სპარსეთის ყურის ომი 1991

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სპარსეთის ყურის ომი 1991''' -  ქუვეითის ომი 1991 წლის 17 იანვარი – 6 მარტი, გაეროს 34 წევრი ქვეყნის შეიარაღებული
+
'''სპარსეთის ყურის ომი 1991''' -  ქუვეითის [[ომი]] 1991 წლის 17 იანვარი – 6 მარტი, გაეროს 34 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ოპერაცია ერაყის [[არმია|არმიის]] წინააღმდეგ მისი განადგურებისა და ქუვეითის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.
ძალების სტრატეგიული ოპერაცია ერაყის [[არმია|არმიის]] წინააღმდეგ მისი განადგურებისა და ქუვეითის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.
+
  
 
ომის მიზეზი იყო ერაყის მიერ ქუვეითის ტერიტორიის დაპყრობა (1990 წლის აგვისტო). გაეროს უშიშროების საბჭომ, [[აშშ]]-ის ინიციატივით, ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღი, ხოლო 29 ნოემბერს სამხედრო ძალების გამოყენების ნება დართო
 
ომის მიზეზი იყო ერაყის მიერ ქუვეითის ტერიტორიის დაპყრობა (1990 წლის აგვისტო). გაეროს უშიშროების საბჭომ, [[აშშ]]-ის ინიციატივით, ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღი, ხოლო 29 ნოემბერს სამხედრო ძალების გამოყენების ნება დართო
ხაზი 13: ხაზი 12:
 
ქუვეითის ტერიტორია და ერაყის სამხრეთ რაიონებში შეიჭრნენ.  
 
ქუვეითის ტერიტორია და ერაყის სამხრეთ რაიონებში შეიჭრნენ.  
  
28 თებერვალს, აშშ-ის ინიციატივით, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, ხოლო 6 მარტს მოხდა დაზავება. ერაყის არმიამ მძიმე დამარცხება განიცადა.
+
28 თებერვალს, აშშ-ის ინიციატივით, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, ხოლო 6 მარტს მოხდა [[დაზავება]]. ერაყის არმიამ მძიმე დამარცხება განიცადა.
  
  

12:40, 20 ნოემბერი 2017-ის ვერსია

სპარსეთის ყურის ომი 1991 - ქუვეითის ომი 1991 წლის 17 იანვარი – 6 მარტი, გაეროს 34 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ოპერაცია ერაყის არმიის წინააღმდეგ მისი განადგურებისა და ქუვეითის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.

ომის მიზეზი იყო ერაყის მიერ ქუვეითის ტერიტორიის დაპყრობა (1990 წლის აგვისტო). გაეროს უშიშროების საბჭომ, აშშ-ის ინიციატივით, ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღი, ხოლო 29 ნოემბერს სამხედრო ძალების გამოყენების ნება დართო ქუვეითის გათავისუფლების მიზნით.

გაეროს ეგიდით გამოსული მრავალეროვანი ძალების (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ზოგიერთი არაბული ქვეყნებისა და სხვა კონტინგენტები) სტრატეგიული გაშლისათვის სამხედრო მოქმედებების ასპარეზზე 1991 წლის აგვისტო-იანვრის I ნახევარში ჩატარდა ოპერაცია „ფარი უდაბნოში”. ქუვეითის და ერაყის სამხრეთ საზღვართან და მიმდებარე საზღვაო თეატრზე გაიშალა 16 დივიზია (დაახლოებით 800 ათ. კაცი, 3,7 ათ. ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 4 ათ. ტანკი, 4 ათ. თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 170 ხომალდი; ამერიკელი გენერალი ნ. შვარცკოპფი).

მრავალეროვანი ძალების სტრატეგიული ოპერაცია „გრიგალი უდაბნოში” დაიწყო საჰაერო მომზადებით (1991 წლის 17 იანვარი – 23 თებერვალი), რომლის დროს ავიაციამ მასირებული დარტყმებით დაანგრია ერაყელთა მართვისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, დააზიანა უმნიშვნელოვანესი სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო ობიექტები ერაყის ტერიტორიაზე.

24 თებერვალს დაიწყო საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია. მრავალეროვანი ძალების დამრტყმელმა დაჯგუფებებმა მოკლე ხანში გაათავისუფლეს ქუვეითის ტერიტორია და ერაყის სამხრეთ რაიონებში შეიჭრნენ.

28 თებერვალს, აშშ-ის ინიციატივით, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, ხოლო 6 მარტს მოხდა დაზავება. ერაყის არმიამ მძიმე დამარცხება განიცადა.


მოკლული იყო 50 ათ-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი, დაჭრილი – 50 ათ., ტყვედ ჩავარდა 60 ათ. კაცი. საბრძოლო მოქმედებათა ზონაში ერაყელთა მთელი მძიმე ტექნიკა განადგურდა ან მოწინააღმდეგეებს ჩაუვარდა ხელთ.

ასეთ ზარალთან შედარებით კოალიციის დანაკლისი უმნიშვნელო იყო. მთლიანობაში მოკლულთა და დაჭრილთა სახით მათ დაკარგეს, შესაბამისად, 149 და 513 ადამიანი.

საბრძოლო დანაკარგების ასეთი შეფარდება ერაყელთა დაბალი ბრძოლისუნარიანობისა და კრიზისული მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი არმია ცოცხალი ძალის, ტანკებისა და ლულიანი არტილერიის რაოდენობით რამდენადმე სჭარბობდა მოწინააღმდეგეს, ეკავა გამაგრებული პოზიციები და აწარმოებდა მოგერიებით ბრძოლას.


წყარო

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები