სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში''' - Social Psychology in Georgia - Социальная п...)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
1960-იანი წლებიდან ინსტიტუტში შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. მათგან წამყვანი ადგილი სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებათა კვლევამ დაიკავა ([[ბალიაშვილი მარინა|მ. ბალიაშვილი]], 1980; გ. მაღრაძე, 1980; დ. ჩარკვიანი, 1980. ვ. ჭელიძე, 1978). ეს სამუშაო შ. ნადირაშვილმა განაზოგადა წიგნის „განწყობის ფსიქოლოგია” II ტომში (1983 წ.). ამ ყოველივემ სოციალური ფსიქოლოგიის დარგის განვითარებას მტკიცე საფუძველი შეუქმნა და ქართული ფსიქოლოგია თანამედროვე ეპოქის გამოწვევებისადმი მოამზადა.  
 
1960-იანი წლებიდან ინსტიტუტში შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. მათგან წამყვანი ადგილი სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებათა კვლევამ დაიკავა ([[ბალიაშვილი მარინა|მ. ბალიაშვილი]], 1980; გ. მაღრაძე, 1980; დ. ჩარკვიანი, 1980. ვ. ჭელიძე, 1978). ეს სამუშაო შ. ნადირაშვილმა განაზოგადა წიგნის „განწყობის ფსიქოლოგია” II ტომში (1983 წ.). ამ ყოველივემ სოციალური ფსიქოლოგიის დარგის განვითარებას მტკიცე საფუძველი შეუქმნა და ქართული ფსიქოლოგია თანამედროვე ეპოქის გამოწვევებისადმი მოამზადა.  
  
ინტენსიურად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა: აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია (შ. ჩხარტიშვილი); სოციალური მოლოდინები (მ. გომელაური); ვერბალური შეტყობინების, დიალოგის ტექსტის ჩამოყალიბების ეფექტები (რ. მშვიდობაძე) (ფსიქოლინგვისტიკა საქართველოში); სოციალურ განწყობათა სტრუქტურის დინამიკა ([[ჩხეიძე თინათინ|თ. ჩხეიძე]]); შრომითი განწყობები (დ. ჩარკვიანი); კონფორმიზმი (გ. მაღრაძე, ც. ვახანია);  სოციალურ გარმოსთან პიროვნების ურთიერთქმედების მოდელები (ნ. სარჯველაძე); სოციალური ზეგავლენა (დ. ნადირაშვილი); სოციალური კაპიტალი (ვ. ნადარეიშვილი); ანტისოციალური ქცევა (თ. გოგოტიშვილი, ქ. ჩიგოგიძე); მორალური განვითარება (ლ. არუთინოვი, მ. ბალიაშვილი, [[ვახანია ზურაბი|ზ. ვახანია]]); ლიდერობა (ბ. ქოჩორაძე, გ. ყიფიანი, დ. ჩარკვიანი, ე. კერესელიძე, კ. კოპალიანი);  დევიაცია (ვ. ნადარეიშვილი); ოჯახური კონფლიქტები (რ. ფხაკაძე); ეთნიკური ურთიერთობები (გ. სამსონაძე, ნ. ბურდული, ნ. ცხვედაძე, მ. ხარშილაძე); ადიქცია (ა. ბარამიძე); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. ბერეკაშვილი, მ. ბალიაშვილი, მ. კეკელია); პიროვნული, სოციალური, ტერიტორიული იდენტობა (გ. ყიფიანი, ნ. ჭავჭავაძე); სამოქალაქო აქტიურობა (გ. ნიჟარაძე, გ. ყიფიანი); სოციალური ვალდებულება (მ. ბალიაშვილი); პასუხისმგებლობა (ი. ჩაქიაშვილი); აპროპრიაცია ანუ მისაკუთრება (გ. ჩაგანავა); პერსონალიზებული ობიექტების აღქმა (ლ. ჩხიკვიშვილი); მიღების ზონა (ნ. ბურდული); ეთნოსოციოგრამები (ნ. ცხვედაძე); საზოგადოების მასობრივი ცნობიერების თავისებურებები პოსტსაბჭოთა [[საქართველო|საქართველოში]] (ე. ჩომახიძე); ეთნიკური ჯგუფების სოციალურ განწყობათა თავისებურება მულტიკულტურულ რეგიონში (მ. ხარშილაძე); ეგოცენტრიზმი (ზ. ვახანია);  აგრესია (მ. მელიქიშვილი, ზ. ვახანია) და სხვა.
+
ინტენსიურად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა: აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია (შ. ჩხარტიშვილი); სოციალური მოლოდინები (მ. გომელაური); ვერბალური შეტყობინების, დიალოგის ტექსტის ჩამოყალიბების ეფექტები (რ. მშვიდობაძე) (ფსიქოლინგვისტიკა საქართველოში); სოციალურ განწყობათა სტრუქტურის დინამიკა ([[ჩხეიძე თინათინ|თ. ჩხეიძე]]); შრომითი განწყობები (დ. ჩარკვიანი); კონფორმიზმი (გ. მაღრაძე, ც. ვახანია);  სოციალურ გარმოსთან პიროვნების ურთიერთქმედების მოდელები ([[სარჯველაძე ნოდარ|ნ. სარჯველაძე]]); სოციალური ზეგავლენა (დ. ნადირაშვილი); სოციალური კაპიტალი (ვ. ნადარეიშვილი); ანტისოციალური ქცევა (თ. გოგოტიშვილი, ქ. ჩიგოგიძე); მორალური განვითარება (ლ. არუთინოვი, მ. ბალიაშვილი, [[ვახანია ზურაბი|ზ. ვახანია]]); ლიდერობა (ბ. ქოჩორაძე, გ. ყიფიანი, დ. ჩარკვიანი, ე. კერესელიძე, კ. კოპალიანი);  დევიაცია (ვ. ნადარეიშვილი); ოჯახური კონფლიქტები (რ. ფხაკაძე); ეთნიკური ურთიერთობები (გ. სამსონაძე, ნ. ბურდული, ნ. ცხვედაძე, მ. ხარშილაძე); ადიქცია (ა. ბარამიძე); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. ბერეკაშვილი, მ. ბალიაშვილი, მ. კეკელია); პიროვნული, სოციალური, ტერიტორიული იდენტობა (გ. ყიფიანი, ნ. ჭავჭავაძე); სამოქალაქო აქტიურობა (გ. ნიჟარაძე, გ. ყიფიანი); სოციალური ვალდებულება (მ. ბალიაშვილი); პასუხისმგებლობა (ი. ჩაქიაშვილი); აპროპრიაცია ანუ მისაკუთრება (გ. ჩაგანავა); პერსონალიზებული ობიექტების აღქმა (ლ. ჩხიკვიშვილი); მიღების ზონა (ნ. ბურდული); ეთნოსოციოგრამები (ნ. ცხვედაძე); საზოგადოების მასობრივი ცნობიერების თავისებურებები პოსტსაბჭოთა [[საქართველო|საქართველოში]] (ე. ჩომახიძე); ეთნიკური ჯგუფების სოციალურ განწყობათა თავისებურება მულტიკულტურულ რეგიონში (მ. ხარშილაძე); ეგოცენტრიზმი (ზ. ვახანია);  აგრესია (მ. მელიქიშვილი, ზ. ვახანია) და სხვა.
  
 
[[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ექსპერიმენტულად და ემპირიულად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური თემები: სოციალური განწყობები (რ. ქვარცხავა, შ. აბზიანიძე, გ. მაღრაძე, რ. ჯორბენაძე); სოციალური შედარება (თ. აბაშიძე, ი. ჟვანია); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. სუმბაძე, გ. თარხან-მოურავი, მ. წერეთელი, მ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ლ. სურმანიძე); შრომითი სოციალური განწყობები (გ. გოროშიძე, ნ. ხვედელიძე).
 
[[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] ექსპერიმენტულად და ემპირიულად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური თემები: სოციალური განწყობები (რ. ქვარცხავა, შ. აბზიანიძე, გ. მაღრაძე, რ. ჯორბენაძე); სოციალური შედარება (თ. აბაშიძე, ი. ჟვანია); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. სუმბაძე, გ. თარხან-მოურავი, მ. წერეთელი, მ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ლ. სურმანიძე); შრომითი სოციალური განწყობები (გ. გოროშიძე, ნ. ხვედელიძე).

11:31, 21 ნოემბერი 2019-ის ვერსია

სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში - Social Psychology in Georgia - Социальная психология в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos სწავლება, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში სოციალური ფსიქოლოგია. საქართველოში სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების სისტემატური ექსპერიმენტულ-ემპირიული კვლევა დაიწყო 1960-იან წლებში ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სოციალური ფსიქოლოგიის ახალჩამოყალიბებულ განყოფილებაში (ხელმძღვანელი − შ. ნადირაშვილი). მუშაობის მიზანი იყო არა მხოლოდ სოციალურ-ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა ჩართვა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის სისტემაში (განწყობის თეორია), არამედ აგრეთვე საკუთრივ აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური მოვლენების შესწავლა და გააზრება, აგრეთვე სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონების უნივერსალურობის გარკვევა. იმ დროისთვის უკვე შესუსტდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მარწუხები, გაფართოვდა თვით განწყობის ცნებაც და სპეციფიკურ ადამიანურ სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბებისა და ცვლილების/შეცვლის კვლევა გახდა შესაძლებელი.

საგულისხმოა, რომ სოციალური ფსიქოლოგია საზღვარგარეთ (აშშ-ში) სწორედ სოციალური განწყობის გამოვლინების, დამოკიდებულება-ატიტუდის კვლევით დაიწყო. ეს იყო უ. თომასისა და ფ. ზნანეცკის ხუთტომეული ემპირიული გამოკვლევა „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში” (1918-1920 წ). დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისთვის ბუნებრივად დადგა სოციალურ განწყობათა კვლევის ამოცანა.

1960-იანი წლებიდან ინსტიტუტში შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. მათგან წამყვანი ადგილი სოციალურ განწყობათა ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებათა კვლევამ დაიკავა (მ. ბალიაშვილი, 1980; გ. მაღრაძე, 1980; დ. ჩარკვიანი, 1980. ვ. ჭელიძე, 1978). ეს სამუშაო შ. ნადირაშვილმა განაზოგადა წიგნის „განწყობის ფსიქოლოგია” II ტომში (1983 წ.). ამ ყოველივემ სოციალური ფსიქოლოგიის დარგის განვითარებას მტკიცე საფუძველი შეუქმნა და ქართული ფსიქოლოგია თანამედროვე ეპოქის გამოწვევებისადმი მოამზადა.

ინტენსიურად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემატიკა: აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია (შ. ჩხარტიშვილი); სოციალური მოლოდინები (მ. გომელაური); ვერბალური შეტყობინების, დიალოგის ტექსტის ჩამოყალიბების ეფექტები (რ. მშვიდობაძე) (ფსიქოლინგვისტიკა საქართველოში); სოციალურ განწყობათა სტრუქტურის დინამიკა (თ. ჩხეიძე); შრომითი განწყობები (დ. ჩარკვიანი); კონფორმიზმი (გ. მაღრაძე, ც. ვახანია); სოციალურ გარმოსთან პიროვნების ურთიერთქმედების მოდელები (ნ. სარჯველაძე); სოციალური ზეგავლენა (დ. ნადირაშვილი); სოციალური კაპიტალი (ვ. ნადარეიშვილი); ანტისოციალური ქცევა (თ. გოგოტიშვილი, ქ. ჩიგოგიძე); მორალური განვითარება (ლ. არუთინოვი, მ. ბალიაშვილი, ზ. ვახანია); ლიდერობა (ბ. ქოჩორაძე, გ. ყიფიანი, დ. ჩარკვიანი, ე. კერესელიძე, კ. კოპალიანი); დევიაცია (ვ. ნადარეიშვილი); ოჯახური კონფლიქტები (რ. ფხაკაძე); ეთნიკური ურთიერთობები (გ. სამსონაძე, ნ. ბურდული, ნ. ცხვედაძე, მ. ხარშილაძე); ადიქცია (ა. ბარამიძე); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. ბერეკაშვილი, მ. ბალიაშვილი, მ. კეკელია); პიროვნული, სოციალური, ტერიტორიული იდენტობა (გ. ყიფიანი, ნ. ჭავჭავაძე); სამოქალაქო აქტიურობა (გ. ნიჟარაძე, გ. ყიფიანი); სოციალური ვალდებულება (მ. ბალიაშვილი); პასუხისმგებლობა (ი. ჩაქიაშვილი); აპროპრიაცია ანუ მისაკუთრება (გ. ჩაგანავა); პერსონალიზებული ობიექტების აღქმა (ლ. ჩხიკვიშვილი); მიღების ზონა (ნ. ბურდული); ეთნოსოციოგრამები (ნ. ცხვედაძე); საზოგადოების მასობრივი ცნობიერების თავისებურებები პოსტსაბჭოთა საქართველოში (ე. ჩომახიძე); ეთნიკური ჯგუფების სოციალურ განწყობათა თავისებურება მულტიკულტურულ რეგიონში (მ. ხარშილაძე); ეგოცენტრიზმი (ზ. ვახანია); აგრესია (მ. მელიქიშვილი, ზ. ვახანია) და სხვა.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერიმენტულად და ემპირიულად მუშავდებოდა აქტუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური თემები: სოციალური განწყობები (რ. ქვარცხავა, შ. აბზიანიძე, გ. მაღრაძე, რ. ჯორბენაძე); სოციალური შედარება (თ. აბაშიძე, ი. ჟვანია); გენდერი და გენდერული სტერეოტიპები (ნ. სუმბაძე, გ. თარხან-მოურავი, მ. წერეთელი, მ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ლ. სურმანიძე); შრომითი სოციალური განწყობები (გ. გოროშიძე, ნ. ხვედელიძე).

დაიწერა და გამოიცა სოციალური ფსიქოლოგიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები:

გამოიცა, აგრეთვე, სოციალური ფსიქოლოგიის ცალკეული პრობლემისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები:


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები