ტერმენი ლუის მედისონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ტერმენი ლუის მედისონ '''ტერმენი ლუის მედის...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტერმენი ლუის მედისონ“ გადაიტანა გვერდზე „[[ლუის მედისონ ტერმენი]...)

17:48, 9 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ტერმენი ლუის მედისონ

ტერმენი ლუის მედისონ - Terman Lewis Madison, Термен Льюис Мэдисон, 1877 -1956

ამერიკელი ფსიქოლოგი, განათლების, ტესტოლოგიისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტი. სწავლობდა ინდიანას და კლარკის უნივერსიტეტში ს. ჰოლის ხელმძღვანელობით. 1912 წლიდან მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც 1922 წლიდან გარდაცვალებამდე ეკავა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა; XX საუკუნის პირველ ნახევარში ტერმენი ამერიკის ყველაზე გავლენიან მეცნიერთა წრეში შედიოდა, არჩეული იყო APA-ს პრეზიდენტად (1923) და ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (1932).

1916 წელს აშშ ემზადებოდა პირველ მსოფლიო ომში ჩასაბმელად და დაისვა ჯარისკაცების შერჩევის ამოცანა. ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა რ. იერქსს, შეედგინა შესაბამისი ტესტები, ხოლო მან ეს ტერმენს დაავალა. ამ უკანასკნელმა სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე გადაამუშავა ბინე-სიმონის სკალა (ინტელექტის კოეფიციენტი) და არსებითად ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც „სტენფორდ-ბინეს სკალა“ ეწოდა. შესანიშნავი გამზომი ინსტრუმენტის შექმნამ, რომელიც დღესაც ინტელექტის დიაგნოსტიკის პოპულარული და ავტორიტეტული მეთოდიკაა, ტერმენს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

თავის თეორიულ შეხედულებებში ტერმენი იცავდა ჰალტონის პოზიციას, ანუ მიაჩნდა, რომ გონებრივი უნარიანობა თანდაყოლილია, ვლინდება ბავშვობაში და შემდეგ თითქმის უცვლელი რჩება. ეს შეხედულებები სათანადო კვლევებს ეყდნობოდა. კერძოდ, 300-ზე მეტი გენიალური ადამიანის, ცნობილი ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიის, ნაწარმოებების, წერილების, გამონათქვამების ანალიზის საფუძველზე ტერმენმა მიაწერა მათ სავარაუდო ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) და კლებად რიგში განალაგა (მაგ., გოეთემ მიიღო 210 ქულა, ჰალტონმა - 200, დეკარტემ - 180, ნაპოლეონმა - 145 და ა.შ.). 1921 წელს ტერმენმა წამოიწყო შემოქმედებითი უნარიანობის, შემოქმედებითობის ემპირიული კვლევა, რომლისთვისაც შეირჩა 1500 მაღალი ნიჭიერების მქონე ბავშვი (140-ზე მეტი IQ-თი). ჩატარდა ფსიქოლოგიაში ერთერთი ყველაზე ფართო და ხანგრძლივი ლონგიტუდური კვლევა, რომელიც ტერმენის სიკვდილის შემდეგაც მიმდინარეობდა და 50 წელიწადს გაგრძელდა. დასაბუთდა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, უფრო აქტიურები და ნაყოფიერები არიან და ეს თვისებები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნარჩუნდებათ. ამით ჩ. სპირმენისეული ზოგადი ნიჭიერების ცნებაც დასაბუთდა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები