სტიმულატორების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კლინიკური ეფექტები)
(კლინიკური ეფექტები)
ხაზი 33: ხაზი 33:
 
|-
 
|-
 
| [[შფოთვა]], [[დეპრესია]], ანტისოციალური ქცევა, [[პარანოიდული ფსიქოზი]].
 
| [[შფოთვა]], [[დეპრესია]], ანტისოციალური ქცევა, [[პარანოიდული ფსიქოზი]].
 +
|-
 
|}
 
|}
  

15:57, 19 ივნისი 2019-ის ვერსია

სტიმულატორების ავადმოხმარება- სტიმულატორებს განეკუთვნება ამფეტამინები და მათი მონათესავე პრეპარატები, როგორებიცაა ფენმეტრაზინი და მეთილფენიდატი.

სარჩევი

ამფეტამინი

დღესდღეობით ამფეტამინები თითქმის ამოღებულია სამედიცინო პრაქტიკიდან. მათ იყენებენ მხოლოდ ბავშვებთან, ჰიპერკინეტიკური სინდრომის და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ. ითვლება, რომ ამფეტამინების, როგორც ფსიქომოტორული სტიმულატორების, ეფექტებს განაპირობებს მათი უნარი - მოახდინონ დოფამინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების გამონთავისუფლება და ბლოკირება.

ეპიდემიოლოგია

ბრიტანეთში სტიმულატორებიდან ყველაზე უფრო ხშირად ამფეტამინები გამოიყენება, ხოლო აშშ-ში - კოკაინი. NSDUH-ის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2003 წელს შეერთებული შტატების მოსახლეობის 9%-ს ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა, ერთხელ მაინც აქვს მიღებული რომელიმე სტიმულატორი, ხოლო 0.5% შეიძლება მათ მომხმარებლად ჩაითვალოს (SMHSA, 2004).

ბრიტანეთის 16-დან 29 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ჰქონდა ამფეტამინები გასინჯული, ხოლო 2%-ს - ისინი ერთი წლით ადრე ჰქონდა მიღებული (Ramsay et al., 2001). ნარკომოხმარების სპეციალიზებული სამსახურების პაციენტთა დაახლოებით 10% იყენებდა ამფეტამინებს, როგორც ძირითად ნარკოტიკულ ნივთიერებას, ხოლო დანარჩენი 10% - როგორც მეორად ნარკოტიკს, რომლის გამოყენებაც, ჩვეულებრივ, ოპიატებთან ერთად ხდებოდა. მათგან თითქმის ნახევარი ამფეტამინებს ინიექციის გზით იღებდა და, აქედან გამომდინარე, საკუთარ ჯანმრთელობას ინტრავენური მოხმარებით გამოწვეული რისკის ქვეშ აყენებდა (Seivewright and McMahon, 1996).

წარსულში სტიმულატორებზე დამოკიდებულებას უმთავრესად ექიმების წინდაუხედაობა იწვევდა, რადგან ისინი ხშირად უნიშნავდნენ პაციენტებს ამ პრეპარატებს. დღესდღეობით ამფეტამინების ურავლესობა არაკანონიერად არის სინთეზირებული და გამოიყენება როგორც „ქუჩის” ნარკოტიკი, რომლის ჟარგონული სახელწოდებაა სპიდი და უიზი. ამფეტამინს იღებენ როგორც პერორალურად და ინტრავენურად, ასევე ცხვირით შეყნოსვის გზით. აგრეთვე, შესაძლებელია სუფთა სახის ამფეტამინის (ყინული) მოწევა ან ინიექციის გზით მიღება, რასაც განსაკუთრებულად ძლიერი ზემოქმედება აქვს.

კლინიკური ეფექტები

გუნებ-განწყობაზე სწრაფი ზემოქმედების გარდა, სტიმულატორები იწვევს უძილობას, ანორექსიას, ტუჩების, პირისა და ცხვირის სიმშრალეს, თვალის გუგების გაფართოებას, აჩქრებულ პულსაციას და არტერიული წნევის აწევას. პიროვნება ჰიპერაქტიურია და ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. ამფეტამინების დიდი დოზით მოხმარებისას შეიძლება აღინიშნებოდეს კარდიალური არითმია, ძლიერი ჰიპერტენზია, ინსულტი და, ზოგჯერ, ცირკულატორული კოლაფსი; ხოლო, განსაკუთრებულად გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში - ნევროლოგიური სიმპტომები, მაგ., გულყრა ან კომა. ამფეტამინების მწვავე ფსიქოლოგიური გვერდითი ეფექტებია დისფორია, გაღიზიანებადობა, უძილობა და აბნევა. ასევე, შეიძლება აღინიშნებოდეს პანიკა და შფოთვა. სამეანო გართულებებია: სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და პლაცენტის ჩამოშლა (იხ. ცხრილი).

ზოგიერთი გართულება ამფეტამინისა და კოკაინის ავადმოხმარებისას
სამედიცინო

კარდიოვასკულური - ჰიპერტენზია, ინსულტი, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი.
ინფექციური - აბსცესები, სეფსისი, ჰეპატიტები, აივ.
სამეანო - ემბრიონის ზრდის შეფერხება, სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა.
სხვა - წონის დაკარგვა, დენტალური პრობლემები, ეპილეფსია, თავის მოვლის უგულებელყოფა

ფსიქიატრიული
შფოთვა, დეპრესია, ანტისოციალური ქცევა, პარანოიდული ფსიქოზი.

==

ამფეტამინის მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზი ==== ხანგრძლივი დროის მანძილზე ამფეტამინის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება განმეორებადი სტერეოტიპული ქცევა გამოიწვიოს (მაგ., გამუდმებული ლაგება). ასევე, შეიძლება განვითარდეს პარანოიდული ფსიქოზი, რომელიც პარანოიდული შიზოფრენიის მსგავსია. მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია დევნის ბოდვა, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები და ზოგჯერ მტრული და საფრთხის შემცველი აგრესიული ქცევა (Connell, 1958). ამგვარი მდგომარეობა, ჩვეულებრივ, ერთ კვირაში გადის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თვეების მანძილზე გაგრძელდეს. ასეთი გახანგრძლივებული შემთხვევების დროს დაუდგენელია, თუ რასთან გვაქვს საქმე: ფსიქოზთან, რომელიც ამ პრეპარატების მოხმარებით არის გამოწვეული; შიზოფრენიასთან, რომლის პროვოცირებაც ამფეტამინის მიღებამ მოახდინა, თუ უბრალო დამთხვევასთან. როგორიც არ უნდა იყოს ამ კავშირების ბუნება, პაციენტები, რომლებიც ამფეტამინს ხშირად ავადმოიხმარენ, აკითხავენ ფსიქიატრიულ სამსახურებს. ერთ-ერთი დაკვირვების მიხედვით, ამფეტამინებს ფსიქოზის გამოწვევის უნარი აქვთ, რაც ადასტურებს შიზოფრენიის განვითარების დოფამინურ ჰიპოთეზას.

ტოლერანტობა და დამოკიდებულება

ამფეტამინის მოხმარების ეპიდემიოლოგიიდან გამომდინარე, მრავალ ადამიანს, რომლებიც ამ პრეპარატს რეკრეაციული მიზნებისთვის მოიხმარენ, არ უყალიბდება მასზე დამოკიდებულება და არ ხდება ამფეტამინის ბოროტად მომხმარებელი. ის პირები, რომლებიც ამფეტამინს უფრო ხშირად იყენებენ, ტოლერანტობის გამო იძულებულნი არიან ეს ნარკოტიკული ნივთიერება უფრო დიდი დოზით მიიღონ. ამფეტამინის მოხმარების შეწყვეტას სხვადასხვა სიმძიმის აღკვეთის სინდრომი („ლომკა”) მოჰყვება. მსუბუქი შემთხვევების დროს ის ძირითადად ცუდ გუნებგანწყობასა და ენერგიის დაქვეითებაში გამოიხატება. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ პრეპარატის დიდი რაოდენობით მოხმარებისას, შეიძლება განვითარდეს მძიმე დეპრესია, რომელსაც თან ახლავს შფოთვა, ტრემორი, მოდუნება, დაღლილობა და კოშმარული სიზმრები. ასევე, აღინიშნება ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ პათოლოგიური ლტოლვა და სუიციდური აზრები. ამფეტამინებზე დამოკიდებულება შეიძლება სწრაფად განვითარდეს. სტიმულატორებზე დამოკიდებულების ამოცნობა შესაძლებელია ინდივიდზე დაკვირვებით. მას მონაცვლეობით აღენიშნება ხან ჰიპერაქტიურობა და ამაღლებული გუნებ-განწყობა, ხან კი - უმოქმედობა და დეპრესია. როდესაც არსებობს ეჭვი, რომ პიროვნება ამფეტამინებს მოიხმარს, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს შარდის ანალიზი, რადგან ეს პრეპარატი სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან.

პრევენცია და მკურნალობა

ამფეტამინების ავადმოხმარების პრევენცია დამოკიდებულია ამ პრეპარატების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე და პაციენტისთვის მათი დანიშნვისას სიფრთხილის გამოჩენაზე. ექიმმა წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს ისეთ პაციენტებთან, რომლებიც პირველივე ვიზიტზე ამტკიცებენ, რომ ნარკოლეფსია აწუხებთ.

მძიმე ზედოზირების მკურნალობისას საჭიროა სედაციური საშუალებების გამოყენება და, აგრეთვე, ჰიპერპირექსიისა და კარდიალური არითმიის მოხსნა. ტოქსიკური სიმპტომების უმრავლესობა, პარანოიდული ფსიქოზის ჩათვლით, ამფეტამინების მიღების შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება. მკვეთრად გამოხატული სიმპტომების კონტროლის მიზნით, შეიძლება საჭირო გახდეს ნეიროლეპტიკების გამოყენება, მაგრამ, თუ შესაძლებელია ამ საშუალებებით მკურნალობის თავიდან აცილება, ეს გააადვილებს მოცემული მდგომარეობის დიფერენციაციას შიზოფრენიისგან.

ამფეტამინზე დამოკიდებულების მკურნალობა რთულია, რადგან ამ დროს ნარკოტიკული ნივთიერებისადმი ლტოლვა შეიძლება ძალზე ძლიერი იყოს. მკურნალობის მიზანი, ჩვეულებრივ, აბსტინენციაა, რომლის მისაღწევადაც შეიძლება ფართო სპექტრის სოციალური და ფსიქოლოგიური ინტერვენციის ჩატარება გახდეს საჭირო. მწვავე აღკვეთის სინდრომით გამოწვეული მძიმე დეპრესიის მართვის დროს შეიძლება სასარგებლო იყოს ბენზოდიაზეპინების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდეპრესანტები ხელს არ უწყობს აბსტინენციის მიღწევას, მათი გამოყენება შეიძლება მიზანშეწონილი აღმოჩნდეს პერსისტენტული დეპრესიული აშლილობის მკურნალობისას. აბსტინენციაზე დაფუძნებული პროგრამები არ იძლევა ეფექტს ამფეტამინების ზოგიერთი მომხმარებლის შემთხვევაში. ინტრავენური მიღებით გამოწვეული სერიოზული ზიანის გამო ტარდება მხარდამჭერი მკურნალობა, რაც ამფეტამინის პერორალური გზით მიღებას გულისხმობს. ეს პრაქტიკა არ არის გამყარებული საკმარისად მკაფიო მტკიცებულებით, ამიტომ საჭიროა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების ჩატარება. თუმცა, გულდასმით შერჩეულ სიტუაციებში, მისი გამოყენებით შესაძლებელია ზიანის შემცირება (Bruce, 2000). ფარმაკოლოგიური მკურნალობის შესახებ ინფრომაცია იხ. Srisurapont et al., 2004.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები