ტირიფფოთოლა ბერყენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტირიფფოთოლა ბერყენა

ტირიფფოთოლა ბერყენა - (Pyrus salicifolia Pall.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 2-6 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ძლიერ დატოტვილი; ტოტები გაშლილია, უხვეკლებიანი; ფოთლები მოკლეყუნწიანია ან თითქმის მჯდომარე კვირტების ირგვლივ ჯგუფად, ხოლო ეკლიან ტოტებზე მორიგეობით განწყობილი, მოყვანილობით ხაზური ან ხაზურ-ლანცეტა, კიდემთლიანი, ფოთლის ფირფიტა ქვედა მხარეზე თეთრი, ქეჩისებური ბეწვითაა მოფენილი, ზედა მხარე კი ნაცრისფერია. ყვ. ნაყ. IV. იზრდება მშრალ, ხრიოკ ადგილებზე, ბუჩქნართა შორის, სადაც მონაწილეობას იღებს არიდულ მეჩხერ ტყეებსა და ნახევრად უდაბნოთა დაჯგუფებაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში, ტარიბანაში. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები