ტეგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეგანის ყვავილი

ტეგანი – (Ruta graveolens); მარადმწვანე, მრავალწლოვანი სურნელოვანი ბალახოვნების ოჯახის წარმომადგენელი.

ფაილი:Tegana2.jpg
ტეგანი

ტეგანი– ბიბლიური მცენარე

ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში ტეგანი მოიხსენიება მხოლოდ ერთად-ერთჯერ, ისიც მხოლოდ ლუკას სახარების დამოწმებულ მუხლში. იგი ნახევრად ბუჩქოვანი, ბალახოვანი, ეთერზეთების შემცველი მრავალწლოვანი მცენარეა. გავრცელებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. განსაკუთრებული გემოსა და არომატის გამო არაბული სამყაროს მკვიდრნი ტეგანოს ნორჩ ფოთოლს, ასევე მის გამხმარ ძირებს სანელებლად იყენებდნენ სამზარეულო საქმეში, სხვადასხვა კერძების შესაკაზმად. სამკურნალო თვისებების გამო ტეგანს ერთხანს იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში და პარფიუმერიაში სურნელოვანი ზეთების და სამზადებლად. თანამედროვე მედიცინაში იგი ტოქსიკურობის გამო აღარ გამოიყენება.


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები