სულის ცხენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ხევსურეთში დასაკურთხებელ ცხენს განბანდნენ, კარგად გამოკვებავდნენ, ქალები ფაფარს დაუწნავდნენ და კისრის სიგრძედ
 
ხევსურეთში დასაკურთხებელ ცხენს განბანდნენ, კარგად გამოკვებავდნენ, ქალები ფაფარს დაუწნავდნენ და კისრის სიგრძედ
 
ფარჩის „საფაფრეს“ გაუკეთებდნენ, ხოლო დაწნულ ქოჩორზე „საშუბლეს“ შემოაკრავდნენ, მკერდს კი მძივებისაგან მოქარგული
 
ფარჩის „საფაფრეს“ გაუკეთებდნენ, ხოლო დაწნულ ქოჩორზე „საშუბლეს“ შემოაკრავდნენ, მკერდს კი მძივებისაგან მოქარგული
„ყელსადებით“ დაუმშვენებდნენ; ძუასაც დაუწნავდნენ და ბოლოში ფერად ნაჭრებს შეაბამდნენ. შემდეგ ცხენს შეკაზმავდნენ, [[უნაგირი]]ს ტახტზე [[სანთელი (სარიტუალო)|სანთელს]] დააკრავდნენ და მათრახს ჩამოკიდებდნენ. [[უნაგირი|უნაგირზე]] გადაკიდებდნენ [[ხურჯინი|ხურჯინს]], რომელშიც „მკვდრის საგზალი“ ([[პური|პურ]]-[[არაყი]]) ეწყო. ცხენს მიცვალებულის ტანსაცმელს, იარაღსა და [[ნაბადი|ნაბადსაც]] აჰკიდებდნენ და ამგვარად მორთულ-მოკაზმულს დასაფლავების დღეს მიცვალებულს ხელზე თოკით გამოაბამდნენ. აღვირს ცოლი, დედა ან და დაიჭერდა. სულის ხუცესი ერთ ხელს აღვირს ჩაავლებდა, მეორეთი [[ყანწი|ყანწს]] ასწევდა და ამბობდა: „შენი სახმარი არის ეს შაკაზმული ცხენი, შენი საფერხე იყოს, სადაც დაგჭირდეს, გამაიყენე და აჯირითე, უცხენომც ნუ იქნები, ეს უნაგირი, ხურჯინ-საგზალი შენამც გეხმარების“. შემდეგ [[ლუდი|ლუდს]] ან არაყს ცხენის ფაფარსა და უნაგირს შეასხურებდა, [[მათრახი|მათრახს]] სამჯერ მსუბუქად დაარტყამდა და იტყოდა: „შენიმც სახმარი ას, შენამც გეხმარების, სწორებსამც ნუ ჩამორჩები“. ბოლოს ცხენს მიცვალებულის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ.
+
„ყელსადებით“ დაუმშვენებდნენ; ძუასაც დაუწნავდნენ და ბოლოში ფერად ნაჭრებს შეაბამდნენ. შემდეგ ცხენს შეკაზმავდნენ, [[უნაგირი]]ს ტახტზე [[სანთელი (სარიტუალო)|სანთელს]] დააკრავდნენ და მათრახს ჩამოკიდებდნენ. [[უნაგირი|უნაგირზე]] გადაკიდებდნენ [[ხურჯინი|ხურჯინს]], რომელშიც „მკვდრის საგზალი“ ([[პური|პურ]]-[[არაყი]]) ეწყო. ცხენს მიცვალებულის ტანსაცმელს, იარაღსა და [[ნაბადი|ნაბადსაც]] აჰკიდებდნენ და ამგვარად მორთულ-მოკაზმულს დასაფლავების დღეს მიცვალებულს ხელზე თოკით გამოაბამდნენ. აღვირს ცოლი, დედა ან და დაიჭერდა. სულის [[ხუცესი]] ერთ ხელს აღვირს ჩაავლებდა, მეორეთი [[ყანწი|ყანწს]] ასწევდა და ამბობდა: „შენი სახმარი არის ეს შაკაზმული ცხენი, შენი საფერხე იყოს, სადაც დაგჭირდეს, გამაიყენე და აჯირითე, უცხენომც ნუ იქნები, ეს უნაგირი, ხურჯინ-საგზალი შენამც გეხმარების“. შემდეგ [[ლუდი|ლუდს]] ან არაყს ცხენის ფაფარსა და უნაგირს შეასხურებდა, [[მათრახი|მათრახს]] სამჯერ მსუბუქად დაარტყამდა და იტყოდა: „შენიმც სახმარი ას, შენამც გეხმარების, სწორებსამც ნუ ჩამორჩები“. ბოლოს ცხენს მიცვალებულის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ.
  
„სული ცხენი“ სასაფლაოზე არ მიჰყავდა. ცხენის დაკურთხების ანალოგიურ წესს დანარჩენი მთიელებიც ასრულებდნენ. დაკურთხებულ ცხენს განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდნენ, ტვირთსაც კი არ აჰკიდებდნენ, საჯდომად თუ გამოიყენებდნენ. [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] როცა სულის ცხენს ჭირისუფალი ქერს აჭმევდა, [[ქერი|ქერს]] შენდობას ეტყოდა. იგი ქერს ჯერ თოფრაში ჩაყრიდა, შემდეგ სახელს დასდებდა: „სადაც შენ ხარ, შენიმც საჴმარი ას, შენს ცხენსამც აჭმევ, ცხენ უქეროობითამც ნუ დაგაღონებსა-დ მგებრთაში იქნებისა თუ ცხენთაში, უკენამც ნუ ჩამარჩები ამხანაგებს“. შემდეგ ცხენს თოფრას თავზე ჩამოაცვამდა. შენდობას მარილსაც ასე ეტყოდნენ: „ეს მარილიმც შენ გეჴმარების, რადაც გინდ იმაადაც გამაიყენებ, ცხენისად გინდთ სხვისად რაისად“. სახელდადებულ მარილს შეინახავდნენ და სულის ცხენს მხოლოდ მას აჭმევდნენ. შემოდგომაზე, როცა თივას სახლში მოიტანდნენ და ბან-კარზე ზვინებად დადგამდნენ, ჭირისუფალი ერთ კარგ ზვინს მიცვალებულის სახელზე შენდობას ეტყოდა. შენდობა ნათქვამ თივის ზვინს სულის ცხენს აჭმევდნენ და, როცა იგი გათავდებოდა, ჭირის პატრონი მეორე ზვინს „დასდებდა სახელს“. სახელდაუდებ ქერს, ზვინსა და მარილს ცხენს არ აჭმევდნენ, რადგან შენდობა უთქმელი „საიქიოს მკვდართ არ ეხმარების და უქეროდ, უმარილოდ და უთივოდ კი დაღონდების, ცხენი დაუწყებს წუხებას“. წლისთავის შემდეგ „სულის ცხენს" გააჩუქებდნენ. მას დედის ძმას, დედის ძმისშვილს, ბიძაშვილს, ძმობილს აჩუქებდნენ. ამ უკანასკნელსებსაც ცხენის სამუშაოდ გამოყენება, ან გაყიდვა ეკრძალებოდათ. თუ რომელიმე მათგანი გაყიდვას დააპირებდა, ან კარგად არ მოუვლიდა, მიმცემს უფლება ჰქონდა ცხენი ჩამოერთმია და სხვისთვის გადაეცა.
 
მიმდინარე ცვლილება 18:40, 16 მაისი 2020 მდგომარეობით

სულის ცხენი – მიცვალებულისათვის შეწირული// დაკურთხებული ცხენი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში. ცხენს უპირატესად მამაკაცს უკურთხებდნენ, მაგრამ ეს წესი ზოგჯერ დიდი ავტორიტეტის მქონე ქალის დასაფლავებაზეც სრულდებოდა. ფშავ-ხევსურეთში და თუშეთში ცხენის დაკურთხება-დაყენება დასაფლავების დღეს, იშვიათად კი რომელიმე ხარჯის დროს ხდებოდა. თუ ოჯახსცხენი არ ჰყავდა, იგი აუცილებლად უნდა ეყიდა. იყო შემთხვევები, როცა ღარიბი ოჯახი ვინმესგან ნახევარ ფასად იყიდდა ცხენს, შემდეგ კი კვლავ პატრონს დაუბრუნებდა. მაგრამ ცხენის „სხვისად დაკურთხებას“ ერიდებოდნენ, რადგან, ხალხის რწმენით, მიცვალებულს საიქიოში მის სახელზე დაკურთხებული ცხენი ემსახურებოდა, სხვისთვის შეწირული პირუტყვი კი უკვე სხვა მიცვალებულის საკუთრება იქნებოდა და თავისი საჭიროებისათვის ვერ გამოიყენებდა.

ხევსურეთში დასაკურთხებელ ცხენს განბანდნენ, კარგად გამოკვებავდნენ, ქალები ფაფარს დაუწნავდნენ და კისრის სიგრძედ ფარჩის „საფაფრეს“ გაუკეთებდნენ, ხოლო დაწნულ ქოჩორზე „საშუბლეს“ შემოაკრავდნენ, მკერდს კი მძივებისაგან მოქარგული „ყელსადებით“ დაუმშვენებდნენ; ძუასაც დაუწნავდნენ და ბოლოში ფერად ნაჭრებს შეაბამდნენ. შემდეგ ცხენს შეკაზმავდნენ, უნაგირის ტახტზე სანთელს დააკრავდნენ და მათრახს ჩამოკიდებდნენ. უნაგირზე გადაკიდებდნენ ხურჯინს, რომელშიც „მკვდრის საგზალი“ (პურ-არაყი) ეწყო. ცხენს მიცვალებულის ტანსაცმელს, იარაღსა და ნაბადსაც აჰკიდებდნენ და ამგვარად მორთულ-მოკაზმულს დასაფლავების დღეს მიცვალებულს ხელზე თოკით გამოაბამდნენ. აღვირს ცოლი, დედა ან და დაიჭერდა. სულის ხუცესი ერთ ხელს აღვირს ჩაავლებდა, მეორეთი ყანწს ასწევდა და ამბობდა: „შენი სახმარი არის ეს შაკაზმული ცხენი, შენი საფერხე იყოს, სადაც დაგჭირდეს, გამაიყენე და აჯირითე, უცხენომც ნუ იქნები, ეს უნაგირი, ხურჯინ-საგზალი შენამც გეხმარების“. შემდეგ ლუდს ან არაყს ცხენის ფაფარსა და უნაგირს შეასხურებდა, მათრახს სამჯერ მსუბუქად დაარტყამდა და იტყოდა: „შენიმც სახმარი ას, შენამც გეხმარების, სწორებსამც ნუ ჩამორჩები“. ბოლოს ცხენს მიცვალებულის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ.

„სული ცხენი“ სასაფლაოზე არ მიჰყავდა. ცხენის დაკურთხების ანალოგიურ წესს დანარჩენი მთიელებიც ასრულებდნენ. დაკურთხებულ ცხენს განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდნენ, ტვირთსაც კი არ აჰკიდებდნენ, საჯდომად თუ გამოიყენებდნენ. ხევსურეთში როცა სულის ცხენს ჭირისუფალი ქერს აჭმევდა, ქერს შენდობას ეტყოდა. იგი ქერს ჯერ თოფრაში ჩაყრიდა, შემდეგ სახელს დასდებდა: „სადაც შენ ხარ, შენიმც საჴმარი ას, შენს ცხენსამც აჭმევ, ცხენ უქეროობითამც ნუ დაგაღონებსა-დ მგებრთაში იქნებისა თუ ცხენთაში, უკენამც ნუ ჩამარჩები ამხანაგებს“. შემდეგ ცხენს თოფრას თავზე ჩამოაცვამდა. შენდობას მარილსაც ასე ეტყოდნენ: „ეს მარილიმც შენ გეჴმარების, რადაც გინდ იმაადაც გამაიყენებ, ცხენისად გინდთ სხვისად რაისად“. სახელდადებულ მარილს შეინახავდნენ და სულის ცხენს მხოლოდ მას აჭმევდნენ. შემოდგომაზე, როცა თივას სახლში მოიტანდნენ და ბან-კარზე ზვინებად დადგამდნენ, ჭირისუფალი ერთ კარგ ზვინს მიცვალებულის სახელზე შენდობას ეტყოდა. შენდობა ნათქვამ თივის ზვინს სულის ცხენს აჭმევდნენ და, როცა იგი გათავდებოდა, ჭირის პატრონი მეორე ზვინს „დასდებდა სახელს“. სახელდაუდებ ქერს, ზვინსა და მარილს ცხენს არ აჭმევდნენ, რადგან შენდობა უთქმელი „საიქიოს მკვდართ არ ეხმარების და უქეროდ, უმარილოდ და უთივოდ კი დაღონდების, ცხენი დაუწყებს წუხებას“. წლისთავის შემდეგ „სულის ცხენს" გააჩუქებდნენ. მას დედის ძმას, დედის ძმისშვილს, ბიძაშვილს, ძმობილს აჩუქებდნენ. ამ უკანასკნელსებსაც ცხენის სამუშაოდ გამოყენება, ან გაყიდვა ეკრძალებოდათ. თუ რომელიმე მათგანი გაყიდვას დააპირებდა, ან კარგად არ მოუვლიდა, მიმცემს უფლება ჰქონდა ცხენი ჩამოერთმია და სხვისთვის გადაეცა.

დაკურთხებული ცხენი დიდ როლს თამაშობდა მიცვალებულის წლსითავზე გამართულ დოღში // სადგინში, რომელშიც „სულის ცხენის“ მონაწილეობა სავალდებულო იყო. საამისოდ მას ზემოაღწერილი წესით კვლავ დააკურთხებდნენ. მედოღეებს წინ „სულის ცხენი“ მიუძღოდათ.

საქართველოს სხვა კუთხეებშიც (სვანეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, საქართველოს ოსურ მოსახლეობაში) ცხენს მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ფრიად საინტერესოა სვანეთში გავრცელებული ჩვეულება: სვანები დასაფლავების დღეს ცხენს საუკეთესოდ მორთავდნენ და პატრონის კუბოს მახლობლად დააყენებდნენ. გასვენებისას ამ ცხენზე ახალგაზრდა სვანი შეჯდებოდა და სამგლოვიარო პროცესიის წინ მას იმდენ ხანს აჭენებდა, რომ პირუტყვი მომკვდარიყო, ე. ი. თავის პატრონთან ერთად საიქიოში „გამგზავრებულიყო“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დ. გიორგაძე. დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში (თუშ-ფშავხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით). თბ., 1987, გვ. 11-14;
  • მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 12, 29, 57;
  • ს. მაკალათია. ხევსურეთი. თბ., 1984, გვ. 203-204; ა. ოჩიაური. მიცვალებულის კულტი როშკასა და უკენ ხადუს თემებში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 77; ნ. ხიზანიშვილი. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1940, გვ. 76-77;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები