუსტებლად [[ალკოჰოლი|ალკოჰოლს]] მოიხმარს. ალკოჰოლის ავადმოხმარება სხვა ფობიებზე უფრო სოციალური ფობიის დროს არის გავრცელებული. სოციალური ფობია, აგრეთვე, ალკოჰოლის ავადმოხმარების პრედიქტორს წარმოადგენს (Zimmermann et al., 2003). მას ხშირად თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. სუიციდის მცდელობა ამ ტიპის ფობიის მქონე პაციენტებთან უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში (Schneier et al., 1992).
 +
 +
==== სოციალური ფობიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-10-სა და DSM-IV-ის მიხედვით ====
 +
(შემოკლებული ვერსია)*
 +
 +
{| class="wikitable"
 +
{|
 +
|-
 +
| '''ICD-10'''    || '''DSM-IV'''
 +
|-
 +
| სოციალურ სიტუაციებში ყურადღების ცენტრში მოხვედრის ან უხერხული და სამარცხვინო ქცევის განხორციელების მკვეთრად გამოხატული შიში; ან ამგვარი სიტუაციებისთვის თავის არდება. || უცნობი ადამიანების წინაშე წარდგომისას ან მათი ყურადღების ცენტრში ყოფნისას სამარცხვინო ქცევის განხორციელების შიში; ან ამგვარი სიტუაციებისათვის თავის არიდება
 +
|-
 +
| შიშის გამომწვევ სიტუაციებში შფოთვის ორი სიმპტომისა და დამატებით, სოციალური ფობიის სულ ცოტა ერთი რომელიმე
 +
სიმპტომის (გაწითლება/ტრემორი, გულისრევის შიში, შარდვის ან დეფეკაციის შიში) არსებობა.|| -
 +
|-
 +
| მკვეთრად გამოხატული ემოციური დისტრესი. პიროვნება აცნობიერებს, რომ დისტრესი გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა || პიროვნება აცნობიერებს, რომ შიში გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა. გავლენას ახდენს ფუნქციონირებაზე ან იწვევს მკვეთრად გამოხატულ დისტრესს
 +
|-
 +
| სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენს ან პრევალირებს მხოლოდ პიროვნებისათვის საშიშ სიტუაციებში ან მათი წარმოდგენისას || -
 +
|-
 +
| სოციალური ფობია არ არის გამოწვეული სხვა ფსიქიკური აშლილობით || სოციალური ფობია არ არის გამოწვეული სხვა ფსიქიკური აშლილობით
 +
|-
 +
|  || 18 წელზე უფრო ახალგაზრდა ასაკის პიროვნებასთან სიმპტომები სულ ცოტა ექვსი თვის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.
 +
|}
 +
|}
 +
 +
* ICD-10-sa da DSM-IV-ში მოცემული კრიტერიუმების  შედარების გასაიოლებლად ფორმულირებები  პერეფრაზირებულია, ხოლო  ზოგიერთი პუნქტების თანმიმდევრობა - შეცვლილი.
 +
 +
==== დებიუტი და განვითარება ====
 +
სოციალური ფობია, ჩვეულებრივ,  მოზარდობის ადრეულ პერიოდში იწყება. პირველი ეპიზოდი თავს იჩენს საზოგადოებრივ ადგილას ყოფნისას, უმეტეს შემთხვევაში, ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. მოგვიანებით შფოთვა ამის მსგავს სიტუაციებშიც აღმოცენდება. შფოთვის განცდის ეპიზოდები თანდათანობით უფრო მწვავდება და პიროვნება სულ უფრო ხშირად არიდებს თავს ამგვარ სიტუაციებს.
 +
 +
არსებობს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, სოციალური ფობია, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს. ესენია:
 +
 +
* [[ექსკრეციის ფობია]]
 +
* [[გულისრევის ფობია]]
 +
 +
==== ეპიდემიოლოგია ====
 +
შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით (US Study), ერთი წლის მანძილზე სოციალური ფობიის გავრცელების სიხშირე 7.4%-ს შეადგენდა. კლინიკურად მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გამოყენებისას ამ მაჩვენებელმა 18-54 წლის ადამიანებთან 3.7%-მდე იკლო. სოციალური ფობიების გავრცელების სიხშირე იმ მამაკაცებთან და ქალებთან, რომლებიც სამედიცინო დახმარებისათვის ექიმებს მიმართავენ, თითქმის ერთნაირია, თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვებისას ის ქალებთან ოდნავ უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე მამაკაცებთან (Kessler et al., 1994). როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სოციალური ფობია [[დეპრესია|დეპრესიასთან]] და [[ალკოჰოლიზმი|ალკოჰოლიზმთან]] არის ასოცირებული.
 
   
 
   
==წყარო==
+
==== ეტიოლოგია ====
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
===== გენეტიკური ფაქტორები =====
 +
აღმოჩნდა, რომ სოციალური ფობია (მაგრამ არა სხვა [[შფოთვითი აშლილობები]]) უფრო ხშირად გვხვდება ასეთი ფობიის მქონე ადამიანების ნათესავებთან, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის ჩამოყალიბებაში, სავარაუდოთ, გენეტიკური ფაქტორები მონაწილეობს (Fyer et al., 1993). სოციალური ფობია უფრო ხშირია გენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან,
 +
ვიდრე არაგენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან (Stein et al.,1998a).  2000-ზე მეტი მდედრობითი სქესის ტყუპების
 +
პოპულაციიდან მიღებულ შერჩევაში სოციალური ფობიის მქონე პრობანდებთან დადგენილი შედეგები შეესაბამება გარკვეულ მოდელს. ამ მოდელში ზომიერი გენეტიკური ზეგავლენა, რომელიც ვარიაბელობის ერთ მესამედზე ნაკლებს განაპირობებს, ურთიერთქმედებაში იმყოფება არასპეციფიკურ გარემო ფაქტორებთან (Kendler et al., 1992a).
  
 +
===== განპირობება =====
 +
სოციალური ფობიების უმრავლესობა იწყება შფოთვის უეცარი ეპიზოდით ისეთ
 +
ვითარებებში, რომლებიც ფობიის გამომწვევი ვითარებების მსგავსია. სავსებით შესაძლებელია, რომ ფობიკური სიმპტომების შემდგომი განვითარება, ნაწილობრივ, განპირობების მეშვეობით ხდება.
 +
 +
===== კოგნიტური ფაქტორები =====
 +
სოციალური ფობიის ეტიოლოგიაში ძირითად კოგნიტურ ფაქტორს წარმოადგენს პიროვნების გაზვიადებული წუხილი იმის თაობაზე, რომ სოციალურ სიტუაციებში სხვა ადამიანების მიერ იქნება გაკრიტიკებული (ხშირად ამას "ნეგატიური შეფასების შიშს" უწოდებენ). ასეთ წუხილს თან ახლავს აზროვნების გარკვეული სტილი:
 +
 +
* სოციალური ქცევის მეტისმეტად მაღალი სტანდარტები
 +
* უარყოფითი შეხედულება საკუთარ თავზე. მაგ., "მე მოსაწყენი ადამიანი ვარ."
 +
* სოციალურ სიტუაციებში საკუთარი ქცევის გადაჭარბებული კონტროლი
 +
"მე"-ს შესახებ ინტრუზიული, ნეგატიური წარმოდგენები, რომლებსაც ადამიანი სხვას მიაწერსს.
 +
 +
სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ხშირად ითვისებენ „უსაფრთხო ქცევებს“, როგორიცაა, მაგ., მხედველობითი კონტაქტის თავიდან არიდება, რაც ართულებს
 +
მათ ნორმალურ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. (სოციალური ფობიის კოგნიტური მოდელის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Clark, 2001.
 +
 +
===== ნევროლოგიური მექანიზმები =====
 +
სოციალური ფობიის მქონე პაციენტების PET-ით შესწავლის შედაგად დადგინდა, რომ მათთან, ანტიციპატორული შფოთვის დროს, გაძლიერებულია სისხლის მიმოქცევა
 +
მარჯვენა დორსოლატერულ პრეფრონტალურ კორტექსში, მარცხენა ქვედა საფეთქლის წილის ქერქში და მარცხენა ჰიპოკამპისა და ამიგდალას უბანში. აქტივაციის ეს პატერნი
 +
იგივეა, რაც ჯანსაღ ადამიანთან მოლოდინის შფოთვის დროს დადგენილი პატერნი, იმ განსხვავებით, რომ: ა) ჯანსაღ  ადამიანთან ასეთ დროს ამიგდალა არ არის აქტივირებული
 +
და ბ) სოციალური ფობიის დროს აქტივაცია უფრო დიდ უბანს მოიცავს (Tilfors et al., 2001). ამ აღმოჩენების ფუნქციონური მნიშვნელობა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს,
 +
რომ ამიგდალა წარმოადგენს თავის ტვინის უბანს, რომელიც მონაწილეობს საფრთხეზე რეაგირებაში. ციტალოპრამით ან კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით მკურნალობა აქვეითებს სისხლის მიმოქცევას ამიგდალაში და მასთან დაკავშირებულ თავის ტვინის უბნებში (Furmark
 +
et al., 2002).
 +
 +
==== მიმდინარეობა და პროგნოზი ====
 +
ადამიანებს, რომლებსაც სოციალური ფობია დაუდგინდათ საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, სიმპტომები, საშუალოდ, 20-25 წლის განმავლობაში აღენიშნებოდათ (Davidson et al., 1993). როგორც უკვე ითქვა, ალკოჰოლიზმი და დეპრესია შემდგომი დაკვირვების პროცესში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პაციენტებთან დაფიქსირებულია განზრახ თვითდაზიანების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, როგორც ჩანს, ასეთი ქცევა გვხვდება მხოლოდ კომორბიდული მდგომარეობის
 +
დროს (მაგ., დეპრესიული აშლილობა და ალკოჰოლის ავად მოხმარება). (Schneier et al., 1992).
 +
 +
 +
 +
==წყარო==
 +
* [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 +
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:ფობიები]]
 
[[კატეგორია:ფობიები]]
 +
[[კატეგორია:სოციალური ფობიები]]
 +
[[კატეგორია:ფობიკურ-შფოთვითი აშლილობა]]

17:56, 15 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ფობია, სოციალური - (F40.1), (phobia, social), სხვა ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიში, რომელსაც თან სდევს სოციალური სიტუაციებისათვის თავის არიდება უფრო მასიური სოციალური ფობიები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და კრიტიკის შიშთან.

აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ჩივილებით:

  • სახის აწითლება;
  • ხელების ტრემორი;
  • გულისრევა;
  • ხშირი შარდვა.


ზოგჯერ პაციენტი დარწმუნებულია, რომ შფოთვის ეს მეორადი გამოვლინებები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. შესაძლოა სიმპტომების პროგრესირება და პანიკური შეტევების ხასიათში გადასვლა.

სარჩევი

კლინიკური სურათი

ამგვარი აშლილობისას პიროვნებას სოციალურ სიტუაციებში არაადეკვატური შფოთვა ეუფლება. მას ისეთი განცდა აქვს, რომ სხვები აკვირდებიან და აკრიტიკებენ მას. სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ სიტუაციებს და თუ ამას ვერ ახერხებენ, ბოლომდე არ ერთვებიან სიტუაციაში (მაგ., თავს არიდებენ საუბარში მონაწილეობას ან ისეთ ადგილას ჯდებიან, სადაც ნაკლებად მიიქცევენ ყურადღებას). ამგვარ სიტუაციებში აღმოჩენის პერსპექტივამაც კი შეიძლება პიროვნებაში საკმაოდ ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს.

შფოთვის გამომწვევ სიტუაციებს მიეკუთვნება რესტორნები, სასადილოები, წვეულებები, სემინარები, სხდომები და სხვა ღონისძიებები. ასეთ სიტუაციებში ყოფნისას პიროვნებას ისეთი განცდა უჩნდება, რომ მას აკვირდებიან. ზოგიერთი პაციენტი შფოთვას მრავალ განსხვავებულ სიტუაციაში განიცდის (გენერალიზებული სოციალური ფობია), ხოლო ზოგიერთ მათგანს შფოთვა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში ეუფლება (მაგ., სხვების თანდასწრებით წერისას, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ან მუსიკალურ ისნტრუმენტზე დაკვრისას). DSM-IV-ში ეს განსხვავებული სოციალური ფობიები ცალ-ცალკეა კლასიფიცირებული (მაგრამ არა ICD-10-ში).

სიმპტომები

სოციალური ფობიის მქონე ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხრილში მოცემული შფოთვის ნებისმიერი სიმპტომი, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად პაციენტები უხერხულობისაგან გამოწვეულ გაწითლებასა და ტრემორს უჩივიან. ისინი ხშირად შეპყრობილნი არიან იდეით, რომ სხვა ადამიანები მათ კრიტიკული თვალით აკვირდებიან, თუმცა აცნობიერებენ ამგვარი მოსაზრების უსაფუძვლობას.

კოგნიციები

კონცენტრირებულია შიშზე, რომელიც სხვათა მიერ კრიტიკული შეფასების შესაძლებლობით არის გამოწვეული.

სხვა პრობლემები

ზოგიერთი პაციენტი შფოთვითი სიმპტომების შესასუსტებლად ალკოჰოლს მოიხმარს. ალკოჰოლის ავადმოხმარება სხვა ფობიებზე უფრო სოციალური ფობიის დროს არის გავრცელებული. სოციალური ფობია, აგრეთვე, ალკოჰოლის ავადმოხმარების პრედიქტორს წარმოადგენს (Zimmermann et al., 2003). მას ხშირად თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. სუიციდის მცდელობა ამ ტიპის ფობიის მქონე პაციენტებთან უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში (Schneier et al., 1992).

სოციალური ფობიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-10-სა და DSM-IV-ის მიხედვით

(შემოკლებული ვერსია)*

ICD-10 DSM-IV
სოციალურ სიტუაციებში ყურადღების ცენტრში მოხვედრის ან უხერხული და სამარცხვინო ქცევის განხორციელების მკვეთრად გამოხატული შიში; ან ამგვარი სიტუაციებისთვის თავის არდება. უცნობი ადამიანების წინაშე წარდგომისას ან მათი ყურადღების ცენტრში ყოფნისას სამარცხვინო ქცევის განხორციელების შიში; ან ამგვარი სიტუაციებისათვის თავის არიდება
შიშის გამომწვევ სიტუაციებში შფოთვის ორი სიმპტომისა და დამატებით, სოციალური ფობიის სულ ცოტა ერთი რომელიმე

სიმპტომის (გაწითლება/ტრემორი, გულისრევის შიში, შარდვის ან დეფეკაციის შიში) არსებობა.|| -

მკვეთრად გამოხატული ემოციური დისტრესი. პიროვნება აცნობიერებს, რომ დისტრესი გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა პიროვნება აცნობიერებს, რომ შიში გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა. გავლენას ახდენს ფუნქციონირებაზე ან იწვევს მკვეთრად გამოხატულ დისტრესს
სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენს ან პრევალირებს მხოლოდ პიროვნებისათვის საშიშ სიტუაციებში ან მათი წარმოდგენისას -
სოციალური ფობია არ არის გამოწვეული სხვა ფსიქიკური აშლილობით სოციალური ფობია არ არის გამოწვეული სხვა ფსიქიკური აშლილობით
18 წელზე უფრო ახალგაზრდა ასაკის პიროვნებასთან სიმპტომები სულ ცოტა ექვსი თვის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს.
  • ICD-10-sa da DSM-IV-ში მოცემული კრიტერიუმების შედარების გასაიოლებლად ფორმულირებები პერეფრაზირებულია, ხოლო ზოგიერთი პუნქტების თანმიმდევრობა - შეცვლილი.

დებიუტი და განვითარება

სოციალური ფობია, ჩვეულებრივ, მოზარდობის ადრეულ პერიოდში იწყება. პირველი ეპიზოდი თავს იჩენს საზოგადოებრივ ადგილას ყოფნისას, უმეტეს შემთხვევაში, ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე. მოგვიანებით შფოთვა ამის მსგავს სიტუაციებშიც აღმოცენდება. შფოთვის განცდის ეპიზოდები თანდათანობით უფრო მწვავდება და პიროვნება სულ უფრო ხშირად არიდებს თავს ამგვარ სიტუაციებს.

არსებობს ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, სოციალური ფობია, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს. ესენია:

ეპიდემიოლოგია

შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით (US Study), ერთი წლის მანძილზე სოციალური ფობიის გავრცელების სიხშირე 7.4%-ს შეადგენდა. კლინიკურად მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გამოყენებისას ამ მაჩვენებელმა 18-54 წლის ადამიანებთან 3.7%-მდე იკლო. სოციალური ფობიების გავრცელების სიხშირე იმ მამაკაცებთან და ქალებთან, რომლებიც სამედიცინო დახმარებისათვის ექიმებს მიმართავენ, თითქმის ერთნაირია, თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვებისას ის ქალებთან ოდნავ უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე მამაკაცებთან (Kessler et al., 1994). როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სოციალური ფობია დეპრესიასთან და ალკოჰოლიზმთან არის ასოცირებული.

ეტიოლოგია

გენეტიკური ფაქტორები

აღმოჩნდა, რომ სოციალური ფობია (მაგრამ არა სხვა შფოთვითი აშლილობები) უფრო ხშირად გვხვდება ასეთი ფობიის მქონე ადამიანების ნათესავებთან, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის ჩამოყალიბებაში, სავარაუდოთ, გენეტიკური ფაქტორები მონაწილეობს (Fyer et al., 1993). სოციალური ფობია უფრო ხშირია გენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან, ვიდრე არაგენერალიზებული სოციალური ფობიის მქონე პრობანდების პირველი რიგის ნათესავებთან (Stein et al.,1998a). 2000-ზე მეტი მდედრობითი სქესის ტყუპების პოპულაციიდან მიღებულ შერჩევაში სოციალური ფობიის მქონე პრობანდებთან დადგენილი შედეგები შეესაბამება გარკვეულ მოდელს. ამ მოდელში ზომიერი გენეტიკური ზეგავლენა, რომელიც ვარიაბელობის ერთ მესამედზე ნაკლებს განაპირობებს, ურთიერთქმედებაში იმყოფება არასპეციფიკურ გარემო ფაქტორებთან (Kendler et al., 1992a).

განპირობება

სოციალური ფობიების უმრავლესობა იწყება შფოთვის უეცარი ეპიზოდით ისეთ ვითარებებში, რომლებიც ფობიის გამომწვევი ვითარებების მსგავსია. სავსებით შესაძლებელია, რომ ფობიკური სიმპტომების შემდგომი განვითარება, ნაწილობრივ, განპირობების მეშვეობით ხდება.

კოგნიტური ფაქტორები

სოციალური ფობიის ეტიოლოგიაში ძირითად კოგნიტურ ფაქტორს წარმოადგენს პიროვნების გაზვიადებული წუხილი იმის თაობაზე, რომ სოციალურ სიტუაციებში სხვა ადამიანების მიერ იქნება გაკრიტიკებული (ხშირად ამას "ნეგატიური შეფასების შიშს" უწოდებენ). ასეთ წუხილს თან ახლავს აზროვნების გარკვეული სტილი:

  • სოციალური ქცევის მეტისმეტად მაღალი სტანდარტები
  • უარყოფითი შეხედულება საკუთარ თავზე. მაგ., "მე მოსაწყენი ადამიანი ვარ."
  • სოციალურ სიტუაციებში საკუთარი ქცევის გადაჭარბებული კონტროლი

"მე"-ს შესახებ ინტრუზიული, ნეგატიური წარმოდგენები, რომლებსაც ადამიანი სხვას მიაწერსს.

სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ხშირად ითვისებენ „უსაფრთხო ქცევებს“, როგორიცაა, მაგ., მხედველობითი კონტაქტის თავიდან არიდება, რაც ართულებს მათ ნორმალურ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. (სოციალური ფობიის კოგნიტური მოდელის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Clark, 2001.

ნევროლოგიური მექანიზმები

სოციალური ფობიის მქონე პაციენტების PET-ით შესწავლის შედაგად დადგინდა, რომ მათთან, ანტიციპატორული შფოთვის დროს, გაძლიერებულია სისხლის მიმოქცევა მარჯვენა დორსოლატერულ პრეფრონტალურ კორტექსში, მარცხენა ქვედა საფეთქლის წილის ქერქში და მარცხენა ჰიპოკამპისა და ამიგდალას უბანში. აქტივაციის ეს პატერნი იგივეა, რაც ჯანსაღ ადამიანთან მოლოდინის შფოთვის დროს დადგენილი პატერნი, იმ განსხვავებით, რომ: ა) ჯანსაღ ადამიანთან ასეთ დროს ამიგდალა არ არის აქტივირებული და ბ) სოციალური ფობიის დროს აქტივაცია უფრო დიდ უბანს მოიცავს (Tilfors et al., 2001). ამ აღმოჩენების ფუნქციონური მნიშვნელობა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ამიგდალა წარმოადგენს თავის ტვინის უბანს, რომელიც მონაწილეობს საფრთხეზე რეაგირებაში. ციტალოპრამით ან კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით მკურნალობა აქვეითებს სისხლის მიმოქცევას ამიგდალაში და მასთან დაკავშირებულ თავის ტვინის უბნებში (Furmark et al., 2002).

მიმდინარეობა და პროგნოზი

ადამიანებს, რომლებსაც სოციალური ფობია დაუდგინდათ საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, სიმპტომები, საშუალოდ, 20-25 წლის განმავლობაში აღენიშნებოდათ (Davidson et al., 1993). როგორც უკვე ითქვა, ალკოჰოლიზმი და დეპრესია შემდგომი დაკვირვების პროცესში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პაციენტებთან დაფიქსირებულია განზრახ თვითდაზიანების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, როგორც ჩანს, ასეთი ქცევა გვხვდება მხოლოდ კომორბიდული მდგომარეობის დროს (მაგ., დეპრესიული აშლილობა და ალკოჰოლის ავად მოხმარება). (Schneier et al., 1992).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები