ტაშისკარის ბრძოლა 1609

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაშისკარის ბრძოლა 1609 - ბრძოლა ქართლის ლაშქარსა და ოსმალ-თათრებს შორის. 1609 წლის ივნისში ქართლის სამეფოში მოულოდნელად შემოიჭრნენ ყირიმელი თათრებისა და თურქ-ოსმალთა ცხენოსანი რაზმები. მათი ამოცანა ქვეყნის დარბევა და ნადავლის ხელში ჩაგდება იყო.

მომხდურები სწრაფად მოადგნენ მანგლისს და იქიდან ცხირეთის ციხესთან სურდათ მისვლა, სადაც ქართლის მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ, მაგრამ გზის მაჩვენებლად აყვანილმა ხუცესმა თევდორემ მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართლის ლაშქარიც მოვიდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებში მოკრებილი მეომრებით გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი სოფელ ნიაბთან შეებნენ მტერს და საგრძნობლად დააზარალეს. მომხდურები მტკვარს აღმა აუყვნენ და მდინარის მარცხენა ნაპირზე, ტაშისკართან, დაბანაკდნენ. აქ გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ქართლის სამეფოს მთავარ ძალებთან. ქართველებმა, რომლებიც უკეთ იყვნენ შეიარაღებული (მოწინააღმდეგეს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა), სრული გამარჯვება მოიპოვეს. მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა თავს გაქცევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები