ტატიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ტატიშვილი

ტატიშვილი ივანე ალექსის ძე - (მეტსახელი: გიორგი), [1878, სოფ.გალავანი - 23.04.1963] - განათლება ოჯახში მიიღო, ბავშვობიდანვე მუშაობდა მოჯამაგირედ. 1905 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრია და აქტიურად მონაწილეობს 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1907 დააპატიმრეს და გადაასახლეს ასტრახანში. თბილისში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა რსდმპ თბილისის კომიტეტის პარტიულ ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას. 1919 აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

მანუჩარ გუნცაძე


ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ივანე ტატიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები