სპარსანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარსანგელოზი – როდესაც სპარსელებს საქართველოდან ტყვეები წაუსხამთ, მათ შორის ერთი მოხევის ქალიც ყოფილა, ბავშვიანი ქალი ათენგენობის წინა დღით აკვანთან მჯდარა დაღონებული და წვერის ანგელოზის დღესასწაულზე ოცნებობდა. ამ დროს სჩვენებია ანგელოზი და უთქვამს: ადექ, ნუ ტირი. თაროდან გამოიღე ჩემი საყურე და ხევის გზას გაუდექიო. დღე მე დაგმალავ და ღამე ჩემს ნათელზე გატარებო. იქვე ხარიც გაჩენილა, სპარსანგელოზი ხარის რქაზე დამჯდარა და ქალს წინ გაძღოლია.

სნოში ქალი ათენგენობას მისულა და მაშინვე წვერისანგელოზში ასულა, საყურე აქ ყოჩის ჯვრისთვის შეუბამს, ხარიც დაუკლავთ და სპარსანგელოზიც იქ დაფრენილა. ამ დროიდან წვერისანგელოზს სპარსეთიდან მოსული ანგელოზის სახელი „სპარსანგელოზი" უწოდა. მაგრამ სპარსაანგელოზი რაღაც მიზეზის გამო აქ არ დგებოდა თურმე და დაფრინავდა. ერთხელ ის ყუროს მთისკენ გაფრენილა, მაგრამ მონადირე ვინმე გურაპეტს მოუხელავს და უკან მოუყვანია. ამით გურაპეტს სპარსანგელოზი წილში ჩაუდვია და სპარსანგელოზობის დღეობაში დაკლული კურატის ბეჭს აძლევდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები