სპარსეთის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
* მონები (მარიკა).
 
* მონები (მარიკა).
  
სპარსეთში [[სამხედრო სამსახური]] სავალდებულო იყო ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. სამხედრო სამსახურიდან [[მეომარი|მეომრის]] დათხოვნა მხოლოდ მეფეს შეეძლო. ხუთ წლამდე სპარსელი ბიჭები მამებს არ ენახვებოდნენ და სახლში ქალებისათვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათ მშვილდ-ისრის ხმარებას და ცხენოსნობას ასწავლიდნენ.  
+
სპარსეთში [[სამხედრო სამსახური]] სავალდებულო იყო ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. სამხედრო სამსახურიდან [[მეომარი|მეომრის]] დათხოვნა მხოლოდ მეფეს შეეძლო. ხუთ წლამდე სპარსელი ბიჭები მამებს არ ენახვებოდნენ და სახლში ქალებისათვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათ [[მშვილდი|მშვილდ]]-ისრის ხმარებას და ცხენოსნობას ასწავლიდნენ.  
  
 
ისტორიკოს სტრაბონის მიხედვით სპარსელები არმიაში მსახურს 24 წლის ასაკიდან იწყებდნენ და 4 წელიწადი მსახურობდნენ. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან [[რაზმი (სამხედრო)|რაზმებში]] ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. [[ქსენოფონტი|ქსენოფონტის]] მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ.
 
ისტორიკოს სტრაბონის მიხედვით სპარსელები არმიაში მსახურს 24 წლის ასაკიდან იწყებდნენ და 4 წელიწადი მსახურობდნენ. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან [[რაზმი (სამხედრო)|რაზმებში]] ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. [[ქსენოფონტი|ქსენოფონტის]] მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ.

16:39, 14 მაისი 2020-ის ვერსია

ქვეითები სპარსეთის არმიაში

სპარსეთის არმია – სპარსეთის სახელმწიფო სისტემა შუა საუკუნოვანი ფეოდალიზმის მსგავსი იყო:

  • დიდებულები (აზატა),
  • გლეხები (ბანდაკა)
  • მონები (მარიკა).

სპარსეთში სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. სამხედრო სამსახურიდან მეომრის დათხოვნა მხოლოდ მეფეს შეეძლო. ხუთ წლამდე სპარსელი ბიჭები მამებს არ ენახვებოდნენ და სახლში ქალებისათვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათ მშვილდ-ისრის ხმარებას და ცხენოსნობას ასწავლიდნენ.

ისტორიკოს სტრაბონის მიხედვით სპარსელები არმიაში მსახურს 24 წლის ასაკიდან იწყებდნენ და 4 წელიწადი მსახურობდნენ. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან რაზმებში ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. ქსენოფონტის მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ.

სპარსეთის არმია ხაზარაბებად (ხაზარა სპარსულად ნიშნავს ათასს) იყოფოდა. ათასეულს ხაზარაპატიში (ათასისთავი) მეთაურობდა. ათასეული ათ ასეულად (საგაბამ) იყოფოდა. ასეულები იყოფოდნენ დატაბამებად (ათეული). ათასეულის მეთაურს დამხმარეები ჰყავდა, რომლებიც დანაყოფის მართვაში ეხმარებოდნენ. ათი ათასეული (ბაივარაბი) 10000-იან შენაერთად ერთიანდებოდა. როდესაც მეომარი სპარსეთის ცხენოსან ჯარში ირიცხებოდა, ის სახელმწიფოსაგან ღებულობდა ცხენს.

უკვდავები

სარჩევი

უკვდავები

სპარსეთის არმიის ყველაზე სახელგანთქმული და მძლავრი შენაერთი უკვდავთა გვარდია იყო. გვარდიამ ეს სახელი იმის გამო მიიღეს, რომ მათი რაოდენობა მუდმივად 10000 გახლდათ (როდესაც ნაწილი დაიხოცებოდა მაშინვე ავსებდნენ, ამიტომ უკვდავების რიცხვი არ იცვლებოდა).

უკვდავები მთელს სპარსეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ და კარგად ფლობდნენ ყველანაირ იარაღს. ისინი ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ მეფეს და ბრძოლისას მტრისაგან იცავდნენ. მეფე მათ ყოველთვის არ აბრძოლებდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა. ლაშქრობის დროს უკვდავების რაზმები მეფის გარშემო, წინ და უკან იდგნენ. ათას ცხენოსანს ათასი ქვეითი მისდევდა, შემდეგ ისევ ცხენოსნები იყვნენ, შემდეგ ქვეითები და ა.შ. უკვდავები მხოლოდ ქვეითები იყვნენ, ცხენოსნები კი სხვადასხვა დანაყოფიდან მეფის დაცვისთვის გამოყოფილი საუკეთესო საკავალერიო ნაწილები.

უკვდავთა შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოს ვერცხლის ან ოქროს სფერო წარმოადგენდა. პირადად მეფის ეტლს ათასი შუბოსანი უკვდავი იცავდა, რომლებიც უკვდავთა შორის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები იყვნენ. მათ ოქროთი მორთული იარაღი და აღჭურვილობა ჰქონდათ. მეფის ეტლის მცველი უკვდავების შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოზე დამაგრებული იყო ოქროსგან დამზადებული ვაშლის ფორმის ბირთვი, რის გამოც ამ ჯარისკაცებს „ვაშლოსნებს“ ეძახდნენ. სწორედ ამ ოქროს „ვაშლით“ გამოირჩეოდნენ ისინი სხვა უკვდავებისაგან. ეს სამხედრო შენაერთი მხოლოდ და მხოლოდ სპარსელი დედებულების ვაჟებისაგან შედგებოდა, დანარჩენი უკვდავები კი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ გახლდნენ. ვაშლოსნების ათასეული ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი მეფის წინ იდგა, მეორე უკან. ქვეითი უკვდავების გარდაარსებობდა კიდევ ერთი ელიტალური შენაერთი, რომელიც 10000 შესანიშნავად აღჭურვილი და გაწვრთნილი მხედრისგან შედგებოდა. ცხენოსნები მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, რადგან სპარსელი დიდებულისთვის ფეხით სიარული და ბრძოლა სირცხვილად ითვლებოდა.

სპარბარა

ძველი აღმოსავლეთის ყველაზე ტრადიციული ტაქტიკა მშვილდოსნების გამოყენება იყო. აღმოსავლეთში მშვილდოსნებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ვიდრე დასავლეთში, სადაც უფრო ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობდა. სპარსელი მშვილდოსნები წყვილებად მოქმედებდნენ. ერთს დიდი ფარი ეჭირა, მეორეს კი მშვილდ-ისარი. ფარიანი მეომარი მშვილდიანს იცავდა მტრის ისრებისაგან, დაცული, მეწყვილის ფარს ამოფარებული მშვილდოსანი კი მტერს ისრებს უშენდა. ასეთ ფაროსან-მშვილდოსანი წყვილების რაზმებს სპარსელები „სპარბარას“ უწოდებდნენ (სპარა ამ მშვილდოსანთა წყვილის დიდ დამცავ ფარს ერქვა).

ბრძოლაში სპარბარა შემდეგნაირად მოქმედებდა: წინა რიგის მეომრები ფარებს აფარებდნენ მეორე რიგის მშეილდოსნებს, შემდეგ ისევ ფარიანები მოდიოდნენ, შემდეგ მშვილდოსნები და ა.შ.


სპარსეთის სამეფოს ოლქებში, ანუ სატრაპიებში შეკრებილ ქვეითებს ტაკაბარა უწოდებდა. ასევე ამ სახელით მოიხსენიებდნენ თვითონ სპარსელ მსუბუქ ქვეით ჯარისკაცებს. ტაკაბარას მეომარს ჰქონდა მრგვალი ფარი, შუბი და მახვილი. ტაკაბარა სპარსეთის არმიის მთავარი ნაწილი იყო და რიცხოვნობით ყველა სხვა შენაერთს სჯობნიდა.

სპარსული საბრძოლო ეტლის მოდელი

მშვილდოსან-ფაროსნები ე.წ. ტაკაბარა

მართალია დიდი ფარი სპარა სპარსელ მშვილდოსნებს მტრის ისრებისაგან იცავდა, მაგრამ არ შეეძლო მახვილისთვის და შუბისთვის გაეძლო, ამიტომ სპარსელ მშვილდოსნების რიგებში პოპულარული გახდა ნახევარმთვარისებური ხის და ტყავის ფარი ბრინჯაოს ნაწილებით. ასეთი ფარით შეიძლებოდა ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა და მტრის დარტყმების მოგერიება. სპარსელები ასეთ ფარს „ტაკას“ უწოდებდნენ. ანალოგიურ ფარებს ბერძენი და მაკედონელი პელტასტებიც იყენებდნენ. ცხენოსანი-ფაროსნები.

დაახლოებით ძვ.წ. VI საუკუნიდან სპარსეთის ჯარში გაჩნდა ცხენოსანი-ფაროსნების დანაყოფი. მანამდე სპარსულ კავალერიას ფარები არ ჰქონდა. თავდაპირველად ფაროსან კაეალერიას საკები ანუ სკვითები იყენებდნენ, შემდეგ კი სპარსელებმაც დაიწყეს პატარა სპარა ფარების გამოყენება. ამას გარდა სპარსელთა კავალერია მსუბუქ აბჯარსაც იყენებდა.

მძიმე კავალერია

სპარსელთა მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითებს არ შესწევდათ ძალა დიდხანს გაეძლოთ მტრის მძიმე ქვეითების შეტევისათვის (მაგალითად ბერძენ-სპარსელთა ომების დროს სპარსელთა მსუბუქი ქვეითი ჯარი ბერძენთა ჰოპლიტებს ვერ უძლებდა). სპარსელებს მძიმე ქვეითები არ ჰყოლიათ და მთელი ქვეითი არმია მსუბუქი მეომრებისაგან შედგებოდა. ამიტომ მტრის მძიმე ქვეითების წინააღმდეგ სპარსელებმა მძიმე კავალერია გამოიყენეს.

მძიმე კავალერიასთან ერთად სპარსელებმა დაიწყეს ეტლების გამოყენება, რომლის ბორბლებზე ცელებს ამაგრებდნენ. სწორ ველზე მძიმედ შეაბჯრული ცხენოსნები და ცელიანი ეტლები საზარელ ძალას წარმოადგენდა და მტრისათვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. სპარსელთა ჯარის განუყრელი ნაწილი იყო ბერძენი მოქირავნეები, რომლებიც დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის როგორც შიდა ასევე გარე საქმეებში და დიდი ძალა გააჩნდათ. ბერძენი მოქირავნეები სპარსელ ქვეითებზე ბევრად კარგად იყვნენ შეიარაღებულები და აღჭურვილი. ისინი ტრადიციული ბერძნული სტილით იბრძოდნენ ფალანგაში.

სპარსეთის არმიაში სხვადასხვა ქვეყნიდან დაქირავებული მეომრების დიდი რაოდენობა იყო. ბერძნების გარდა აქ იყვნენ ბარბაროსული ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც რამდენიმე ანტიკური ისტორიკოსი „კარდაკის“ სახელით მოიხსენიებს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით კარდაკები ელიტალური დანაყოფი იყო და მეფის სასახლეს იცავდა. შეიძლება ეს უბრალოდ მთელი არმიის დასახელებაა, რადგან ისტორიული წყაროების მიხედვით კარდაკი 100000 ქვეითისა და 20000 ცხენოსნისაგან შედგებოდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები