ტაბიძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:34, 8 იანვარი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ტაბიძე

დიმიტრი ტაბიძე ივანეს ძე (15.04.1901 - 19.11.1965, დაიბადა სოფელ ხონში, ახლანდელი ხონის რ-ნი).

ქართველი აგრონომ-მევენახე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1925 წელს დაამთავრა თსუ-ს აგრონომიის ფაკულტეტი. 1935-1944 წლებში ჯერ მევენახეობის და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის (ქ. თელავი), ხოლო შემდეგ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების გამგე იყო, 1944-1946 ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1946-1956 – სელექციისა და ამპელოგრაფიის განყოფილების გამგე. 1956-იდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის სელექცია - ჯიშთმცოდნეობის განყოფილების გამგე.


დ. ტაბიძე არის 200 სამეცნიერო შრომის ავტორი, აღწერა კახეთის ვაზის ჯიშები (ტაბიძე 1954), გამოყვანილი აქვს ვაზის ახალი ჯიშები ქართული საადრეო, სახალხო თეთრი და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით (ქსე 1985, Энциклопедия 1987).




ლიტერატურა

  • 1. ტაბიძე დ. 1954. კახეთის ვაზი ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. 425გვ.
  • 2. ქსე 1980. ნიკოლოზ კეცხოველი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5. 479გვ.
  • 3. ქსე 1984. მაქსიმე რამიშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 8. 299გვ.
  • 4. ქსე 1985. დიმიტრი ტაბიძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 9. 635გვ.
  • 5. Энциклопедия 1987. М. Рамишвили. Д. Табидзе. В: Энциклопедия виноградарства. В 3х томах. Гл. ред. А.И. Тимуш. Кишинев. Издание Молдавской советской энциклопедии. стр. 20, 200.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები